x
(გა-) უზრდელი იუზერი
იყზერი

ინტერნეტ სივრცეში სამწუხაროდ ხშირად მომრავლდა გაკლონებული იუზერები, რომელთა რიტორიკა სიძულვილის ენა არის და ჩასაფრებული პოლიტიკის კურსით ისინი ხშირად განსხვავებულად მოაზროვნე თანამოქალაქეების მიმართ თავდასხმას ახორციელებენ, რაც მათ გაუნათლებლობაზე და აღზრდის დეფიციტზე მიანიშნებს.ცხადია იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ვითარება და გარემოება აგონიურ პიკს აღწევს, თუნდაც ერთ-ერთი რიგითი თანამოქალაქე, წარმოუდგენელია რომ აპოლიტიკური იყო და შენს სამშობლოში განვითარებული კრიზისული სიტუაცია ადამიანს ოდნავადაც არ გაშფოთებდეს, როდესაც პირდაპირ პროპორციულად ცალკეულის განვითარებულ მომავალზე მიუთითებს და ზრუნავს, მაგრამ ახლა მსურს, რომ ამ ფოტოზე წარმოდგენილი ეს ფეისბუქელი იუზერი შეურაცხყოფისა და უწმაწური ლექსიკონის გამო საჯაროდ ვამხილო, რომელმაც ჩემი მისამართით “რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე გაახორციელა და შეურაცხმჰყო უშვერი სიტყვებით, როგორც მე, ასევე ბ-ნი კოკა ყანდიაშვილიც, (ოღონდ ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა რა კავშირში მოხვდა ჩემს კომენტართან ვერ გეტყვით, რომელიც ექს პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით დაიწერა), რომლის მიმართაც საყვედური გამოვთქვი. რის ფონზეც მინდა, რომ ქართულ საზოგადოებასა და მის ნაწილს მივმართო კითხვით:- თუ როდის უნდა დაასრულოთ ქვეყანაში მსგავსი პოლიტიკური ორგია და სიძულვილის ენაზეც საჯარო განცხადებების გახმოვანება;- და კიდევ, როდის უნდა ისწავლოთ სოციუმში ეთიკა და ეტიკეტის დაცვა, რომ სივრცეში მთელი რიგი ეპოქალური პროცესები ევოლუციის მხრივ პერმანენტულად ჯანსაღად განვითარდეს და არა პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დევნა და დისკრედიტაცია!?- სამართლიანად მოვითხოვ, რათა მსგავსი სუბიექტები ყოველთვის ობიექტურად გასამართლდნენ და მიეჩვიონ მათ ბუნენაშიც კეთილი ნების სრულფასოვნად დაფიქსირება და თანამოქალაქესა თუ სხვა პირს ინტელექტუალურად ესაუბრონ.მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად- გთხოვთ, რომ თითოეული ობიექტი თქვენც ღიად ამხილოთ და ერთად დავიცვათ მშვიდობიანი თანამოქალაქეების ხმა, რომ ჩვენ ომს ყოველთვის სრულფასოვანი არჩევნებით ვიგებთ და არ ვძალადობთ არანაირად უზენაესი ნების თავისუფალი სიტყვის გამოხატულებისათვის მსგავსად, როგორც მათი ყოფილი პრეზიდენტი, გუნდის წევრები თუ მომხრეები დღემდე გამოხატავენ.


ჯორჯიანა


28.11.2019


მოქალაქე ჟურნალისტი

0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0