x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩე ოხვამე" (თეთრი სალოცავი) გალის რაიონის სოფელ თაგილონში, რომელსაც აფხაზებმა სახელი გადაარქვეს და თაგლანი უწოდეს

image რუსმა ტურისტმა რუსულ ინტერნეტ რესურსზე დაწერა საკმაოდ დიდი სტატია ოკუპირებულ აფხაზეთზე, სადაც სამხრეთ აფხაზეთზე გაამახვილა ყურადღება. დიდი სიყვარულით მოიხსენია ბედიის მონასტერი, წუხილი (რამდენად გულწრფელი ამას მე ვერ განვსაზღვრავ ბუნებრივია) გამოთქვა მის მდგომარეობაზე, ასევე ისაუბრა სოფელ ფოქვეშში არსებულ კულტურის ძეგლზე, უძველესი ეკლესიის ნანგრევებზე და გაკვირვებაც გამოთქვა იმის გამო, თუ რატომ უცვლიან ქართულ დასახლებულ პუნქტებს და სოფლებს სახელებს, ფოქვეშს პაკუაში უწოდეს, ოქუმს აკუმ, ტყვარჩელს ატკვარჩალ და ჩვენი სტატიის ობიექტს-სოფელ თაგილონს თაგლანი.
ავტორმა სწორედ თაგილონში ნანახ "ჩე ოხვამეს" მიუძღვნა სტატია. "ჩე ოხვამე" მეგრული სიტყვაა და თეთრ სალოცავს ნიშნავს, ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა და აშენებულია ადგილობრივი ქვებით, მისი აშენება თარიღდება მეჩვიდმეტე საუკუნით, როგორც ამას ტაძარზე მიკრული აბრა გვამცნობს.
ტაძარი ადგილობრივების თქმით ოდიშის მთავრის დადიანის ბრძანებით აუშენებიათ.
როგორც უკვე ავღნიშნე ტაძარი აუშენებიათ ადგილობრივი ქვით, ავტორის თქმით კედლები სრულადაა შენარჩუნებული, გუმბათი ამდენი საუკუნის გასვლის მიუხედავად მაინც იდეალურ მდგომარეობაშია, წვიმის დროსაც კი არ ატარებს წვეთ წყალს.
ტაძარს სარეველა პარაზიტი მცენარე შემოხვევია. ტაძარი, როგორც ჩანს თავის დროზე ორნამენტებიანი ფილებით იყო მოპირკეთებული, რაზეც სალოცავთან დადებული და მიყუდებული ფილები მეტყველებს.
ეკლესიის შესასვლელში ბლომადაა ძველებური ქვევრის ნარჩენები.
ტაძრის შესასვლელთან კი დიდი ქვაა, რომელზეც გამოსახულია ადამიანი მაღლა აწეული ხელით, რომელსაც ექვსი თითი აქვს მტევანზე.
ეს რას უნდა ნიშნავდეს აუცილებლად უნდა შეისწავლონ მეცნიერებმა.
თავად ტაძარი სანახევროდ მიტოვებული სასაფლაოს ეზოშია აგებული და ირგვლივ არცთუ სასიამოვნო ხედი იშლება.
Фрагмент стены храма Че охваме

Табличка при входе в храм Че охваме

Храм Че охваме

Купол из камня
Фрагменты орнамента Че охваме

Шестипалый человек на фрагменте орнамента Осколки кувшинов

0
220
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
220