x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
უახლესი 2020 წლის საახალწლო კოლექცია „ბიბლუსში“ - ყველაფერი იდეალური ახალი წლისთვის
image


ახალი წლის დადგომამდე, დაახლოებით, ერთი თვე დარჩა. ამ ერთი თვის განმავლობაში ოჯახებში უამრავი საქმეა - საჩუქრების შერჩევით დაწყებული, საახალწლო სუფრის მენიუს შედგენით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლისთვის საკმაოდ ბევრი რამე გვაქვს მოსასწრები, მზადებას მაინც ბოლო დღეებში ვიწყებთ ხოლმე. ჩვეულებრივ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ფასდაკლებებს ველოდებით. არადა, არის რამდენიმე მაღაზია, რომელიც ერთი და მეტი თვით ადრე იწყებს ჩვენთვის საახალწლო განწყობის შექმნას, დეკორაციების მრავალფეროვან არჩევანსა და გრანდიოზულ ფასდაკლებებს გვთავაზობს.


ალბათ უკვე შეამჩნიეთ „ბიბლუსის“ სადღესასწაულოდ მორთული მაღაზიები. წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ საახალწლო სამზადისი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და კვლავ გრძელდება.


„ბიბლუსი“ მომხმარებელს წელს განსაკუთრებით მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ევროპული, მაღალი ხარისხის, ტრენდული და ორიგინალური ნაძვის ხის სათამაშოები, თოვლის ბაბუები, დეკორატიული სანთლები, უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი ჭურჭელი საახალწლო დიზაინით, მუსიკალური ზარდახშები და სხვა საახალწლო აქსესუარები თქვენს ახალი წლის დღეებს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებს.



„ბიბლუსის“ საახალწლო კოლექცია თქვენი საყვარელი ადამინებისთვის საჩუქრის არჩევაშიც დაგეხმარებათ. ჩვენ „ბიბლუსის“ საიტზე საახალწლო კოლექცია დავათვალიერეთ და ახლა 3 ორიგინალური საჩუქრის იდეას შემოგთავაზებთ.



რასთან ასოცირდება ახალი წელი, თუ არა სიმყუდროვესა და ცხელ სასმელებთან?! ეს ჩაის ნაკრები საახალწლო დიზაინით განსაკუთრებით მოეწონებათ ადამიანებს, რომელთათვისაც ჩაი მეტია, ვიდრე მხოლოდ სასმელი.

საახალწლო დიზაინის მუსიკალური ზარდახშა იდეალური საჩუქარი იქნება რომანტიკული ბუნების ადამიანებისთვის. ეს საჩუქარი მათ თაროზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს და თქვენ თავს აუცილებლად გაახსენებთ.

საუკეთესო საჩუქარი იქნება მისთვის, ვინც მუდმივად სიცივეზე წუწუნებს და ზამთარში ხელებიც სულ გაყინული აქვს.

ამ და სხვა ასობით საახალწლო ნივთის ნახვა და შეძენა „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და საიტზე შეგიძლიათ. თანაც, როგორც აღვნიშნეთ, საახალწლო ფასდაკლებებიც უკვე დაწყებულია და არ მოგიწევთ დეკემბრის ბოლო დღეებში სახლის მორთვასა თუ საჩუქრების არჩევაზე ფიქრი.

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0