x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ შეძლო ახალგაზრდამ ორიგინალური ჩანაფიქრის წყალობით უბრალო საკანცელარიო სკრეპის 80 000$ ღირებულების სახლში გადაცვლა?

26 წლის კანადელმა კაილ მაკდონალდმა 2006 წელს თავისი ორიგინალური ჩანაფიქრის წყალობით შეძლო უბრალო საკანცელარიო სკრეპის 80 000$ ღირებულების სახლში გადაცვლა, სულ რაღაც 14 სვლით.

image

კაილი პიცის დამტარებლად და სარეკლამო აგენტად მუშაობდა, მიუხედავად მცირე ხელფასისა მის მთავარ მიზანს სახლის ყიდვა წარმოადგენდა და სწორედ ამ დროს მას ორიგინალური იდეა დაებადა. 2005 წლის 15 ივლისს კაილმა თავის ბლოგში დაწერა, რომ მას და მის ცოლს სასწრაფოდ სჭირდებოდათ სახლი, რის ხელში ჩაგდებასაც კაილი უბრალო გაცვლების სერიით აპირებდა.

ხმა ამის შესახებ მალე მთელ ინტერნეტს მოედო. კაილმა პირველ გასაცვლელ ნივთან უბალო საკანცელარიო სკრეპი გამოიტანა.

ორი ვანკუვერელი გოგონა დათანხმდა ამ სკრეპის თევზის ფორმის კალამში გაცვლას.

ეს კალამი კაილმა ნაცნობ მხატვარს თიხისგან დამზადებულ კარის სახელურში გაუცვალა.

თიხის სახელური მოეწონა ვინმე შონ სპარკსს, რომელმაც კარის სახელურში კაილს პიკნიკისთვის განკუთვნილი გრილი გაუცვალა.

გრილი კაილმა 1 000 ვატიან ელექტროგენერატორში გაუცვალა თავის ნაცნობს.

გენერატორი მან "Budweiser"-ის კასრში გაცვალა, რომელზეც ასოები ნეონით იყო ამოქარგული.

კაილის ისტორიის მოსმენის შემდეგ აღფრთოვანებულმა მონრეალელმა დიჯეიმ კაილს ლუდის კასრი თოვლმავალში გაუცვალა.

თოვლმავლის მიღების შემდეგ კაილს პირველი დიდება ეწვია. მისი ბლოგით დაინტერესდა კანადური ტელევიზია და ის გადაღებაზე მიიწვია. გადაღების დროს კაილს ჰკითხეს რაში გაცვლიდა თოვლმავალს და ის დათანხმა კურორტ იაკზე ორკაციან საგზურში გადაცვლას.

ამ საგზურების ხელში ჩაგდება მოისურვა კომპანია "ჩინტასის" მენეჯერმა, ბრუნო ტაილეფერმა, რომელმაც კაილს ძველი სატვირთო ავტომობილი გაუცვალა საგზურებში.

სატვირთო ავტომობილში ტორონტოელმა მუსიკოსმა კაილს გაუცვალა კონტრაქტში, მის ხმის ჩამწერ სტუდიასთან.

კონტრაქტრი კაილმა დამწყებ მომღერალს, ჯოდი გრანტს გაუცვალა მის სახლში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ცხოვრების უფლებაში.

თითქოს ყველაფერი მორჩა, რადგან კაილმა ხელში ჩაიგდო მართალია მხოლოდ ერთი წლით, მაგრამ მაინც საცხოვრებელი სახლი, მაგრამ კაილი არ შეჩერდა.

მან ცხოვრების უფლება ცნობილ როკ-მუსიკოს ელისომ კუპერთან შეხვედრის უფლებაში გაცვალა.

შემდეგ მუსიკოსთან შეხვედრის უფლება რარიტეტულ სუვენირში გადაცვალა - უბრალო შუშის ბურთში, რომელიც წყლით იყო სავსე, შიგნით წარწერით "KISS".

ბლოგის მკითხველები გააცოფა კაილის ასეთმა უგუნურმა საქციელმა, მაგრამ ბევრმა არც კი იცოდა ამ რარიტეტული ნივთის ფასი ჯგუფ "KISS"-ის მოყვარულებში.

ერთ-ერთმა მათგანმა, ჰოლივუდელმა რეჟისორმა კორბინ ბერნსენმა ამ ბურთში კაილს კასტინგის ჩატარების და მსახიობების არჩევის უფლება გაუცვალა ფილმში "Donna on Demand".

როლის დამტკიცების უფლება კი კაილმა უკვე ნამდვილ სამ საძინებლიან სახლში გაუცვალა მერაია კიპლინგს.

აი ასე მოახერხა სულ რაღაც ერთ წელში, 14 სვლის წყალობით კაილმა სკრეპის 80 000$-ის ღირებულების სახლში გადაცვლა.

0
458
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0