x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134479
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
„მინდა გაგაცნოთ ლია ვოდე-გოგიტიძე, რომელსაც წუხელ მონა და ათასი შეურაცხმყოფელი უძახეს“
image


ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ქართული კულტურისადა ისტორიის წინაშე ლია-გოგიტიძის ღვაწლს ფართო საზოგადოებას აცნობს და მის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

.

"ლია ვოდე-გოგიტიძე და არა ელენ კარერი! ძვირფასო მეგობრებო რამდენიმე დღის წინ დავწერე და ჩემმა მეგობრებმა მიწყინეს, არადა მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ რომ ქართულ ჟურნალისტიკაში უდიდესი პრობლემებია, საინფორმაციო საშუალებები არა ინფორმირების, არამედ ბულინგის წყაროდ იქცნენ... აი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი... მინდა გაგაცნოთ ქალბატონი ლია ვოდე-გოგიტიძე (ქვემოთ იხილეთ ფოტოები), პირველი თაობის ემიგრანტთა შთამომავალი, დიდი ქართველი კინოხელოვანის გერმანე გოგიტიძის შვილიშვილი, ეს ის ლია ვოდე გოგიტიძეა, რომელმაც შარშან წინ საქართველოს სიმინოკა დადიანის უზარმაზარი კოლექცია აჩუქა, კოლექცია რომელიც საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ოფიციალურად 800 ათას ევროდაა შეფასებული. იმავე ლია ვოდე-გოგიტიძემ 2017 წელს საქართველოს თამარ მეფის უნიკალური პორტრეტიც უსახსოვრა აკაკი ხოშტარიას კოლექციიდან... დიახ ეს ლია ვოდეა და არა ელენ კარერი, რომელადაც შერაცხეს სკანდალებს გამოკიდებულმა საინფორმაციო საშუალებებმა, ლია ვოდე ძვირფასი ქალბატონია, ჩემი მეგობარია, გულანთებული ქართველია და მხცოვანი ადამიანია, რომელსაც სტუმრად დაპატიჟებულს წუხელი მონა და ათასი შეურაცხმყოფელი რამ უძახეს, რას ვიზამთ, ასეთია დღევანდელი საქართველო... ქალბატონ ლიას კი ზუსტად ვიცი ისტორიული სამშობლოს სიყვარული წუთითაც არ გაუნელდება" - წერს კალანდია.


.

ლია ვოდე-გოგიტიძეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ერთ-ერთ სალობიეში 26 ნოემბერს უმასპინძლა.

,

1
1727
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1727
  
2019, 28 ნოემბერი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1