x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოპულარული სამხრეთ კორეელი მომღერალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
image

პოპულარული სამხრეთკორეელი მომღერალი და მსახიობი გუ ჰარა სეულში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.იგი 28 წლის იყო.



გუ ჰარამ განსაკუთრებით დიდ პოპულარობა კეი-პოპის ჟანრში მოიპოვა, როდესაც 2008 წლიდან ჯგუფ Kara-ს შემადგენლობაში გამოდიოდა.ამის გარდა ჰუ ჰარამ ჩაწერა სოლო ალბომი და თამაშობდა ფილმებში, მისი დებიუტი შედგა ტელესერიალში "ქალაქელი მონადირეები"(2011 წ.)ამის გარდა იყო მუსიკალური შოუს Inkigayo-ს წამყვანი.შემდეგ კი შექმნა საკუთარი შოუ "ჰარა ON & OFF".იყო რამდენიმე ჯილდოს და პრემიის მფლობელი.

image


ამა წლის 26 მაისს გუ ჰარა თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. მოგვიანებით მან თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა და სცენას დაუბრუნდა.

imageფოტოზე:გუ ჰარა(მარცხნიდან მესამე) ჯგუფ Kara-ს შემადგენლობაში


2019 წლის 24 ნოემბერს, ჰარა გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში, ჩხონდამ დონგში, კანამგუს რაიონში, სეულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. პოლიცია იკვლევს გარდაცვალების მიზეზს, თუმცა დიდი ალბათობით, არსებობს ვარაუდი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.


0
317
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0