x
რატომ არის აუცილებელი ადამიანისთვის თევზის ქონი?
image


თევზის ქონი ერთ-ერთი საუკეთესო ნივთიერებაა ადამიანის ორგანიზმისთვის. ის დიდი რაოდენობით შეიცავს სასარგებლო ომეგა მჟავებს. მისი დამზადება ხდება ცივი დინების თევზეულისაგან. მკვლევარებისა და ექიმების რეკომენდაციით, თუ თქვენ კვირაში 1-ხელ მაინც არ მიირთმევთ თევზეულს, მაშინ სასურველია მიიღოთ თევზის ქონის დანამატი ორგანიზმში ომეგა მჟავების დონის შესავსებად.


თევზის ქონის შემადგენლობის დაახლოებით 30% წარმოადგენს ომეგა 3 მჟავას, ხოლო დანარჩენი 70% სხვადასხვა ცხიმები და ისეთი ცხიმში ხსნადი ვიტამინებია, როგორიცაა A და D.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თევზის ქონისგან მიღებული ომეგა 3-ის შემადგენლობა და მოქმედება განსხვავდება მცენარეული ომეგა 3-გან. თევზის ქონში შედის DHA და EPA (დოკოზაჰექსანური და ეიკოზაპენტანური მჟავები), ხოლო მცენარეულში - ALA (ალფა ლინოლეური მჟავა). მიუხედავად იმისა, რომ ALA მიეკუთვნება ორგანიზმისთვის აუცილებელ ცხიმოვან ნივთიერებას, DHA და EPA მჟავებს ბევრად უფრო მეტი სასარგებლო თვისებები გააჩნია.



ზოგადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ომეგა 3-ისა და ომეგა 6-ის დაბალანსებული მიღება. მათი ბალანსის დარღვევამ უამრავ პათოლოგიის განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი.


რატომ არის თევზის ქონი ჯანმრთელობისათვის შეუცვლელი?


  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა - თევზის ქონი აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მისი დღიური რაციონი თავიდან აგაცილებთ ისეთ გართულებებს, როგორიცაა ქოლესტერინის მაღალი დონე, ტრიგლიცერიდების მოჭარბებული რაოდენობა, სისხლის მაღალი წნევა, ათეროსკლეროზი, არითმია და ა.შ.
  • თავის ტვინის ფუნქციები - თავის ტვინის შემადგენლობის დაახლოებით 60% წარმოადგენს ცხიმს, რისი უდიდესი ნაწილიც არის ომეგა 3. თევზის ქონი აუცილებელია თავის ტვინის გამართული ფუნქციონირებისათვის. ის იცავს სხეულს მენტალური დაავადებებისაგან. ზოგიერთი კვლევის თანახმად, თევზის ქონი ამცირებს შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის სიმპტომებს.
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე - შესაბამისი კვების რაციონისა და ფიზიკური დატვირთვის დროს, თევზის ქონის შემცველი დანამატები აძლიერებენ მეტაბოლიზმს და აუმჯობესებენ წონის კორექციის პროცესს. ჭარბი წონა და სიმსუქნე ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის და სიმსივნის განვითარებას, თევზის ქონი კი ამცირებს მათ რისკს.
  • მხედველობა - თავის ტვინის მსგავსად, თვალებისთვისაც საჭიროა ომეგა 3. ის ადამიანები, ვინც არ იკვებებიან თევზეულით, მხედველობის დაავადებების უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. ასაკის მატებასთან ერთად, უარესდება მხედველობა. თევზის ქონს შეუძლია აგარიდოთ თავიდან მწვავე გართულებები.
  • ართრიტი - თევზის ქონს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სახსრებში ქრონიკული ანთებითი პროცესის დროს ვითარდება ართრიტი, რაც ზღუდავს სახსრის მოძრაობას და მტკივნეულს ხდის მას. თევზის ქონს შეუძლია მოხსნას ტკივილი და სახსრის დაჭიმულობა.
  • ორსულობა და ჩვილები - თევზის ქონი აუცილებელია ორულთათვის, რათა სწორად მოხდეს ნაყოფის განვითარება და ჩამოყალიბება. თევზის ქონი მნიშვნელოვანია ჩვილების გონებრივი განვითარებისა და ჯანსაღი მხედველობისათვის. ბავშვებს, რომლებიც იღებენ თევზის ქონს, აქვთ ძლიერი იმუნური სისტემა, კომუნიკაციის უკეთესი უნარი და უფრო მაღალი ინტელექტი. ასეთი ბავშვები აუტიზმის, ქცევითი პრობლემების, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დაბალი რისკის ქვეშ არიან.
  • ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება - სიმსუქნესთან ერთად ბოლო წლებში გაიზარდა ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნების პროცენტული მაჩვენებელიც. თევზის ქონის შესაბამისი დოზით მიღება ამცირებს ღვიძლში ცხიმოვან ნივთიერებებს და ანთებით პროცესს.

თევზის ქონი შეუცვლელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი დანამატია მთელს მსოფლიოში. თევზის ქონის შეძენისას საყურადღებოა მწარმოებელი ქვეყანა, ომეგა მჟავების თანაფარდობა და გამოყენებული თევზის სახეობა.


ქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


თუ თქვენ ეს სიმტომები გაწუხებთ, სავარაუდოდ...


რაზე მეტყველებს ვაგინალური გამონადენის ფერი? როდისაა ის საშიში და რატომ იცვლება მთელი თვის განმავლობაში?


რისი გამოწვევა შეუძლია პაპილომა ვირუსს?


ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს


როგორ ეხმარება წითელი სამყურა მენოპაუზის დროს ორგანიზმს?



0
191
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0