x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მამუკა ბახტაძეს და იანა კოკოულინას ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინათ
imageსაქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ტყუპი შეეძინა. ახალშობილებს ანა და გიორგი დაარქვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბახტაძის აპარატის ყოფილმა უფროსმა გიორგი ჭოლაძემ დაწერა.

"ვულოცავ მამუკა ბახტაძეს ანას და გიორგის დაბადებას!"

image

როგორც ცნობილია მამუკა ბახტაძეს ყოფილ მოდელთან და მარკეტინგის მენეჯერთან- იანა კოკოულინასთან 6-წლიანი ურთიერთობა აქვს. მამუკა ბახტაძე პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ, საყვარელ ქალთან ურთიერთობის აფიშირებას აღარ გაურბოდა – მაგალითად კოკულინამ სოციალურ ქსელ “ტელეგრამში” ზამთრის კურორტზე მამუკა ბახტაძესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო.


image

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან მიმდინარე წლის 2 სექტემბრამდე იკავებდა, მანამდე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მინისტრად დანიშვნამდე კი, 2013-2017 წლებში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო.

0
646
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0