x
image
_K_
Mediator image
ბიპოლარული აშლილობის 7 ნიშანი, რომელსაც ხშირად აიგნორებენ
imageმთელ მსოფლიოში დაახლოებით 46 მილიონი ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანი ცხოვრობს. ბიპოლარობა გავლენას ახდენს ადამიანის ენერგიის დონეზე, ხასიათზე, სოციალურ აქტივობებზე და ყოველდღიური დავალებების შესრულების უნარზეც. აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ ხშირად შეუმჩნეველ, მოულოდნელ ნიშნებს და მთელი ძალ-ღონით ვებრძოლოთ ამ დაავადებას.


მენტალური ჯანმრთელობის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც სტატიაში გაგაცნობთ ბიპოლარული აშლილობის 7 არც თუ ისე აშკარა ნიშანს.






1. ვერ იძინებთ.

ბიპოლარული აშლილობისთვის დამახასიათებელია ინსომნია, რომელიც სერიოზულად ერევა თქვენს ცხოვრებაში. ამ დროს ძილის მოთხოვნილება მცირდება და ადამიანმა შეიძლება მთელი დღის დაღლილობის შემდეგაც არ იგრძნოს მისი საჭიროება.


ადამიანებმა შეიძლება ასევე გამოსცადონ ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერება, სულის ხუთვა). ამ დროს სუნთქვის ტემპი სწრაფად იცვლება, რაც კარგ ძილში ხელისშემშლელია.


image






2. ვერ ფოკუსირდებით.

როცა ბიპოლარული ხართ, თქვენთვის ადვილია ხელის შეშლა. როცა ერთ დავალებაზე ხართ კონცენტრირებული, ამავდროულად გაწუხებთ არსაიდან მოსული ფიქრები და იწყებთ სხვა რამის კეთებას. ამის გამო ხშირად კონკრეტული დავალება ბოლომდე ვერ მიგყავთ.

image






3. ზედმეტად თავდაჯერებული ხართ.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ ზედმეტი თავდაჯერებულობა. მათ ჰგონიათ, რომ სხვებზე მეტი მნიშვნელობა, ძალა და ცოდნა აქვთ.

image






4. ფიქრობთ ძალიან სწრაფად და ძალიან ბევრს.

ასეთი ადამიანებისთვის შეუძლებელია ფიქრების შენელება. ეს მათ გონებაზე გავლენას ახდენს და ხელს უშლის ემოციების კონტროლში.

image






5. ბევრს საუბრობთ.

ისინი სწრაფად ფიქრობენ მაშინაც, როცა სხვა ადამიანს ესაუბრებიან. ამიტომ ადვილად შეიძლება, თემა ერთი საგნიდან მეორეზე გადაიტანონ და საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ბევრს საუბრობენ გაუცნობიერებლად. თუმცა, ხშირად თავად აქვთ ბევრი ლაპარაკის სურვილი.

image






6. კარგ ხასიათზე ხართ - საუკეთესოზეც კი.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები შეიძლება ხშირად იყვნენ ამაღლებულ ხასიათზე. ეს ცნობილია, როგორც "მანია". მათ ნებისმიერი პატარა დეტალი ახარებთ და ფიქრობენ, რომ ცხოვრების საუკეთესო დღე აქვთ. თუმცა, ასეთ მანიურად ბედნიერ ხასიათს ხშირად მოჰყვება დეპრესიული დღეები.

image






7. ბევრ რამეზე ღიზიანდებით.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები შეიძლება მარტივად გაღიზიანდნენ უმიზეზოდ. წვრილმანებიც კი უბიძგებს მათ "აფეთქებისკენ". როცა გაღიზიანება ლიმიტს მიაღწევს, უკვე სერიოზულად ბრაზდებიან.

image

ყველა ეს სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს ცალ-ცალკე ან ერთად. ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ, რათა დროულად მივმართოთ სამკურნალო ხერხებს. დროული მკურნალობის გარეშე, ბიპოლარულმა აშლილობამ შეიძლება სხვა ტვინის დაავადებებს მისცეს დასაბამი, როგორიცაა დეპრესია, ჰიპერაქტიურობა და პიროვნული აშლილობა.


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. ჯანსაღი დილის საიდუმლო - რჩევები ცნობილებისგან

image


2. რა ემართება სხეულს, როცა ზედმეტს ვჭამთ - გაითვალისწინეთ!

image


3. როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, თუ ძილზე უარს ვიტყვით

image

0
546
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0