x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ინტიმური კავშირის მუდმივი სურვილი-როგორ ცხოვრობენ ნიმფომანები?
image

ქალი, რომელიც ყოველთვის ყველაფრისთვის მზად არის, ერთი შეხედვით, ბევრი კაცის ოცნებაა. ნიმფომანი ქალები თამამად საუბრობენ საკუთარ სურვილებსა და პრიორიტეტებზე, , მაგრამ როგორ გრძნობენ თავს და რას განიცდიან ამავე დროს ნიმფომანი ანუ ჰიპერექსუალური ქალები?


ძველი ბერძნული ლეგენდა მოგვითხრობს სექსუალური და ლამაზი ტყის ნიმფების შესახებ, რომლებიც იტყუებდნენ მოგზაურებს მათთან გარყვნილების და ავხორცობის მიზნით. ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა, რომ მათ, ვინც შეძლო ნიმფის სიყვარულის დაგემოვნება, სამუდამოდ დაამახსოვრდათ მათი განსაკუთრებული ალერსი.



დღეს, ქალებს, რომლებიც მუდმივად განიცდიან სექსუალურ შიმშილს, უწოდებენ ნიმფებს და ნიმფომანებს.


image

ნიმფომანია ჰიპერექსუალობის სახეობაა. როდესაც ქალს უბრალოდ უყვარს სექსი და არც რცხვენია ამის აღიარება, მაგალითად, როგორიცაა სამანტა სერიალიდან "სექსი და ქალაქი", თუმცა მას ვუწოდოთ ნიმფომანი, მთლად სიმართლე არ არის. ნიმფომანია - ეს არის სექსუალური გადახრა, რომლის დროსაც გოგონა ვერ კმაყოფილდება, ეს არის მისთვის ტანჯვა, აკუმულაცია არ ხდება და სურვილი არ გადის.


imageფოტოზე: ფილმი "ნომფომანის" პოსტერი


ეს სექსუალური გადახრა შეიძლება იყოს მრავალი პრობლემის მიზეზი. ჰორმონალური სისტემის დარღვევა იწვევს ლიბიდოს ცვლილებებს, განსაკუთრებით ხშირად ის მენოპაუზის წინ იწყება. ნიმფომანიამ, შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, შიზოფრენი და ბიპოლარული აშლილობა.


ჯულია-ტიპიური ნიმფომანი

-მე მგონი მართლა ვგიჟდები უკვე . ყოველთვის მინდა სექსი. ძნელია სხვა რამეზე ფოკუსირება. მაგრამ მეშინია თერაპევტს მივმართო: თუ ვიმკურნალებ ნიფომანიაზე, შეიძლება დავკარგო ჩემი უნიკალურობა ”, - ამბობს ჯულია.



მან სექსუალური ცხოვრება 16 წლის ასაკში დაიწყო. მაგრამ მის პირველ პარტნიორს მისი დაკმაყოფილება არ შეეძლო. შემდეგ პარალელურად გამოჩნდნენ სხვა ბიჭები. "იმ ბიჭის მიტოვება მომიწია. ბევრი მამაკაცი მყავდა. ასაკს, გარეგნობას, ეროვნებას და სიმდიდრეს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ ამ ფაქტმა დიდი სიხარული ვერ მომიტანა."-ამბობს ჯულია

გოგონა მაშინვე უცხადებდა მამაკაცებს, რომ მას მხოლოდ სექსი სჭირდება, არანაირი ურთიერთობა. პარტნიორების მუდმივი შეცვლითაც შეწუხებული იყო, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი დაკმაყოფილება.

ამის შემდეგ ჯულიამ დაიწყო ინტიმური გაჯეტების აქტიურად გამოყენება, მაგრამ ამანაც ვერ უშველა, დაიწყო სპორტდარბაზში სიარული, რომ ენერგიისგან დაცლილიყო და რაღაც შვება ეგრძნო.

ერთი წლის წინ, ჯულიამ ილია გაიცნო.


-შევეცადეთ განგვეხილა მისი პრობლემა, როდესაც ურთიერთობა დავიწყეთ.არ მქონდა სურვილი, ჯულია ვინმესთვის გამეზიარებინა. მაგრამ ამისთვის საკმარისი ძალა არ აღმოჩნდა... დღეში რამდენჯერმე. მე აღარ შემეძლო, მას კიდევ და კიდევ სურდა. სხვადასხვა ვიბრატორი შევუძინე, რომ საკუთარი თავი დაეკმაყოფილებინა, მე ხომ სამსახურიც მქონდა, დაიჩივლა ილიამ გამოცემა Life-თან.

შეთანხმდნენ, რომ ისინი ერთმანეთის ერთგულები იქნებოდნენ, თუმცა მაინც არ გამოდიოდა.. ისინი ხანდახან სვინგ- წვეულებებზე დადიოდნენ, რა დროსაც კიდევ ერთ სხვა ბიჭს იმატებდნენ საწოლში. ჯულია და ილია აღიარებენ, რომ ეს არანორმალურია, მაგრამ ისინი სხვა გამოსავალს ვერ პოულობენ, არა და გოგონა უარს ამბობს მკურნალობაზე.

image

სტატისტიკის მიხედვით 2 500 ქალში ერთი ნიმფომანია-ასეთ კატეგორიის ქალებში არა მხოლოდ სექსუალური ლტოლვაა მაღალი, არამედ ორგაზმის განცდის საშუალებაც. აღწერილია შემთხვევები, როცა ნიმფომანს ერთ ღამეში ჰქონდა 20 ორგაზმი. ასეთ ქალებს აქვთ მუდმივი სწრაფვა ახალი და ახალი სქესობრივი კავშირებისაკენ და სიამოვნებას ანიჭებთ არა იმდენად ორგაზმი, რამდენადაც თავად სქესობრივი აქტი. ამიტომაც ნიმფომანები ვერ იღებენ სიამოვნებას ერთ პარტნიორთან და ხშირად იცვლიან მათ.


მკურნალობა-მიზეზი, უფრო ხშირად ხშირად ფსიქოლოგიური დაავადებებია. ესენიოა ისტერია, ჰიპერთიმიული, გამოვლინებებით, ფსიქოპათია, მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზი და შიზოფრენია. ნიმფომანობის მიზეზია ასევე თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ან ტრავმა და საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის სხვადასხვა პათოლოგია. არსებობს ქალის ჰიპერსექსუალობის კიდევ ერთი მიზეზი. ეს შესაძლოა იყოს ორგანიზმში ჰორმონალური ფონის მკვეთრი ცვლილება.

მკურნალობის პროცესში ერთდროულად ერთვებიან სექსოლოგები, სექსოპათოლოგები, ფსიქიატრები და ფსიქოლოგები, თუ ვერ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას, შესაძლებელია ეს იყოს გამოწვეულია ფიზიკური დაავადებებით, ამ დროს შეიძლება ჩაერთონ უროლოგები, ანდროლოგები, გინეკოლოგები და ენდოკრინოლოგები.


image

ამის მიზეზი უამრავია, ქალების მხოლოდ 30% ორგაზმს სტაბილურად განიცდის, ბევრი ნერვიულობს ორგაზმის უქონლობის გამო და თითქოს ეს მათთვის ნორმალურიცაა. ქვემოთ გაეცნობით 7 ძირითად მიზეზს, თუ რატომ ვერ ახერხებს ქალი სქესობრივი კულმინაციის მიღწევას. მიზეზი 1-ყველაფერზე ბრაზდებით და ჩხუბობთ-სტრესული მდგომარ...


აშშ-ს სამომხმარებლო საგნების უსაფრთხოების კომისიამ შეადგინა გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ გამოვლენილი ნივთების სია, რომელიც ქალების ვაგინაში აღმოაჩინეს 2017 წლის განმავლობაში. ლიდერობს არომატიზებული საპონი, ამის გარდა დეოდორანტები და ბოთლის ხუფები, აგრეთვე საკმაოდ უცნაური ელემენტებიც, - ყურსასმენები, ტელეფ...


"ცოლს ძალიან სურს, რომ გვეყოლოს ბიჭი, სქესი ჯერჯერობით არ გაგვირკვევია, თუ გოგონა დაიბადება მის ფსიქიკაზე არ იმოქმედებს? საქმე იმაშია, რომ მე 192 სმ. ვარ სიმაღლეში, ხოლო ცოლი 175 სმ.ამიტომ გვეშინია, რომ გოგონა თუ დაიბადება მაღალი იქნება და მის ცხოვრებაზე იმოქმედებს, ხელს შეუშლის.ამიტომ ბიჭი გვინდა." "ფეხმძიმობის დროს შეიძლე...


25 წლის სარა კარმენი იშვიათი სინდრომითაა დაავადებული, ე.წ.მუდმივი სექსუალური აღზნების სინდრომი(PSAS), რომლის დროსაც სისხლის მიმოქცევა ძლიერდება სასქესო ორგანოებზე, რის დროსაც სარა დღეში საშუალოდ 200 ორგაზმს განიცდის.მატარებლის ხმაური, ფენის ვიბრაცია თუ ნებისმიერი სხვა მინიმალური ხმაური მასზე მყისიერად მოქმედებს.თვითონ სარა იხსენებს, რომ ეს ყველაფერი მას ...

1
3287
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3287
  
2019, 28 ნოემბერი, 2:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1