x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ნერვიულობისგან 5 კილო დავიკელი“ - "მასტერშეფის“ მონაწილე მარიამ ქურდიანი თავის პროფესიასა და ცინიზმზე
image


„მას­ტერ­შე­ფის“ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში 7 მო­ნა­წი­ლე დარ­ჩა. გუ­შინ­დე­ლი ტუ­რის შემ­დეგ შოუ სოფო გო­გე­ბაშ­ვილ­მა და­ტო­ვა, იმუ­ნი­ტე­ტი კი მა­რი­ამ ქურ­დი­ან­მა მო­ი­პო­ვა, რომ­ლის კერ­ძიც ჟი­უ­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ე­წო­ნა. ambebi.ge ამ­ჯე­რად სწო­რედ მა­რი­ამ­თან გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს.


მას ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ მკაც­რი შე­ფა­სე­ბე­ბის გამო. სი­ნამ­დვი­ლე­ში რას ფიქ­რობს კონ­კურ­სან­ტებ­ზე და რო­გორ ეხ­მა­რე­ბა თა­ვი­სი პრო­ფე­სია სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.


- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დი „მას­ტერ­შეფ­ში“ შენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?


- მე­გო­ნა, რომ უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­ლო­დინს ნამ­დვი­ლად გა­და­ა­ჭარ­ბა. რად­გან ბო­ლოს ჩემ­მა კერძმა მო­ი­პო­ვა სა­უ­კე­თე­სოს სტა­ტუ­სი, მგო­ნია, რომ ჟი­უ­რი ჩემ­გან უფრო მეტს ელო­დე­ბა.


- შენი პრო­ფე­სია, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, რამ­დე­ნად გეხ­მა­რე­ბა „მას­ტერ­შეფ­ში“?


- კუ­ლი­ნა­რია და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბია. იყო სა­უბ­რე­ბი, რომ რად­გან „პირ­ვე­ლი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, თით­ქოს, ამი­ტომ მოვ­ხვდი ათე­ულ­ში და წი­ნას­წარ ვიცი, რა კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას დაგ­ვავ­ლე­ბენ. მინ­და, კარ­გად გა­ი­გოს ყვე­ლამ, რომ ეს არის აბ­სურ­დი. „პირ­ველ არხში“ სულ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ, „მას­ტერ­შეფ­ზე“ - სულ სხვა. ჩემი სა­მუ­შაო ად­გი­ლი არა­ფერ­ში არ მეხ­მა­რე­ბა, პი­რი­ქით, ხელს მიშ­ლის, რად­გან მა­ყუ­რებ­ლის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ამის გამო რა­ღაც „პლუ­სე­ბი“ მე­წე­რე­ბა.


image


- ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ შენს ცი­ნიზ­მზე და ამის გამო ხში­რად გაკ­რი­ტი­კე­ბენ. თუ კი­თხუ­ლობ კო­მენ­ტა­რებს და რო­გორ ხვდე­ბი კრი­ტი­კას?


- პირ­ვე­ლი ვი­დეო რომ და­ი­დო, ჩა­ვუ­ჯე­ქი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად წა­ვი­კი­თხე ყვე­ლა კო­მენ­ტა­რი. ამ­დენ უარ­ყო­ფით კო­მენ­ტარს არ ვე­ლო­დი და, სი­მარ­თლე გი­თხრათ, გული დამ­წყდა. იმე­დი მქონ­და, მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შოუს ნა­წი­ლია და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გო­იმს, ტუ­ტუც­სა და სხვა სა­ში­ნელ სი­ტყვებს არა­ვის არ ვე­ძა­ხი. რა თქმა უნდა, კონ­კუ­რენ­ცია არის, მაგ­რამ, ამას­თან ერ­თად, ჩვენ მე­გობ­რე­ბიც გავ­ხდით. რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩემს პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში. მე­გო­ნა, აქაც ლან­ძღვის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მო­მი­ვი­დო­და, მაგ­რამ პი­რი­ქით მოხ­და. დღე­ში ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი მწერს. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ და უნ­დათ, რომ დიდ­ხანს ვიყო პრო­ექ­ტში. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ მათ­განს და ვუ­თხრა, რომ მათი და­დე­ბი­თი სი­ტყვე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და მაძ­ლი­ე­რებს. სხვა­თა­შო­რის, ბოლო გა­და­ცე­მე­ბის კო­მენ­ტა­რებს რომ გა­დავ­ხე­დე, თით­ქოს, იქაც იკლო უარ­ყო­ფით­მა გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­მა და მა­ყუ­რე­ბე­ლი მიხ­ვდა, რომ რე­ა­ლუ­რად ერ­თმა­ნე­თი არ გვე­ზი­ზღე­ბა. იხი­ლეთ ვრცლად



0
82
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0