x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც ყოფილ პარტნიორთან ყოველთვის ბრუნდება

image


დაშორება - ეს ყოველთვის მტკივნეული და რთული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან თქვენ ხომ საყვარელ ადამიანს შორდებით, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ, ყველაზე თბილი და სათუთი გრძნობები გაკავშირებდათ. თუმცა, დაშორების შემდეგ, ბევრი ქალი მალევე ახალ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ურთიერთობებს ხშირად მეორე შანსს აძლევენ.


და სწორედ მათ შორის არიან ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები:





კირჩხიბი

image


კირჩხიბი ერთ - ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია. თუკი მათ უყვართ, უყვართ მთელი გულით, სწორედ ამიტომ არის მათთვის პარტნიორთან დაშორება სხვა ზოდიქოს ნიშნებთან შედარებით ბევრად უფრო რთული. როგორც წესი, საყვარელ მამაკაცთაურთიერთობაში ქალი - კირჩხიბი ბოლომდე იხარჯება.





თევზები


image


ქალი - თევზები გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ დროთა განმავლობაში ყველა ადამიანი იცვლება. საკუთარ მეორე ნახევართან დაშორების შემდეგ, ისინი ყველა ცუდ მოგონებას მარტივად ივიწყებენ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, კვლავ ყოფილ პარტნიორებს უბრუნდებიან.



სასწორი


image


სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები ადამიანებს ძალიან იოლად ეჩვევიან, არ აქვს მნიშვნელობა ეს სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება თუ მეგობრულს. ისინი მზად არიან საყვარელ მამაკაცს ყველაფერი აპატიონ, ოღონდაც არ დაკარგონ.




ვერძი



image


ვერძი ბუნებით საკმაოდ რბილია, ის მზად არის მიყენებული ტკივილი უკვე მეორე დღესვე დაივიწყოს. ზოგჯერ მათი მეორე ნახევრები ამით ბოროტად სარგებლობენ და თავიანთი არასწორი საქციელით მათ გულს ხშირად ტკენენ.




ქალწული



image


ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ახალი ურთიერთობების დაწყებას, ყველაფერი ურჩევნიათ, მათ შორის, ერთი და იგივე მდინარეში რამდენჯერმე შესვლაც. ქალი - ქალწულები საყვარელი მამაკაცის გულისთვის მზად არიან ბევრი რამ მოითმინონ.


0
477
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
477