x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ისწავლეთ ყავაზე მკითხაობა და ფიგურების მნიშვნელობა
image


სანამ ყავის სმას დაიწყებთ, მოიქციეთ ფინჯანი ორივე ხელისგულში, დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. თუ მომავლის გაგება გსურთ, არ იფიქროთ კონკრეტულზე, მაგრამ თუ რამე გარკვეული საკითხი გაინტერესებთ, კონცენტრირება გონებაში სწორედ მასზე უნდა მოახდინოთ.

.

ამის შემდეგ პატარ-პატარა ყლუპებით და აუჩქარებლად მიირთვით ყავა, ოღონდ ბოლომდე არა. დატოვეთ ფინჯანში სულ ცოტა სითხე, მოატარეთ ხელის მსუბუქი მოძრაობით და გადმოაბრუნეთ.



მკითხაობის წესების მიხედვით, ყავის დალევისას ადამიანმა უნდა იფიქროს გარკვეულ მოვლენებზე ან უბრალოდ ჩაიფიქროს კითხვა, სურვილი. დალევის შემდეგ დარჩენილი ნალექი უნდა აირიოს, შემდეგ კი უნდა გადაიქცეს ორ მხარეს (ამის მიხედვით მკითხავი განასხვავებს მომავალსა და წარსულს). როდესაც ნალექი ჭიქაში გაშრება, მკითხავი იწყებს მკითხაობას.


თუ თქვენთვის მკითხაობთ, გადმოაბრუნეთ ჯერ თქვენკენ, შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით, შემდეგ მიატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით, ბოლოს კი - საათის ისრის საწინააღმდეგოდ.


ნალექი, დაგროვილი ფინჯნის სახელურთან უახლოეს მომავალს ასახავს და რაც უფრო ახლოა სიმბოლოები ფსკერთან, მით შორეულ მომავალს გიწინასწარმეტყველებთ ისინი.

* * *

მაშ ასე, სიმბოლოები და მათი ახსნები:

თაღი - გამოვლილი ტრაგედია, დანაკარგი.

ლარნაკი - ნუ დაწვრილმანდებით, თორემ შანსს ხელიდან გაუშვებთ.

ტალღები - გაურკვევლობა.

ჭიშკარი - ელოდეთ მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო სტუმრებს.

ლურსმანი - თავდასხმა. თქვენს წინაშე ჩადენილი უსამართლობა. შესაძლოა, ვიღაც შეგნებულად გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში.

მთები - ამბიციები. ნუ შეჩერდებით მიღწეულზე, თქვენი მისწრაფებები - თქვენი სამოძრაო ძალაა.

სოკო - წარმატება გელით კარიერაში. შესაძლებლობების გაფართოება. საცხოვრებლის შეცვლა.

ორი თვალი - ცვლილებები გელით; ერთი თვალი - ვიღაც გითვალთვალებთ.

ორი სახე - თავისუფლება, მაგრამ თუ სახეები სხვადასხვა მიმართულებით იყურება, მაშინ განშორება ან ჩხუბი გელით.

ბლის კუნწულა - ორმხრივი სიყვარული.

კარი - თქვენს წინაშე ახალი პესპექტივები გაიხსნება.

ხე - თქვენი გეგმები განხორციელდება, იამაყებთ საკუთარი თავით.

სახლი - კარგი დროა ახალი საქმის წამოსაწყებად;

ნაძვი - შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება გელით;

ვარსკვლავი - ბედნიერება და წარმატება პირად ცხოვრებაში; ვიღაცას შეუყვარდებით;

გველი - სიძულვილი და მტრობა, თქვენს ირგვლივ ინტრიგებს დახლართავენ. ფრთხილად იყავით, თქვენს გვერდით ძლიერი მტერია.

კვადრატი - წარმატება სიყვარულში.

ხანჯალი - ადამიანობის დაკარგვა ეჭვიანობის ნიადაგზე.

წიგნი - სირთულეები სიმართლის ძებნაში.

კონვერტი - ელოდეთ სწრაფ ამბავს.

კალათი - ფინანსური კეთილდღეობა სწრაფად მოიმატებს.

გვირგვინი - წარმოუდგენელი წარმატება გელით.

საფულე - მატერიალური მოგება;

კატა - ინტრიგა და უსიამოვნება ქალისგან.

წრე - მძიმე სამუშაო დაგიფასდებათ;

წრე 4 წერტილით შიგნით - რაიმე საქმის დასრულება.

ბუჩქი - ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას მეორეხარისხოვანი საქმეებისთვის, მიხედეთ ყველაზე მთავარს.

კიბე - დაუღალავი შრომის შემდეგ თქვენ გელით კარიერული წინსვლა.

ღამურა - ინტრიგა, შეთქმულება თქვენს წინააღმდეგ. ის, ვინც მეგობრად მოგაჩვენებთ თავს, ბოლოს მტერი აღმოჩნდება.

რამდენიმე მოკლე ხაზი - წარმატება, შემოსავალი;

ერთი გრძელი ხაზი - დღეგრძელობა და კეთილდღეობა. ხან კი - მოგზაურობა.

წყვეტილი ხაზი - თქვენი მდგომარეობა ჯერჯერობით გაურკვეველია. ხანდახან - ავადმყოფობასაც ნიშნავს.

ნავი - მოგიწევთ დათმობაზე წასვლა.

ცხენი - სასიამოვნო, მოულოდნელი სიახლე. ხანდახან – ახალი მეგობარი.

სავსე მთვარე - ახალი სასიყვარულო თავგადასავალი გელით.

ნახევარმთვარე - ორმხრივი სიყვარული ახალ ნაცნობთან. ან მნიშვნელოვანი საქმე შედეგს ერთი თვის შემდეგ გამოიღებს.

ახალი მთვარე - რაღაცას მიიღებთ საყვარელი ადამიანისგან.

ბაყაყი - ნუ იქნებით საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული. შესაძლოა ამან პრობლემები შეგიქმნათ.

ბევრი წერტილი წრეზე - ხარჯი. ნუ გაფლანგავთ ფულს უმისამართოდ.

ხიდი - სწრაფად მიაღწევთ დიდ წარმატებას. ელოდეთ ბედისწერისგან ნიშნებს.

მაკრატელი - კამათი; დაშორება.

წასვლის საშუალებას არ გაძლევთ;

ობობა - ჭორები, რომლებიც ჩრდილს მოგაყენებთ. გაუფრთხილდით თქვენს რეპუტაციას;

ჩიტი - კარგი სიახლეები; რამდენი ჩიტიც იქნება, იმდენი სიახლე. მაგრამ თუ ჩიტი გადახაზულია, მაშინ სიახლე კარგი არ იქნება. და თუ ჩიტთან ახლოს ბევრი წერტილია და ხაზი, მაშინ სიახლე ფინანსებთან იქნება დაკავშირებული.

რომბი - წინააღმდეგობა სასიყვარულო გზაზე.

თევზი - წარმატება გელით ყველა წამოწყებაში, ან - ორსულობა.

გული - შეგიყვარდებათ, ან უკვე შეყვარებული ხართ.

სკამი - მეგობრებთან ურთიერთობა, ან - ცილისწამება.

ძაღლი - მეგობრები დაგეხმარებიან პრობლემების გადაწყვეტაში.

მზე - წარმატება გელით და უდარდელი ცხოვრება.

ჩანთა - ფრთხილად იყავით, ხაფანგს დაგიგებენ ან - სასწრაფოდ მოგიწევთ სადმე გამგზავრება;

წერტილები - ფულადი მოგება, ან - წარმატებული თამაში.

სამკუთხედი - დასახული მიზნისკენ სავალი გზა გრძელი აღმოჩნდება.

ადამიანის სილუეტი - პერსპექტიული ნაცნობობა გელით. ქალის სილუეტი - ახალი დაქალი;

მამაკაცის სილუეტი - ახალი შეყვარებული ან უფროსი.

ყვავილი - სანუკვარი სურვილის ასრულება.

ფინჯანი - სასიამოვნო დროსტარება გელით, მოტეხილი ყურით - იმედგაცრუება გელით.

ვაშლი - ოჯახური ბედნიერება.

ცეცხლის ალი - მრისხანება, თავშეუკავებლობა. თუ სასიყვარულო სიმბოლოსთან ერთად არის - ფიზიკურ ლტოლვას ნიშნავს,

იალქანი - სტაბილური წარმატება.

ხვლიკი - მეგობრის ღალატი.

ასოები — პიროვნება, რომლის ინიციალები იწყება ამ ასოზე;

აქლემი — მოულოდნელი საჩუქარი;

ბავშვი — მოულოდნელი მოვლენა;

ბალიში — წინასწარმეტყველი სიზმარი;

გასაღები, კლიტე — საქმის დაწყება/შეჩერება;

დათვი — ძალა ან გამარჯვება;

ვარდი, ყვავილი — ახალი სიყვარული/ქორწილი;

ვირთხა/თაგვი, ყვავი — დანაკარგი;

კბილი — სიკვდილის გაგება;

კუბო — სიკვდილის გაგება;

მანდილი — ცრემლები;

მელა — გაცურება, მოუტყუება;

სანთელი — სურვილის ახდენა;

სოკო — რაღაცის შეძენა;

ფრინველი — ახალი ამბის გაგება;

ქუსლი — ზეწოლა;

შავი ტელეფონის ყურმილი — ახალი ამბის სწრაფად გაგება;

ცული — ნეგატიური მოვლენა;

ძაღლი — მეგობრის შეძენა;

ძროხა — ავადმყოფობა;

ხაზი — გზა (წასვლა);

ჯვარი — მოთმინება.

ცხენი — კარგი მეგობარი

წიწილა — ავადმყოფობა

ფარშავანგი – მიანიშნებს მოსალოდნელ ქორწილზე;

პეპელა – სასიყვარულო წერილი გელით;

წრეში გამოსახული სახე – ვიღაცას უყვარხართ;

ორი ერთმანეთისკენ მიმართული სახე – ღალატზე ან განქორწინებაზე მიანიშნებს;

გული – ძლიერ ლტოლვას ნიშნავს;

ხელთათმანი – ძველ სიყვარულთან დაბრუნებას მოასწავებს;

კატა – ჭორებს ნიშნავს;

ჯვარი – სასიყვარულო განცდებია;

ცხენი – სიყვარულია;

თევზი – ყველაფერში წარმატება გელით;

ჩიტი – სასიხარულო ამბავს გაიგებთ;

ბეჭედი – სერიოზულ ურთიერთობებს ელოდეთ;

ახალგაზრდა მამაკაცის სილუეტი – განშორებას ნიშნავს;

ტუჩები – სიყვარულს;

ყვავილი – სურვილები აგისრულდებათ.

0
877
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
877
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0