x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"პალიტრა L" თბილისის წიგნის ფესტივალზე ბევრი სიახლითა და დიდი ფასდაკლებებით იქნება წარმოდგენილი
image


დღეები, რომლებსაც ლიტერატურის მოყვარულები მთელი წლის განმვლობაში ელიან, ახლოვდება. 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, "თბილისის წიგნის ფესტივალზე", გამომცემლობა "პალიტრა L", ტრადიციულად, მე-11 პავილიონში ბევრი სიახლითა და დიდი ფასდაკლებებით იქნება წარმოდგენილი.


როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, წიგნის დღეებზე მკითხველს "ექსპო ჯორჯიაში" ახალი თარგმანები, წლის ბესტსელერები და საბავშვო ლიტერატურა დახვდება. ასევე, გაიმართება შეხვედრები ავტორებთან, ბიზნესლიტერატურის კონსულტანტებთან, გასართობ-შემეცნებითი თამაშები ბავშვებისათვის და "ლიბერთინსისა" და "წიგნის თაროს" ინტეგრირებული ვიქტორინა, რომელზეც გამარჯვებულები "ლიბერთინსის" წიგნებით დასაჩუქრდებიან.


ძირითადი ფასდაკლებების გარდა, მკითხველს ელის "ბედნიერი საათები", რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სერიის წიგნებზე 20-50%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს. გთავაზობთ "ბედნიერი საათების" გრაფიკს:



ლიბერთინსი - 28 ნოემბერი, 18:00;

დისნეის სახეობა - 30 ნოემბერი, 15:00;

ლურჯი ოკეანე - 30 ნოემბერი, 16:00;

გახდი ბესტსელერის ავტორი - 1 დეკემბერი, 17:00



29 ნოემბერს კი, "შავი პარასკევის" აქციის ფარგლებში, "პალიტრა L-ის" წიგნების შეძენა 30%-დან 80%-მდე იქნება შესაძლებელი.


ფესტივალზე წარმოდგენილი წიგნების კატალოგის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე: http://bit.ly/2qAkiHD

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0