x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იტირე შეიკ“: კრიშტიანუ რონალდუ მეგობარ გოგოზე ქორწინდება

image


როგორც ჩანს, ცნობილმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გადაწყვიტა უცოლო მამაკაცის სტატუ საბოლოოდ გამოემშვიდობოს და მეგობარ გოგონას - ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვოს.


image


ამის შესახებ კრიშტიანუმ ტელეწამყვან პირს, მორგანს გადაცემაში - "დილა მშვიდობისა ბრიტანეთო" – განუცხადა. "ჯორჯინა მე ყველაფერში მეხმარება! და, რაღა თქმა უნდა, მე ის მიყვარს! ჩვენ აუცილებლად დავქორწინდებით, გულწრფელად რომ გითხრათ, ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, ეს რომ არ გავაკეთო. ჩვენ ერთმანეთთან საკმაოდ ბევრს ვსაუბრობთ, მან მე თავისი გული გადამიშალა, მე კი ჩემი ... " - განუცხადა ტელეჟურნალისტს კრიშტიანუმ.



image


გარდა ამისა, ფეხბურთელის საყვარელი დედა, დოლორეს დოს სანტოს ავეირო მგონი სიზმარშიც კი იმას ხედავს, თუ როგორ ქორწინდება მისი საყვარელი ვაჟი ჯორჯინაზე. როგორც ცნობილია, ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის დედას სარძლო ძალიან მოსწონს და სურს, რომ, რაც შეიძლება მალე ის კრიშტიანუს კანონიერი მეუღლე გახდეს.




image


ვინაიდან რონალდუ დედის სურვილებს ყოველთვის ითვალისწინებს და მას თითქმის არასდროს ეწინააღმდეგება, გოგონას უკვე თავისუფლად შეუძლია წინასაქორწილო სამზადისსაც შეუდგეს და საქორწილო კაბაც შეუკვეთოს.


image

ჯორჯინა მრავალშვილიანი დედის როლს თავს ბრწყინვალედ ართმევს. ის არა მხოლოდ მათი საერთო ქალიშვილის აღზრდით არის დაკავებული, არამედ მის 9 წლის ვაჟს კრიშტიანუ - უმცროსსა და ორი წლის ტყუპებს - ევას და მატეოს მზრუნველობას არ აკლებს.


image


შეგახსენებთ, რომ წყვილი უკვე სამი წელია ერთად არის. რონალდუმ, ჯორჯინა როდრიგესი პირველად, "Gucci" -ის მაღაზიაში ნახა, სადაც ის, იმ პერიოდში გამყიდველ - კონსლუტანტად უშაობდა.



image


მოგვიანებით, ისინი წვეულებაზე ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ, სწორედ ამ შეხვედრიდან დაიწყო მათ შორის უკვე სერიოზული ურთიერთობები. როგორც შეყვარებული წყვილი აცხადებს, მათ ერთმანეთი პირველი დანახვისთანავე შეუყვარდათ.





0
934
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
934