x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ერთგულების ქამარი:  მითი თუ რეალობა?

image


ალბათ, ყველას გსმენიათ ამ უმანკოების უცნაური ინსტრუმენტის შესახებ, თუმცა, საზოგადოებას დღემდე ვერ გაურკვევია მისი არსებობა მითი იყო თუ რეალობა. უბიწოების ქამრის გარშემო უამრავი კითხვა არსებობს, რომელიც ძირითადად უფრო ჰიგიენურ საკითხებს უკავშირდება, ხოლო თავად ამ გამოგონების წარმოშობა საერთოდაც უცნობია. ცოტა ხნის წინ, ერთმა იტალიელმა ქალბატონმა სახანძრო სამსახურში დარეკა და შველა ითხოვა. საბედნიეროდ, სახლს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა აი, თავად ქალს კი, საკმაოდ დელიკატური პრობლემა შეექმნა: მას არც მეტი, არც ნაკლები ერთგულების ქამრის გასაღები დაეკარგა! ამ ინციდენტის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო (მედიის წარმომადგენლებს ხომ როგორც ყოველთვის არასდროს სძინავთ!). მაგრამ ცოტა ვინმე თუ დაინტერესდა, რატომ ატარებდა ეს ქალი ამ უბიწოების ქამარს.



როდის?


არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც ერთგულების ქამარი შუა საუკუნეებში შეიქმნა, სწორედ იმ ეპოქაში, როდესაც კაცების უმრავლესობა ჯვაროსნულ ლაშქრობებში მიდიოდა, რის გამოც ისინი სახლში დაბრუნებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ძლიერი სქესის წარმომადგენლები, სწორედ ასეთი ქამრის დახმარებით იცავდნენ საკუთარ მეუღლეებსა და ქალიშვილებს სექსუალური ძალადობისა და სხვადასხვა ცდუნებისგან. როგორც წესი, ქამრის გასაღები მამაკაცთან რჩებოდა.


image


გამოდის, რომ ქალი (გოგო) ამ უმანკოების ქამარს მანამ ატარებდა, სანამ მისი ქმარი (მამა) სახლში არ დაბრუნდებოდა. თუმცა, ისტორიაში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს მოწყობილობა ნამდვილად არსებობდა. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ერთგულების ქამარი აღორძინების ეპოქაში "გამოიგონეს".



ექსპერტთა მოსაზრება



ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ მეტალის ქამრის ხანგრძლივად ტარებას, სულ რაღაც რამდენიმე დღეში შეიძლება ქალი მოეკლა. მათი აზრით, მსგავსი სახის ქამარი ქალბატონებს პრობლემებს არა მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში შეუქმნიდა, არამედ ელემენტალური, ჰიგიენური პროცედურების ჩატარების საშუალებასაც არ მისცემდა.


image


აიოვას უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი, სარა ბონდი, ამბობს, რომ მითი უმანკოების ქამრის შესახებ თანამედროვე საზოგადოების მოგონილია. მაგრამ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ზოგიერთ მუზეუმში (მაგალითად, ბრიტანეთის) საპატიო ადგილს ისეთი ექსპონატი იკავებს, როგორიც - ერთგულების რკინის ქამარია. როგორც ირკვევა, მუზეუმში წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა ნიმუში XIX საუკუნით თარიღდება. უმანკოების ქამრებს დღემდე აწარმოებენ. მისი პოვნა ძირითადად სექს - შოპებშია შესაძლებელი. თუმცა, მოდით ისევ ამ რკინის მოწყობილობის ცნობილ "მსხვერპლ" ქალბატონს დავუბრუნდეთ, რომელმაც სახელი მთელ მსოფლიოში საკმაოდ უცნაური ფორმით გაითქვა. როდესაც მეხანძრეები დაზარალებულს სახლში ეახლნენ, შეშინებულმა ქალმა მაშველებს განუცხადა, რომ მან ის ინტიმური ურთიერთობებისგან თავის დასაცავად ჩაიცვა.




0
398
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
398