x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97334
  • ვიდეო:344154
  • სურათი:459306
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ტახტიდან გადადგომას აპირებს

image
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ტახტიდან პრინც ჩარლზის სასაგებლოდ, სავარაუდოდ, უახლოესი 18 თვის განმავლობაში გადადგება. ამის შესახებ ჟურნალი “SUN" იუწყება.

გამოცემა ასევე წერს, რომ აღნიშნული უფრო მეტად მოსალოდნელია 2021 წლის 21 აპრილს, დედოფლის იუბილეზე, როდესაც მის უდიდესულესობას 95 წელი შეუსრულდება. ამ მოსაზრების საფუძველი ჯერ კიდევ 2017 წელს გავრცელებულ ინფორმაციაშია, რომლის თანახმადაც დედოფალმა

image

მემკვიდრედ პრინცი ჩარლზი დაასახელა და მისთვის ტახტის დათმობა 4 წლის შემდეგ ივარაუდეს ჟურნალ–გაზეთებმა.

image

ცნობისთვის, ელისაბედ II დიდი ბრიტანეთის ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, ხოლო გვირგვინი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა ( კორონაცია).

მისი სრული სახელია ელისაბედ ალექსანდრა მერი უინძორი.

მისი წინამორბედი იყო მამამისი ჯორჯ VI. დედოფალი 1947 წლიდან დაქორწინებულია ჰერცოგ ფილიპეზე და მათ ჰყავთ ოთხი შვილი: ჩარლზი, ანა, ენდრიუ და ედუარდი.

ელისაბედ II დედოფლის სტატუსის გარდა ატარებს თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობასაც ( ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა–ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სეინტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ და იამაიკა.

გარდა ამისა ელისაბედ II არის ანგლიკანური ეკლესიის მეთაური და კუნძულ მენის ლორდი.

დედოფალი ელისაბედ II ერთგვარი სიმბოლოა ბრიტანელი ერისა, და გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო პრესის, და არა მხოლოდ მათი, ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება მისი უდიდებულესობა.

image

აქვე ცოტა რამ, ელისაბედ II -ის მემკვიდრე, უელსის პრინც ჩარლზე: დაიბადა 1948 წლის 14 ნოემბერს, პირველი ცოლი დაიანა, უელსის პრინცესა (ლედი დი) მეორე ცოლი კამილა, კორნოულის ჰერცოგინია (2005 წლიდან).

3
457
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
457
  
3 დეკემბერი, 2:49
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
1 დეკემბერი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

29 ნოემბერი, 21:06
SEV,GE - ყველაზე რეიტინგული ქართული სოციალური ქსელი!! SEV,GE - შემოგვიერთდით მეგობრებო !!! - SEV,GE
0 1 3