x
image
ელენე გუმა
ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!
ერთ დღეს ვენეციის მცხოვრებლებმა თავიანთ ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ატლანტიკიდან ესტუმრათ.


image

ვეშაპმა კუდის მოქნევით გონდოლიერების რამდენიმე ნავი ჩაძირა, საიდანაც ერთი მგზავრი წყალში ჩავარდა და ჩაიძირა.


როგორც ჩანს, გლობალური დათბობის გამო, ვეშაპმა კურსი დაკარგა და ჩრდილოეთ ატლანტიკის ნაცვლად, გიბრალტარის სრუტით, ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩნდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ვენეციის ნაპირებს ვეშაპი მოადგა.



პირველად ეს მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, რა დროსაც მშიერმა მოსახლოებამ ვეშაპი მოკლა და შეჭამა.


ახლა ომის პერიოდი არაა და მის შეჭმას არავინ აპირებს, თუმცა მისმა კუდის თამაშმა მოსახლეობას ზიანი მიაყენა. მოქნეულმა კუდმა რამდენი გონდოლა ჩაძირა.


საბოლოოდ, გარემოსდამცველებმა შეძლეს და ვეშაპი აიძულეს სამეცნიერო გემზე დამონტაჟებულ სონარს მიჰყოლოდა.


image


მართალია ვეშაპი ცოცხალი გადარჩა და ის დიდ წყალში გაიყვანეს, თუმცა შემთხვევას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისმა მოქნეულმა კუდმა გონდოლიდან 56 წლის ბიზნესმენი, პოლონელი, იოჟეფ გალჩიკი გადააგდო, რის შემდეგაც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


ვენეციელებს ხშირად აქვთ შეხება ზღვის ცხოველებთან და ეს ყოველთვის დადებით ემოციებს არ იწვევს.


image


გასული წლის ბოლოს, გრანდ კანალის შესასვლელთან, დელფინების აგრესიული თავდასხმის შედეგად, სანტა მარია დელა სალუთის საკათედრო ტაძრის მახლობლად, სანაპირო სამსახურებმა ხუთი გონდოლიერი გადაარჩინეს, რომლებიც თავიანთი გონდოლებზე დელფინების თავდასხმების შედეგად წყალში ჩაცვივდნენ.


ღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთ საიტზე უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. მოხმარებლები საიტს ფოტოშოპის გამოყენებას და სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. რაც შეეხება ინფორმაციის სიზუსტეს, მე პირადად მის ნამდვილობაზე თავ ვერ დავდებ, თუმცა თუ უცხოურ საიტს დავეყრნობით, ამბავი მართლაც მოხდა.


ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ, ფოტოშოპია თუ რეალობა.



2
1131
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1131
  
2019, 26 ნოემბერი, 18:56
მეც ეჭვი შემეპარა სინამდვილეში, ამიტომ დავწერე ბოლოში, გადაწყვიტეთქო :)
2019, 26 ნოემბერი, 15:42
ფოტოშოპია ელენე და თუ რატომ, ვენეციაში, რომ მოხვდებით მიზეზს მალევე მიხვდებით....
0 1 2