x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ტომა ჟდანოვა, ულამაზესი გოგონა, რომელსაც უცხოური ბრენდის მანქანები არ აინტერესებს და 2 "ВАЗ-2106" ჰყავს

image თანამედროვე ახალგაზრდები ოცნებობენ ჰყავდეთ უცხოური ბრენდის მანქანა ან სულაც მანქანები, თუმცა როგორც ჩანს არიან განსხვავებული გემოვნების ახალგაზრდები, რომლებსაც არ აინტერესებთ ცნობილი ბრენდის მანქანა და უპირატესობას საბჭოთა და რუსული წარმოების "ВАЗ-2106"-ს ანიჭებენ. ერთერთი ასეთი ახალგაზრდა, ულამაზესი მოსკოვში მცხოვრები ტომა ჟდანოვაა, რომელსაც აღნიშნული მარკის ორი მანქანა ჰყავს და მათთან ერთად გადაღებულ სურათებს ხშირად აქვეყნებს "Instagram"-ის საკუთარ გვერდზე.
ხან მარტო, ხანაც მეგობრებთან ერთად გადაღებულ სურათებში აღნიშნული მოდელის მანქანები იწონებენ მფლობელთან ერთად თავს.

Фото: @_tomato_333_
ტომამ მანქანის ტარება 2016 წელს დაიწყო, დაიწყო და მალევე დიდ პრობლემაში გაჰყო თავი, შუქნიშანთან "Mercedes-Benz 190E "-თი მყოფს მანქანის სალონში კრაზანა შეუფრინდა, შეშინებულმა ტომამ უნებურად დააჭირა ფეხი აქსელერატორს და წინ მდგარ ჯიპს შეასკდა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული აღმოჩნდა.
ტომას მერსედესის გაყიდვამ მოუწია გარკვეული თანხაც დაამატა და დაზარალებული გაისტუმრა.
ტომას მამის ნაჩუქარი "BMW E34"-იც ჰყავდა, თუმცა მისმა რემონტმა მას ნერვები მოუშალა და მანქანა გაყიდა, სწორედ გაყიდვისას შეამჩნია ტომამ იქვე მდგარი "ჟიგული", რომელიც ძალიან მოეწონა და მალევე იყიდა კიდეც. იმ დღის შემდეგ უკვე მესამე წელია და ტომაც უცხოური ბრენდის მანქანებისკენ არც კი გაუხედავს.
Фото: @_tomato_333_

ტომამ მანქანის სრუფასოვანი ტარება სწორედ "ВАЗ-2106"-ზე ისწავლა, რადგან მანქანა იაფად იყო ნაყიდი და სათადარიგო ნაწილებიც არ ღირდა ძვირი.
თან უცხოური ბრენდის მანქანასთან შედარებით "მძიმე" სატარებელიც იყო.
თუმცა ტომა ისე მიეჩვია მანქანას მალევე მეორეც იყიდა, რადგან პირველ მანქანაში ტრადიციულმა პრობლემამ-ჟანგმა იჩინა თავი.
მეორე მანქანა საბჭოთა პერიოდში იყო გამოშვებული და შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო.

Фото: @_tomato_333_
მეორე მანქანას ტომამ დეტალები შეუცვალა, გაბზარული საქარე მინაც შეცვალა და მანქანას დაამსგავსა მთლიანობაში, ძრავასაც შესაბამისი რემონტი ჩაუტარა.
Фото: @_tomato_333_
როგორც თავად ნახავთ სურათებზე, ტომა ულამაზესი გოგონაა და მისი გარეგნობის გოგონა ალბათ რომელიმე ცნობილი ბრენდის მანქანის საჭესთან უნდა იჯდეს და ეს მომავალში ალბათ ასეც იქნება.

Фото: @_tomato_333_
თავისუფალ დროს ტომა დიდ დროს უთმობს სპორტულ დარბაზში ვარჯიშს, ასევე პროფესიონალურად ეკიდება პირსინგს და ტატუს. მას "Instagram"-ზე გახსნილი აქვს არხი, სადაც დებს თემებს პირსინგზე და ვარშიზე და კიდევ, "ჟიგულების" ნაწილობრივი "ტიუნინგიც" კარგად ეხერხება, თუმცა საკუთარ მანქანაზე ეს არ გაუკეთებია.
Фото: @_tomato_333_
0
1550
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1550