x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რით ვერ გაიგეთ "ხმა ღვთისა, ხმა ერისა"....ოცნების ყოფილი მხარდამჭერი
image
2012 წელს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დაირაზმა და გვერდით დაუდგა ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას, რათა დაესრულებინა კრიმინალური რეჟიმის თარეში საქართველოში...
რომ არა გაყალბებული არჩევნები, ქართველი ხალხი 80-ით 20-ზე მოუგებდა ნაცებს არჩევნებს...


მოვუგეთ კიდეც...


ნაცები შიშით ელოდნენ შემდგომი პროცესების განვითარებას. რადარებიდან გაქრენენ, მათმა მხარდამჭერებმა 5 ნომრიანი მაისურები გაიხადეს და საყოველთაო გლოვა გამოაცხადეს, შავი მაისურები გადაიცვეს...
ნაცების ლიდერებმა მშვენივრად იცოდნენ, თუ რა დანაშაულებები ჰქონდათ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, ზოგი საქართველოდან გაიქცა, ზოგიც ფიქრობდა, რომ ვერ გაექცეოდა დამსახურებულ სასჯელს...


იმედი გაჩნდა ქვეყანაში, იმედი იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს ნანატრი სამართლიანობა დამკვიდრდებობდა, კანონი იკანონებდა, ხალხი შვებით ამოისუნთქავდა, სიღარიბედან ამოიყვანდით ქვეყანას და რუსთაველის გამზირზე ისევ ძველებურად, მხოლოდ სასეირნოდ გავიდოდა...



თქვენ კი რა გააკეთეთ?!


საკუთარი მხარდამჭერები გადააგდეთ და დააბოლეთ...
დაუსრულებელ კოჰაბიტაციაში შეხვედით კრიმინალურ რეჟიმთან, ფარულად გაურიგდით, რომ თქვენი მმართველობის ორი ვადის გასვლის შემდეგ, ისევე "მშვიდობიანად" დათმობდით ხელისუფლებას მათ სასარგებლოდ...
არ შეისმინეთ ქართველი ხალხის უმრავლესობის სამართლიანი მოთხოვნები, პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანები ახლოს არ გაიკარეთ, გაავსეთ ხელისუფლების ყველა შტო უგვანო, უვიცი, ფულზე, სკამებზე და პრივილეგიებზე დახამებული ქვეყნის გამყიდველებით...



და რაც ყველაზე ცუდია, ნაცებიდან გადმოაპორტირეთ კრიმინლები და დააწინაურეთ... ისევ მათ ჩაუგდეთ ქვეყანა საჯიჯგნად...
თავზე წამოგვასვით დასავლეთიდან მართული სულგაყიდული და მხოლოდ ლიბერალების და ელგეპედე თემის დამცველი "სახალხო დამცველი" და არასამთავრობო ორგანიზაციები...


8 წლის თავზე, ისე გათამამდნენ ბოკერიები და აკო მინაშვილები, რომ პასუხს გთხოვენ 8 წლის წინანდელი დაპირების არშესრულებისთვის...აქ, ყურით მოთრეული საარჩევნო სისტემა არაფერ შუაშია, ისინი ითხოვენ რომ ორი ვადის გასვლის შემდეგ, მათ ეკუთვნით ხელისუფლება...


ისევ ნაცები წიწინებენ რუსთაველზე, გაუთავებელი მიტინგები და გადატრიალების მცდელობა...


ახალგაზრდობას გვიწამლავენ...


რას მოვითხოვდით არასამართლიანად, რით ვერ გაიგეთ "ხმა ღვთისა, ხმა ერისა"....
თუ სიკეთე გინდათ, დაასრულეთ ეს მარგინალი ოპოზიცია, გაასამართლეთ, აკრძალეთ და 2020-ში დამთავრდით თქვენც და ქართველ ხალხს გადაეცით კუთვნილი ძალაუფლება..." - ბადრი ჯინჭარაძე

0
271
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0