x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
NASA: 2022 წლის 6 მაისს დედამიწას კატასტროფა ემუქრება- „წამებში გაქრება ქალაქები და დაიღუპება მილიონობით ადამიანი“
image


ამერიკის კოსმოსის სააგენტოს მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწას ყოველ 2000 წელიწადში ფეხბურთის სტადიონის ზომის ასტეროიდი ეჯახება. მათი ინფორმაციით, უზარმაზარი კლდის მასა მოიწევს დედამიწისკენ და რამდენიმე წელიწადში მოხდება შეჯახება. ინფორმაციას express ავრცელებს.

.

ნასას ოფიციალური განცხადებით, ზემოხსენებული ასტეროიდი სახელად „JF1“ აუცილებლად დაეჯახება დედამიწას თუ ის ამავე მიმართულებით გააგრძელებს ფრენას, რომელიც ახლა არც თუ ისე შორსაა პლანეტისგან.


.

ამერიკის კოსმოსის სააგენტოს წინასწარი ვარაუდით, 128 მეტრიანი, გიზის პირამიდის კლდის მასა დედამიწას დაეჯახება 2022 წლის 6 მაისს, რომელმაც შესაძლოა გამანადგურებელი შედეგები გამოიწვიოს პლანეტისთვის - მკვლევარები არ გამორიცხავენ დასახლებულ პუნქტში მისი ჩამოვარდნის შემთხვევაში მთლიანი ქალაქის რამდენიმე წამში განადგურებას და მილიონობით ადამიანის სიკვდილს.

.

ასტეროიდის აფეთქების სიმძლავრედ ვარაუდობენ 230 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტს, რომელიც ჰიროსიმაში მომხდარ ატომურ აფეთქებაზე 15-ჯერ ძლიერია. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ შეჯახება მოხდება ოკეანეში, მან შესაძლოა გამოიწვიოს მასობრივი ცუნამები და ე.წ „ ატომური ზამთარი“, რომელიც დედამიწის ცოცხალ ორგანიზმებს დიდ საფრთხეს შეუქმნის.

0
525
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0