x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
საიდუმლო ელენე დარიანის პიროვნების უკან და პაოლო იაშვილის იდუმალი სიყვარულის ამბავი. ვის ეკუთვნის დარიანული ციკლის ლექსები?

image

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც დარიანული ციკლის სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა ქალურ ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა.
ელენე ბაქრაძე თბილისში 1897 წელს დაიბადა. ელენემ და პაოლო იაშვილმა ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს და მათ შორის მალე წარმოიშვა რომანტიული გრძნობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. მათ გრძნობებზე ელენე ბაქრაძის არქივში შემორჩენილი პაოლოს წერილები მეტყველებენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა ოჯახი სხვა ადამიანებთან შექმნა, მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად პაოლო იაშვილს არასოდეს უსაუბრია იმაზე, ვინ იდგა და იდგა თუ არა ვინმე ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან, რაც თავიდანვე ართულებდა რეალური ავტორის იდენტიფიცირებას. დღესაც ქართული საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა : ერთნი ამტკიცებენ ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იგივეობას და აქცენტს აკეთებენ დარიანის ფენომენზე, როგორც მანამდე უპრეცედენტო ლიტერატურულ მისტიფიკაციაზე ქართულ პოეზიაში. ხშირად საუბრობენ ასევე პაოლო იაშვილის არაჩვეულებრივ გარდასახვის ნიჭზე და უარყოფენ იმ საკამათო მოსაზრებასაც თითქოს ელენე ბაქრაძის ლექსებს პაოლო იაშვილი უკეთებდა რედაქტირებას და მერე ისე აქვეყნებდა.

image

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ელენე ბაქრაძე ძალიან არ მოსწონდათ პაოლოს ნათესავ-ახლობლებს, რადგან თავისი დროისთვის საკმაოდ ექსცენტრიული ქალი იყო და არა ტიპური ლეჩაქიანი მანდილოსანი, ამიტომ ცდილობდნენ ელენეს და პაოლოს კავშირის კვალი წაეშალათ, თითქოს ასეთ ადამიანს არც უარსებია პაოლოს ცხოვრებაში. დარიანული ლექსებიც თავისთავად პაოლოსი გამოჰყავდათ ამის გამო.

სხვა მოსაზრებით პაოლო ერთ პოეტ ქალს უყვარდა. ეს ქალი იყო ნინო თარიშვილი და ამ ვერსიით, თარიშვილი იდგა ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან. თან როცა პაოლომ ელენე დარიანის ლექსები წაიკითხა მწერალთა კავშირიდან გააგდეს ლექსების ეროტიულობის გამო. ზუსტად იგივე მიზეზით არც თარიშვილს არ დაუბეჭდეს ლექსები. ამ ვერსიის მხარდამჭერები ამბობენ, რომ დარიანი არ იყო პოეტი და პაოლოს 14 ლექსი უბრალოდ მითვისებული აქვს, იმიტომ რომ მას ბაძავდა.

დარიანული ლექსების ციკლის ელენე ბაქრაძის ავტორობა მართლაც პოპულარული მოსაზრებაა, თუმცა მკვლევართა უმრავლესობამ დამაჯერებლად უარყო ეს მითი. მაგრამ ამაზე ალბათ კიდევ ბევრს იკამათებენ.

0
314
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0