x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508458
ცაგერში პოლიციის თანამშრომლებმა ერთმენეთი მოკლეს
image

.

რამდენიმე წუთის წინ, ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში პოლიციელებმა ერთმანეთი მოკლეს. როგორც სააგენტო „რეგინფოს“ ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება შემთხვევის ადგილიდან, გარდაცვლილია ცაგერის პოლიციის ორი თანამშრომელი გ.ო. და რ.მ. დაჭრილია ერთი პირი, 48 წლის მამაკაცი, რომელიც ცაგერის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

.


წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ. მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს.

.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „რეგინფოს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ერთ-ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში შეყვანისთანავე დაიღუპა.

0
357
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0