x
image
მანანა თურმანიძე
ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში
image

ამ დილით, საბერძნეთის კუნძულ კრეტას 6, 0 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა. წყალქვეშა ბიძგებმა შოკში ჩააგდო საკურორტო კუნძული, რყევები იგრძნობოდა მატერიკის სამხრეთ ნაწილშიც.

თვითმხილველების თქმით, მიწისძვრამ გამოიწვია სახლების ისეთი ძლიერი რყევა, რომ ქუჩაში არმატურის ღრჭიალი ისმოდა. საჭირო გახდა უნივერსიტეტებიდან ხალხის ევაკუირება.

იმ ადგილებში, სადაც მიწისძვრა იგრძნობოდა, 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ საბედნიეროდ ზარალის შესახებ თავდაპირველი ცნობები არ ყოფილა.


ათენის ობსერვატორიის ცნობით, მიწისძვრა დილით 9.23 საათზე მოხდა, წყალქვეშ, 44 მილის სიღრმეზე.

”ეს იყო ძლიერი მიწისძვრა, მთელი კუნძული შეირყა, მაგრამ, საბედნიეროდ, ზარალი ჯერ არ დაფიქსირებულა - განუცხადა სახელმწიფო ტელევიზიას კრეტას გუბერნატორმა, სტავროს არნავატაკისმა.

საბერძნეთის მიწისძვრისგან დამცავი ორგანოს წარმომადგენლის, ეფტიმის ლეკკას განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიწისძვრას წყალქვეშ, ასეთ სიღრმეზე, მოჰყვეს განმეორებითი ბიძგები.

ეს მოხდა ალბანეთის დამანგრეველი მიწისძვრიდან ერთი დღის შემდეგ, როდესაც ძლიერი, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, სხვები კი ჯერ ისევ შენობების ნანგრევებში რჩებიან.

image

სეისმოლოგ სტივენ ჰიკსის აზრით, კრეტას მიწისძვრა ძალიან შორს იყო ტერიტორიულად, ამდენად პირდაპირი კავშირი ამ ორ მიწისძვრას შორის შესაძლებელი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. ”სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ნამდვილად მიწისძვრების აფეთქებებია ამ მომენტში ” - თქვა მან.

ალბანური მიწისძვრა იგრძნობოდა მთელს რეგიონში, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიაში და რამოდენიმე საათის შემდეგ 5.4-ბალიანი სიმძლავრის ბიძგებმა ბოსნიაშიც მიაღწია.


0
263
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0