x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
არნახული ადგილები ზამთარში
1.ბანფის საზოგადოებრივი პარკი - კანადა..image2.პეიტოს ტბა - კანადა..image3.შვეიცარია..image4.ტადამის მდინარე - იაპონია.image5.ვალ მარტელო-იტალია...image6. მანიტობა - კანადა..image7. იტალია....image8. შანონის მდინარე ირლანდიაimage9. ბავარია - გერმანია...
image10, არამილი რუსეთიimage
11. ალპები - საფრანგეთიimage

ალპები დასავლეთი ევროპის ცენტრალური ნაწილის მაღალმთიანი ოლქია. იგი თავისი თოვლითა და ყინულებით კვებავს დასავლეთი ევროპის მრავალ დიდ მდინარეს და მათ შენაკადებს, დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და თანაც ბუნებრივი ლანდშაფტების თავისებური კომპლექსებით ხასიათდება. განსაკუთრებით გამორჩეულია ალპების გეოლოგიური აგებულების განსაკუთრებული სირთულე და მთების რელიეფის ფორმები. მთების მნიშვნელოვანი საერთო სიმაღლე, მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, განსაზღვრავს ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას. ამ თვისებების მიხედვით, ალპები გამოიყოფა როგორც ევროპის, განსაკუთრებით, დიდი ფიზიკურ გეოგრაფიული ოლქი.

ალპები ქმნიან მძლავრ ერთიან მთის რკალს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გენუის უბის ნაპირთან იწყება; აქ, შევიწროებულ და დადაბლებულ რაიონში, ერთმანეთს ხვდება ორი მაღალმთიანი მთის სისტემა: ალპები და აპენინები. აქედან ალპები ჯერ სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიემართება, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, სადაც თავისი სილამაზით ცნობილი საფრანგეთის რივიერა მდებარეობს, შემდეგ კი მკვეთრად იღუნება ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთისაკენ. ეს რაიონი ცნობილია ზღვისპირა ალპების სახელწოდებით. შემდეგ ჩრდილოეთისაკენ, მაღალმთიანი ზონა, შესამჩნევად მაღლდება და ფართოვდება; მატულობს როგორც მთების სიმაღლე, აგრეთვე ბუმბერაზი მასივებისა და მწვერვალების, თოვლიანი, მძლავრი მყინვარებით დაფარული გოლიათების რიცხვი.

ალპების, პირენეების და კარპატების მთიანი სისტემა, ევროპისათვის პირობით საზღვარს ქმნის თბილ სამხრეთსა და ცივ ჩრდილოეთს შორის.



12. სურგუტი -რუსეთიimage




0
275
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0