x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რატომ არ არის წყალი დედოფლისწყაროში? - დებეტი გვალვის გამო, თუ ხელოვნურად შექმნილი პრობლემა?
image



ზაფხულის ცხელი დღეები მიიწურა, მაგრამ წყალი დედოფლისწყაროში მაინც გრაფიკითაა მაისის თვიდან, დღეგამოშვებით 4-5 საათი. მოსახლეობა არის უკიდურესად შეწუხებული.

" ჯერ საერთოდ რა წყალია ეს, სასმელად კი არა, საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვისაც არის გამოუსადეგარი, მაგრამ რა ვქნათ? წყალი ხომ ყველაფერში გვჭირდება, ამ ეკონომიკური კრიზისის დროს საჭმელი ვიყიდოთ და წყალიც?ხალხი დაბანვას გადავეჩვიეთ, სოფლის წყალია ფაქტიურად ძირითადად და სოფელ ხორნაბუჯს არ გვაქვს წყალი"- ამბობენ სოფელ ხორნაბუჯის მცხოვრებლები.


ასევე, უკიდურესად შეწუხებულია დედოფლისწყაროს მოსახლეობა:- "დღისით ვერც ვასწრებთ წყალის აღებას, ისე უცბად წყდება, 4-ე და 5-ე სართულზე ხან არც კი ამოდის წყალი, მზად ვართ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ, ზამთარი მოვიდა და წყალი მაინც არ არის, არადა, დედოფლისწყარო წყალზე დგას, უამრავი წყაროა."



წესით და დაპირებით რაიონში წყალი წამში 14-17 ლიტრი უნდა ყოფილიყო, ანუ 24 საათი. მეშვიდე თვეა რაიონში, სადაც მილიონები იხარჯება წყალმომარაგების მოწესრიგებაზე, წყალი არ არის. 2016 წელს ელიის ძირში ჯერ მარტო წყალშემკრებზე 400 000-მდე ლარი დაიხარჯა, ზოგადად მილიონამდე ფული დაიხარჯა ცენტრალური ბიუჯეტიდან, მაგრამ შედეგი დადებითად არ ასახულა ხალხზე.


image



დედოფლისწყაროს რაიონის წყალკანალის უფროსი, ნოდარ ფიროსმანაშვილი ამბობს:


" წყალის დებეტი გვალვების გამო არის დაკლებული, ვცადე ექსპერიმენტი, რომ ყოფილიყო ყოველდღე რაიონში, მაგრამ არ გამოვიდა. სოფელ ჭოეთის წყალშემკრებში ხდება ეგრეთ წოდებული "ატეკის" წყალის, ობელისკის წყალის, დუმბაძის ქუჩის წყაროსი და უცნობი ხაზის წყაროს შეკრება, ეს წყალი დღეგამოშვებით მიეწოდება მოსახლეობას რამდენიმე საათით, მეც ძალიან მინდა, რომ იყოს წყალი, მაგრამ შეუძლებელია 24 საათიანი გრაფიკი. კეთდება 16 მილიონიანი პროექტი იორიდან წყალის ამოქაჩვაზე, იორზე 80-იან წლებში გაკეთებული დალის მთის წყალსაცავში მოხდება წყალის ამოქაჩვა, სადაც არის სალექარი, შემდეგ კი მილების საშუალებით მოხდება რაიონამდე ამოსვლა."


მოსახლეობა კი არის ამ პროექტის მოლოდინში უწყლოობით შეწუხებული, ზოგი ამბობს, რომ ეს არის ბოთლებში ჩამოსხმული წყალის გასაღების მაფიის ხელშეწყობა, ზოგი რაიონელ მაღალჩინოსანთა 16 მილიონიან პროექტით დაინტერსებაზე საუბრობს, ზოგი კი წყალის რაციონალურ ხარჯვაზე კონტროლის დაწესებაზე ამახვილებს ყურადღებას.















1
197
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
197
  
2019, 1 დეკემბერი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1