x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
14 ტრანსექსუალი მოდელი, რომლებმაც მოდის სამყარო გადაატრიალეს

image


თანამედროვე ადამიანების უმრავლესობამ ალბათ კარგად იცის, თუ ვინ არიან ტრანსგენდერები, ხოლო მათ ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, გეტყვით, რომ ტრანსგენდერი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავბული სქესი აქვს (.. კაცი ქალის სხეულში ან პირიქით, ამ ტერმინის ქვეშ სწორედ ისეთი ადამიანები იგულისხმებიან, ვისი გენდერული იდენტობა ან გენდერული თვითგამოხატვა განსხვავდება იმ სქესისგან, რომელიც მათ დაბადებისას მიანიჭეს) თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღესდღეობით, ტრანსგენდერი მოდელები მსოფლიო წამყვან პოდიუმებს წარმატებით იპყრობენ, მათ სწორედ საკუთარ მაგალითზე დაამტკიცეს რომ გენდერული შეუსაბამობა კარიერისთვის ხელისშემშლელი საერთოდ არ არის.




კევინ ბელოტი



imageimageimage


ფილიპინებზე დაბადებული კევინი ჯერ კიდევ ბავშვობიდან სილამაზის კონკურსში გამარჯვებაზე ოცნებობდა. თუმცა, არსებული წესების თანახმად, მამაკაცებს მსგავს კონკურსში მონაწილეობა სასტიკად ეკრძალებათ, მაგრამ ამ ფაქტმა კევინს საკუთარ ოცნებაზე ხელი მაინც არ ააღებინა. გარეგნობის შეცვლით, მან ტაილანდში გამართულ ტრანსგენდერთა სილამაზის კონკურსში არა მხოლოდ მონაწილეობის უფლება მოიპოვა, არამედ პირველი ადგილიც დაიკავა. კევინი დიდი ოდენობით ფულადი თანხის გარდა, მობილური ტელეფონითა და დედაქალაქის მდიდრულ აპარტამენტებში უფასოდ ცხოვრების უფლებით დაჯილდოვდა.





კლაუდია ჩარიეზი


imageimageimageimage

კლაუდიას ფოტოების ხილვისას, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის მამაკაცად დაიბადა. მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციების დახმარებით მან საბოლოოდ დიდი ხნის ნანატრი იმიჯი რეალობად აქცია. სავსემკერდიანი, ქერათმიანი მომხიბვლელი კლაუდია ახალი იმიჯით, სამოდელო ბიზნესს დღითიდღე სულ უფრო იპყრობს.




ჯინა როსერო


imageimageimage

ფილიპინელი ჯინა როსერო ამერიკაში ერთ - ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება. როსერომ საკუთარი კარიერის პიკზე თაყვანისმცემლები, ჟურნალისტები და აგენტები შოკში ჩააგდო, როდესაც საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკაში გადმოსვლამდე, ის კაცი იყო. თუმცა, ამ გულწრფელ აღიარებას მისთვის შემდგომი წარმატების მოპოვებაში ხელი არანაირად არ შეუშლია.




ლავერნ კოქსი


imageimageimage

ლავერნი არა მხოლოდ წარმატებული მოდელი, არამედ მსახიობი, ადვოკატი და ტელეპროდიუსერია. როგორც გოგონამ აღიარა, ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში, როდესაც ის საკუთარი თანაკლასელი ბიჭების მიმართ ლტოლვას განიცდიდა, უკვე სქესის შეცვლის ოპერაციაზე სერიოზულად ფიქრობდა. ჟურნალმა "Time"-მა მოდელი, 2015 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.




აისის კინგი



imageimageimage


დაბადებისას ოჯახმა აისისს, სახელად დარელ უოლსი შეარქვა, თუმცა, ამ სახელით ბიჭუნას დიდხანს ყოფნა არ მოუწია, ვინაიდან მან სქესის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. დღესდღეობით, აისის კინგი ამერიკაში ერთ -ერთ წარმატებულ მოდელად ითვლება. შეგახსენებთ, რომ ის პირველი ტრანსექსუალი -ქალია, რომელმაც პოპულარულ შოუში - "ტოპ-მოდელი ამერიკულად" მონაწილეობა მიიღო.



კამილა ასანკა


imageimageimage

კამილა ასანკა საკუთარ სამშობლოში, შრი - ლანკაზე საკმაოდ წარმატებულ და მოთხოვნად მოდელად ითვლება, შეგახსენებთ, რომ მან 2011 წელს, მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში - "Miss International Queen", სადაც ძირითადად, ტრანსგენდერი მოდელები მონაწილობენ.



სირაპასორნ ატაიაკორნი



imageimageimage


ეს ძალიან საინტერესო სახელისა და გვარის მქონე აზიელი მოდელი, თქვენ წარმოიდგინეთ და სილამაზის კონკურსის - "მის საერთაშორისო დედოფალი" გამარჯვებულია.




ლეა ტი



imageimageimage

ლეა ბრაზილიაში 1981 წელს დაიბადა, დაბადებისთანავე, ოჯახმა შვილს სახელად ლეონარდო შეარქვა. თუმცა, წლების მატებასთან ერთად ბიჭი ხვდებოდა, რომ საკუთარ სხეულში თავს არაკომფორტულად გრძნობდა, ამიტომ სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა. დღესდღეობით, ლეა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე წარმატებული ტრანსგენდერი - მოდელია, რომელიც "Givenchy"-ის მოდის სახლმა საკუთარ მუზად აღიარა.




ჰარისუ

imageimageimage


ჰარისუ - პოპულარული სამხრეთკორეელი პოპ მომღერალი, მოდელი და მსახიობია. ის სამხრეთ კორეაში პირველი ცნობილი ადამიანია, რომელმაც სქესის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო რიგით მეორე - ვისაც მსგავსი სახის ოპერაციის გაკეთების უფლება მისცეს.




კარმენ კარერა


imageimageimage


კარმენმა პოპულარობა ამერიკულ რეალითი შოუში მონაწილეობით მოიპოვა, რომელმაც მაყურებელთა ყურადღება შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებითა და იდეალური გარეგნობით მიიპყრო, რის შემდეგაც, მან ძალები უკვე სამოდელო სფეროშიც სცადა.




კარინა მინაევა

imageimageimage

კარინა მინაევამ საზოგადოების ყურადღება სატელევიზიო შოუ - "სუპერმოდელი უკრაინულად" მონაწილეობით მიიპყრო, მართალია მან პროექტში ვერ გაიმარჯვა, თუმცა, არაერთი საინტერესო შეთავაზება მიიღო.



ინეს რაუ


imageimageimage

ჩრდილო-აფრიკული წარმოშობის ფრანგი მოდელი ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მან სქესის შეცვლის ოპერაცია ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში გაიკეთა, რის შემდეგაც, სამოდელო ბიზნესით ის უკვე სერიოზულად დაკავდა. ინეს რაუ დღესდღეობით, არაერთი ცნობილი ჟურნალისა და გამოცემის სახეა, მათ შორის "Playboy" -ის.



ფლორენსია დე ლა ბი


imageimageimage

ფლორენსია ყველაზე ცნობილ ტრანსგენდერ - მსახიობად ითვლება. მან თავის სამშობლოში, არგენტინაში მონაწილეობა არაერთ საპნის ოპერაში მიიღო, ახლა კი, ის ცნობილი ჟურნალის რედაქტორია. ფლორენსია გათხოვილია და მეუღლესთან ერთად ტყუპების აღზრდით არის დაკავებული, რომლებიც მათ სუროგატმა დედამ გაუჩინა.




ანდრეა პეჟიჩი


imageimageimage

სერბული წარმოშობის, ავსტრალიელი ტრანსგენდერი -მოდელი ანდრეა პეჟიჩი სამოდელო ბიზნესში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი სუპერმოდელია, რომელიც მსოფლიო პოდიუმებზე წლების განმავლობაში შთამბეჭდავი ქალის სახეს ისევე წარმატებით ქმნიდა, როგორც მამაკაცისას. ხოლო მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოდელმა სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა, ის ყველას სთხოვდა, რომ მისთვის ანდრეის ნაცვლად ანდრეათი მიემართათ, ასე გახდა მსოფლიოში სკანდალურად ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი ანდრეი - ყველაზე მოთხოვნად ანდრეად.




0
659
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
659