x
მეტი
  • 29.09.2020
  • სტატია:103616
  • ვიდეო:347810
  • სურათი:467986
"აუტსაიდერებს რომ აცხადებდნენ, მეშინოდა, თორნიკე არ ყოფილიყო..." - შეფასებები "საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ლაივიდან
image


"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" მო­რიგ­მა კონ­კურ­სან­ტმა და­ტო­ვა - მე­ო­რე ლა­ივ­შოუ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა ლიზა შენ­გე­ლი­ას­თვის, რო­მელ­მაც მა­ყუ­რებ­ლის­გან ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ხმა მი­ი­ღო.


მე­ო­რე ლა­ი­ვის ლი­დე­რი კი თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი გახ­და, რო­მელ­მაც გაგვიმხილა, რომ ამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რას მა­ყუ­რებ­ლის­გან არ ელო­და:


"ამ შე­დეგს არ ვე­ლო­დე­ბო­დი და დიდი მად­ლო­ბა ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ ასე­თი ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი მა­ჩუ­ქეს! მათ­გან სა­ო­ცა­რი თა­ნად­გო­მა ვიგ­რძე­ნი. დღეს ძა­ლი­ან კარ­გი კონ­ცერ­ტი იყო, მე ლიზა შენ­გე­ლი­ას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, გა­ვარ­და.



image


-და­ვუშ­ვათ, გახ­დი „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ - „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ რა შე­დე­გებს ელი?


- იქ წარ­მა­ტე­ბას უნდა მი­ვაღ­წი­ოთ!


ნა­თია თო­დუა, ჟი­უ­რის წევ­რი:


- უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი, ბევ­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით არი­ან სავ­სე, ვიდ­რე წინა სე­ზონ­ზე იყ­ვნენ. ვერ­ცერ­თზე ვი­ტყვი, რომ მხო­ლოდ ვო­კა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბა - თი­თო­ე­უ­ლი უდი­დეს შრო­მას დებს თა­ვი­სი ნომ­რის მომ­ზა­დე­ბა­ში, სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ.


ამი­ტო­მა­ცაა, რომ თი­თო­ე­უ­ლის ფანი ვარ. რთუ­ლია რო­მე­ლი­მეს შე­ფა­სე­ბა, მი­ჭირს. ამი­ტო­მაც ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს მათ აქ­ტი­ურ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას ვთხოვ. რთუ­ლია, რო­დე­საც ვი­ღაც ტო­ვებს პრო­ექტს.


image


- ვფიქ­რობ, ლიზა შენ­გე­ლია დღეს და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გა­მო­ე­თი­შა შოუს...


- ლიზა შენ­გე­ლია ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, სცე­ნუ­რი, კარ­გი ემო­ცი­ე­ბის გო­გოა, ისე­თია, როცა მღე­რის, აუ­ცი­ლე­ბე­ლი რომ არ არის მის­გან, სას­წა­ულ ნო­ტებს იღებ­დე. თა­ვი­სი ტკბი­ლი ხმით სო­ულს და ჯაზს "გვი­ბულ­ბუ­ლებ­და". იმ­დე­ნად მგრძნო­ბი­ა­რეა, ის სცე­ნა­ზე უნდა იყოს და მღე­რო­დეს. იმ­სა­ხუ­რებს, რომ მუ­სი­კით გვა­ბედ­ნი­ე­რებ­დეს.


image


სა­ნამ შოუ და­ი­წყე­ბო­და, დათო ევ­გე­ნი­ძეს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ნე­ტავ, რო­მელს მო­უ­წევს შოუს და­ტო­ვე­ბა-მეთ­ქი?! ამის­თვის არ­ცერ­თი მე­მე­ტე­ბა, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის ჟანრ­შია ძლი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო. მათი შე­და­რე­ბაც კი რთუ­ლია. არის როკ-ენ-როლი, ბლუ­ზი, სო­უ­ლი, მი­უ­ზიკ­ლი, რომ­ლის მე­ფეც ბარ­ბა­რაა. მოკ­ლედ, ლი­ზა­ზე ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, თუმ­ცა ანრი გუჩ­მა­ნი­ძის შემ­თხვე­ვა­შიც ასე იქ­ნე­ბო­და.


image


- თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი მე­ო­რე ლა­ივ­შო­უს ლი­დე­რი გახ­და...


- თორ­ნი­კეს ფანი ვარ, ვერ მივ­ცემ სა­კუ­თარ თავს იმის უფ­ლე­ბას, რომ ის შე­ვა­ფა­სო. 17 წლი­დან სიმ­ღე­რა რომ და­ვი­წყე, მეც იმა­ვე პრო­ექ­ტში ვი­ყა­ვი, სა­დაც თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და („მაგ­თი­ფა­ნი“) და მისი გავ­ლე­ნით ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და მუ­სი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი.


- ჰო, მაგ­რამ დრო შე­იც­ვა­ლა და ახლა შენ გი­წევს მისი შე­ფა­სე­ბა...


- რაც სა­ერ­თოდ არ მი­ხა­რია. რო­დე­საც აუტ­სა­ი­დე­რებს აცხა­დებ­დნენ, ისე მე­ში­ნო­და, თორ­ნი­კე არ ყო­ფი­ლი­ყო... ამას გა­მოვ­ხა­ტავ და ვი­მა­ლე­ბი, რომ არ გა­მოვ­ჩნდე. ძა­ლი­ან რუ­ლია ასეთ დროს ჟი­უ­რის წევ­რო­ბა, ამას­თან, - სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო. მოკ­ლედ, თი­თო­ე­ულს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ!




0
78
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0