x
image
ელენე გუმა
"ზეგიდან იწყება თავდავიწყება... 27 რიცხვიდან ფანტასტიური პერიოდი დგება" - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს
image
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ხვალის, 26 ნოემბრის მნიშვნელობაზე საუბრობს.


როგორც ცაგარელმა "იმედის დილაში" განაცხადა, ახალმთვარეობა შედარებით უფრო მსუბუქად გაივლის, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია.


"ახალმთვარეობის დღეს მშვიდად გაივლით, მაგრამ ყველა ნიშანს ვთხოვ, ხვალ, პიკი იქნება საღამოს 7 საათზე, ძალიან ფრთხილად და წინდახედულად მოიქეცით. არავითარი ახალი საქმე, ახალი ხელშეკრულებები, არავითარი მოლაპარაკებები ამ დღეს. კი წახვალთ, მოილაპარაკებთ, ხელსაც მოაწერთ, მაგრამ მერე არ იმუშავებს. მერე გაირკვევა რომ ახალმთვარეობის ზონა იყო. რაც შეიძლება მეტი პოზიტივი ამ დღეს, სასიამოვნო ადამიანებთან, ხელოვნებასთა, ლიტერატურასთან ურთიერთობა. აი, ზეგიდან კი იწყება თავდავიწყება. 27 რიცხვიდან წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეესო პერიოდი იწყება, რომელიც წლის ბოლომდე გასტანს. ამიტომ მოემზადეთ, 27 რიცხვიდან იწყება ძალიან კარგი პერიოდი. იაქტიურეთ წლის ბოლომდე, რომ ახალ წელს ძალიან პოზიტიურად შეხვდეთ და ძალიან წარმატებულები და ბედნიერები ვიყოთ. რაც მთავარია, ხვალ რიტუალი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს: ხვალ, რკინის ფული უნდა დაიდოს ისეთ ადგილას, რომ სამყარომ და მთავრემ დაინახოს, მაგლითად ფანჯრის რაფაზე, ან აივანზე. 7 საათზე, საღამოს იქნება პიკი, ამიტომ ფული აქამდე უნდა დაიდოს. ეს ყველაფერი კი ფინანსების მოზიდვაში დაგეხმარებათ, "- განაცხადა ცაგარელმა.


ცააგრელი ასევე ყველა ზოდიაქოს ნიშანს მოუწოდებს, ხვალინდელ დღეს ფრთხილად და ყურადღებით შეხვდნენ.



"რადგან შეცდომების ალბათობა, ახალმთავრეობასთან დაკავშირებით, დიდია, ტრავმულობის და ავარიულობის მაღალი ტენდენციებია, მოტყუები და არასწორი ინფორმაციის მი ღები მაღალი ტენდენციებია, ახალი მთვარე ყოველთვის კოსმიურ გამოცდებს გვიწყობს, ამ დროს კოსმოსი კი ჩვენგან სიმშვიდეს და ჰარმონიულობას ითხოვს. არ აჰყვეთ ცდუნებებს, რომლის ალბათობაც ძალიან დიდი, 27 რიცხვიდან კი ყველას ფანტასტიური პერიოდი იწყება", - დასძინა მან.

0
5326
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
5326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0