x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
თუ თქვენ ამ ჯგუფის სისხლი გაქვთ, ონკოლოგიური დაავადების რისკი ძალზე დაბალია
image

შვედმა მეცნიერებმა კაროლინის ინსტიტუტიდან შეაგროვეს და გაანალიზეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ათასობით პაციენტის მონაცემები იმის გასარკევად, რამდენად მოქმედებს სისხლის ჯგუფი ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკზე.

აღმოჩნდა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს, რადგან სისხლის ჯგუფი კავშირშია ადამიანის ორგანიზმში ტოქსინების, ვირუსების და ბაქტერიებისგან თავის დაცვის თავისებურებებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მიდრეკილია გარკვეული დაავადებებისკენ.

ფართომასშტაბიანი ანალიზის ჩატარების შემდეგ, მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მეორე სისხლის ჯგუფის ადამიანები, ნაკლებად სავარაუდოა დაავადნენ კიბოთი, ხოლო პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პირები ონკოლოგიური დაავადებისგან ყველაზე დაუცველები აღმოჩდნენ.


როგორც Medikforum-ი წერს, სწორედ ისინი(პირველი ჯგუფი)უფრო ხშირად, "სერიოზულად გადადიან ზღვარს"და რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას", ხოლო მეორე სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები უფრო მეტად მიილტვიან ჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ და მავნე ჩვევებისადმი უფრო ნაკლებად მიდრეკილნი არიან, რაც გავლენას ახდენს სხვადასხვა დაავადებებზე, მათ შორის ონკოლოგიურზეც.


ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ რეგულარულად იარონ სამედიცინო კვლევებზე და მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ის მომენტი, როდესაც დაავადების გაჩენის შემთხვევაში, ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე შეიძლება მასზე "ჩაბღაუჭება"",


თუმცა იგივე შვედმა მეცნიერებმა უფრო ადრე გამოაქვეყნეს დასკვნა, რის მიხედვითაც მეორე ჯგუფის სისხლის პაციენტებში მაღალია კუჭის კიბოთი დაავადების რისკი, ხოლო მესამე და მეოთხე სისხლის ჯგუფის პაციენტებში პანკრეასისი კიბოთი.

0
1146
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0