x
image
მაკა ნიკვაშვილი
”ძაღლებიდან მწვადამდე”: ყველაზე სასტიკი დიქტატორების გასტრონომიული კაპრიზები

image


უკლებლივ, ყველა სასტიკ დიქტატორს თავისი უცნაური ახირებები ჰქონდა, მათ შეეძლოთ საკუთარი თავისთვის იმის უფლება მიეცათ, რაზეც უბრალო ადამიანი ვერც კი იოცნებებდა. ბევრი მათგანი ნამდვილი გურმანი იყო, რომელთა მენიუშიც საკმაოდ უჩვეულო არაერთ კერძს შეხვდებოდით.




კიმ ჩენ ინი


image

ალბათ, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კორეულ სამზარეულოში ძაღლის ხორცისგან მომზადებული კერძების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. როგორც ირკვევა, ჩრდილოეთ კორეის მესამე ლიდერს, კიმ ჩენ ინს ტრადიციული კერძებიდან განსაკუთრებული სიყვარულით - ძაღლის წვნიანი უყვარს. დიქტატორი დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს კერძი არის - მისი მამაცობისა და მტრებთან დაუმარცხებლობის მთავარი მიზეზი.


image


სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის ფონზე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ზვიგენის ფარფლის წვნიანით საკუთარი თავის განებივრება ხშირად უყვარს, რომელსაც ძვირადღირებული კონიაკის თანხლებით მიირთმევს, როგორც ცნობილია, ფარფლის წვნიანი აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ მთავარ დელიკატესად ითვლება.

image




ადოლფ ჰიტლერი


image


ადოლფ ჰიტლერი, თავის კოლეგებთან შედარებით, საკმაოდ ზომიერად იკვებებოდა. როგორც ცნობილია ფიურერი ვეგეტარიანელი იყო. ისტორიკოსები ეჭვობენ, რომ რაიხსკანცლერი, ყაბზობას და მეტეორიზმს უჩიოდა. სიცოცხლის ბოლოს, ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ინიციატორი მხოლოდ ბოსტნეულის ბულიონზე დამზადებული კარტოფილის პიურეთი იკვებებოდა.



image


რაიხსკანცლერს ტრაპეზამდე 1 განსაკუთრებული წესი ჰქონდა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მკაცრად იცავდა: თავდაპირველად საკვებს დეგუსტატორები სინჯავდნენ და მხოლოდ 45 წუთის გასვლის შემდეგ, ნაცისტური პარტიის ლიდერი კერძს უკვე თავად, მადიანად შეექცეოდა.



image



იოსებ სტალინი




image


იოსებ სტალინი დიდი გურმანი იყო, მას მრავალფეროვანი საკვები და კარგი სასმელი უყვარდა. თუმცა, მისთვის ქართული კერძები და ღვინო ყოველთვის პრიორიტეტული იყო.


image


საბჭოთა ბელადს ქვეყნის საუკეთესო მზარეულების მთელი შტატი ჰყავდა. იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი წვეულებების საოცარი სიყვარულით გამოირჩეოდა.



ბენიტო მუსოლინი



image


იტალიელ დიქტატორ ბენიტო მუსოლინ მხოლოდ ეროვნულ კერძებ აღიარებდა. აი, ფრანგულ სამზარეულოს კი საქვეყნოდ გმობდა. ოჯახს ტრაპეზის საკმაოდ მკაცრი წესები ჰქონდა: დანიშნულ დროს, მისი ოჯახის ყველა წევრი - მეუღლე და ხუთი შვილი იტალიის ფაშისტ დიქტატორს სასადილო ოთახში ელოდა, სადაც პერსონალი მათ განსაკუთრებული თანმიმდევრობის დაცვით, სუფრაზე ზეითუნის ზეთში, ნივრის ნაჭრებიანი სალათით უმასპინძლდებოდა.




იდი ამინი


image


უგანდის დიქტატორს, აფრიკის ყველაზე მკაცრი ტოტალიტარული რეჟიმის დამაარსებელსა და არმიის გენერალს - იდი ამინს, რომლის რეჟიმსაც 300 000 - 500 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (2 000 ადამიანი საკუთარი ხელით ჰყავს მოკლული) ფორთოხლისადმი განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებდა. დღის განმავლობაში მას 40 ცალი ციტრუსის ჭამა შეეძლო. მის ყველაზე საყვარელ კერძებს შორის კი, შემწვარი ბატკნის ხორცი და ფეტვის პური იყო. გადასახლების შემდეგ, ის საუდის არაბეთში დასახლდა, სადაც ძირითადად სწრაფი კვების აქტიური მომხმარებელი გახდა.


image



პოლ პოტი



image


"წითელი ქმერების" (შეიარაღებული კომუნისტური მოძრაობა კამბოჯაში) ლიდერი და კამბოჯის პირსისხლიანი დიქტატორი - პოლ პოტი თავისი უცნაური გასტრონომიული მიდრეკილებებით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით, ის შემწვარი კობრის ხორცს აღმერთებდა, თუმცა არ ირმისა და ტახის ხორცით მომზადებულ კერძებზე ამბობდა უარს, რომლებსაც ძირითადად ფრანგულ ბრენდთან და ჩინურ ღვინოსთან ერთად მიირთმევდა. დიქტატორის სუფრაზე ახალი ხილი ყოველთვის უნდა ყოფილიყო. ეს მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა საკუთარი თავისთვის მხოლოდ ბრინჯის ნახარშს იმეტებდა.





ფრანსისკო მასიას ნგემა



image



ფრანსისკო მასიას ნგემა - ეკვატორული გვინეის პირველი პრეზიდენტი (1968 – 1979 წწ) იყო, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი გაანადგურა.მას საკუთარი თავის განებივრება ხშირად კანაფის ჩაით უყვარდა. თუმცა, ისტორიკოსები არ გამორიცხავენ რომ ის შეიძლება კანიბალი ყოფილიყო, რადგან მაცივარში დიქტატორი ადამიანის თავის ქალებს ინახავდა.




0
1215
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1215