x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ დაიცვა ჩემმა ქმარმა დიეტა ისე, რომ ვერ გაიგო
image


ჩემი მომავალი ქმარი სპორტდარბაზში გავიცანი. სანამ მის შინაგან სამყაროს გავიცნობდი, ჯერ მისმა გარეგნობამ, უფრო კონკრეტულად კი, მისმა დაკუნთულმა სხეულმა მომხიბლა. ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე დავქორწინდით. ქორწინების პირველ წელს ყველაფერი იდეალურად იყო. ყურადღებას არ მაკლებდა, დავდიოდით საინტერესო ადგილებში, ერთმანეთს რომანტიკულ საღამოებს ვუწყობდით და ა.შ. მერე, ნელ-ნელა, პაემნები ტელევიზორის წინ, დივანზე ჯდომამ და ლუდის წრუპვამ ჩაანაცვლა; კინოში სიარული - ფილმების ონლაინყურებამ და ასე გადაიქცა ჩემი ოცნების პრინცი მოსაწყენ ქმრად.
ისე, რატომ ხდება, რომ ქართველი მამაკაცების უმრავლესობა

ქორწინების შემდეგ წონაში საგრძნობლად იმატებს? ჩემი ქმრის შემთხვევაშიც ასე მოხდა! ნელ-ნელა რომანტიკას მოუკლო და კილოგრამების აკრებას მოუმატა. ას კილოს რომ აღარაფერი უკლდა, განგაშის ზარებს შემოვცხე და ვკითხე, ხომ არ ჯობს, დიეტა დაიწყო-მეთქი? პასუხი ჩვეული ღლიცინით გამცა: - ოთხმოცდაათ კილოგრამს აქ ვიწონი, მარსზე 35 კილო ვიქნები, მსუქანი კი არ ვარ, უბრალოდ სხვა პლანეტაზე ვცხოვრობო...



მივხვდი, ეწყინა. როცა რაღაც სწყინს, ასე უაზროდ იწყებს ხოლმე ხუმრობას... ჰგონია, რომ ვერ მივხვდები.
ეს თემა მასთან აღარ განმივრცია, აზრი არ ჰქონდა. ჩემს ქმარს ხუთი თითივით ვიცნობ და ვიცი, რას ნიშნავს მისთვის გემრიელად ჭამა. მე კი არა, ანჯელინა ჯოლის ხათრითაც არ იტყვის უარს ამ სიამოვნებაზე. დიეტაზე საუბარიც კი ზედმეტია.




მაგრამ ქალი რის ქალია, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი რომ არ იპოვოს? - მეც გადავქექე მთელი ინტერნეტი და იქამდე არ მოვისვენე, სანამ გემრიელი დიეტა არ ვიპოვე, აი, ისეთი, რომ დაიცავ და ვერც მიხვდები, დიეტაზე რომ ხარ...



მეორე თვეა, რაც ჩემი ძვირფასი მეუღლე უწინდებურად გემრიელად ილუკმება დღეში ხუთჯერ და არც საყვარელ ძეხვეულსა და სოსისებს იკლებს. დიეტაზე ყოფნა საერთოდ არ უქმნის დისკომფორტს. ერთადერთი, ცოტა ტკბილეულზე წუწუნებს ხოლმე. გამოსავალი აქაც ვიპოვე და როდესაც ძალიან მოუნდება ტკბილი, შავი, მწარე შოკოლადის ფილას მიირთმევს.



ვიცი, რომ ჩემნაირ ვითარებაში ბევრი ქალია. ამიტომაც, გადავწყვიტე ჩემი აღმოჩენა ყველას გაგიზიაროთ:


მაშ, ასე! გემრიელი დიეტა წონაში მომატებული ქმრებისთვის (და არამარტო).



გთავაზობთ ხუთი დღის მენიუს:



დღე პირველი:

image


საუზმე:

  • 1 ნაჭერი გახუხული პური,
  • 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი,
  • 1 ნაჭერი ქათმის ძეხვი („ნიკორა“),
  • უშაქრო ჩაი.

ხემსი:

  • 1 ცალი მწვანე ვაშლი ან 1 ცალი გრეიპფრუტი.

სადილი:

  • ბოსტნეულის წვნიანი,
  • მწვანე სალათა მოცარელათი და პომიდორი ჩერით,
  • 2 ნაჭერი ჭვავის პური 0% საფუარით „პანე“.

სამხარი:

  • ხაჭო 0%-იანი „დღის“;
  • 1 ჭიქა ყავა.


ვახშამი:

  • 2 ცალი მოხარშული ქათმის სოსისი „ნიკორა“;
  • მოხარშული წიწიბურა;
  • 2 ნაჭერი ჭვავის უსაფუარო პური;
  • მწვანე ჩაი.

დღე მეორე:



image


საუზმე:

  • 1 ნაჭერი გახუხული ტოსტის პური;
  • 2 ნაჭერი იმერული ყველი;
  • მოხარშული „ჰერკულესი“.

ხემსი:

  • 1 ცალი ვაშლი ან ფორთოხალი/გრეიპფრუტი.

სადილი:

  • 250 გრ მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი ან 200-250 გრ თევზი, ბოსტნეულის სალათა.

ვახშამი:

  • საქონლის პელმენი.


დღე მესამე:



image


საუზმე:

  • მოხარშული წიწიბურა;
  • 2 ნაჭერი იმერული ყველი;
  • ყავა/ჩაი.

ხემსი:

  • 1 ცალი ვაშლი/გრეიპფრუტი ან ფორთოხალი.

სადილი:

  • მაწვნის სუპი;
  • 2 ცალი მოხარშული ქათმის სოსისი;
  • ჭვავის პური 2 ნაჭერი.

სამხარი:

  • 1 უცხიმო იოგურტი.

ვახშამი:

  • ქაშაყის ფილე;
  • 1 ნაჭერი შავი პური „ბოროდინული“.

დღე მეოთხე:



image


საუზმე:

  • 1 უცხიმო ხაჭო;
  • 1 ბანანი;
  • ჩაი/ყავა

ხემსი:

  • 1 ცალი ვაშლი/გრეიპფრუტი/ფორთოხალი.

სადილი:

  • 250 გ მოხარშული საქონლის ხორცი;
  • ჩათუშული ბოსტნეული.

სამხარი:

  • 1 უცხიმო იოგურტი ან მაწონი.

ვახშამი:

  • 2 ცალი მოხარშული ქათმის სოსისი;
  • 1 ნაჭერი ჭვავის უსაფუარო პური;
  • 1 ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხი.


დღე მეხუთე:



image


საუზმე:

  • 1 ნაჭერი გახუხული ტოსტის პური;
  • 1 ნაჭერი ქათმის ძეხვი;
  • 1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი;
  • მწვანე ჩაი.

ხემსი:

  • 1 ცალი მწვანე ვაშლი ან ფორთოხალი.

სადილი:

  • ბოსტნეულის წვნიანი;
  • ორაგული;
  • 2 ნაჭერი ჭვავის პური.

სამხარი:

  • 1 ჭიქა კეფირი.

ვახშამი:

  • მოხარშული წიწიბურა;
  • 2 ცალი საქონლის სოსისი.

რეკომენდაციები:



დიეტაში მოცემულია დაბალკალორიული პროდუქტები. ეცადეთ, კვების რაციონიდან გამორიცხოთ ზედმეტად მარილიანი და ცხიმიანი საკვები, ასევე, გაზიანი სასმელები, ტკბილეული და ცომეული.


1
420
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
420
  
2019, 1 დეკემბერი, 14:58
მომწონს ჭკვიანი მარკეტოლოგები, ყოჩაღ ნიკორას!
ისე ტექნოლოგიებიც ამ დონის რო იყვნენ კარგი იქნება.
0 1 1