x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ირმა ინაშვილი – დევიდ კრამერი IRI- ს ბორდის წევრი ყოფილა, დამატებითი კომენტარი საჭირო აღარაა
imageდევიდ კრამერი IRI- ს ბორდის წევრი ყოფილა. იმედია, დამატებითი კომენტარი საჭირო აღარაა, -ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ანალიტიკოს გია აბაშიძის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, IRI- ს თავმჯდომარის მოადგილე რენდი შენემანი 2004 წლიდან ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური აგენტია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო დევიდ კრამერი – IRI- ს ბორდის წევრი.


image

როგორც ჩანს, ბოლომდე არ გინახავთ ჩემს მიერ დადებულ ბმულებზე არსებული საჯარო ინფორმაცია. ნაცმო-ს IRI-ის მენეჯერ რენდი შენემანის PR-კომპანია Orion Strategies-ს 2019 წ. 8 ოქტობრიდან, 2020 წ. 8 ოქტომბრამდე [კონტრაქტი, შესაძლოა, მხარეთა მიერ გაგრძელდეს. გამოდის, რომ არსებული სისტემით, არჩევნების დაგეგმილ ვადებში ჩატარებას ნაცმო განიხილავს] რეგისტრირებული აგენტობა/ლობიზმისთვის გადაუხდის $250.000 [ნეტავ, საიდან, აქციებისთვის ყალბად რომ იხვეწებიან შემოწირულობებს?]. იმავე IRI-ის ბორდში არის დეივიდ კრემერი - მართლა რომ უსაქციელობა გამოავლინა ოპონენტ ირმა ინაშვილთან თბილისში გამართულ ცნობილ კონფერენციაზე. პარტიის აგენტობა/ლობიზმი იცით, რა არის? ეს $250.000 დაიხარჯება შეკვეთილ კომენტარებზე, ღონისძიებებზე, სტატიებზე და ა.შ. ამერიკაში ლეგალურია, ოღონდ, იქაურ 'საჯარო რეესტრში' ეს უნდა თქვა, თორემ მათი კონტრდაზვერვა გაგანადგურებს. თუმცა, 'ლევად' არარეგისტრირებულ 'გამაზვას' ვერცერთი სპეცსამსახური ბოლომდე ვერ გააკონტროლებს.

P.S. აწი ოპონენტებო, შემოხტით წიოკითა და ნარატივებით - პუტინის, ბიძინას მონავ, რამდენი გადაგიხადეს გჰია, ჯია? Who cares? ისევ თავს იბანძებთ. სხვა არაფერი თემა კი განვრცობადია..."-წერს აბაშიძე


image

როგორც მოგეხსენებათ ამა წლის სექტემბერში გამართულ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა, "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან მივიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, რომელმაც ჟურნალისტებს და ინაშვილს საკმაოდ აგრესიულად მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.


ამის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს და მოთხოვნით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერი პერსონა ნონ-გრანტად გამიცხადდეს და საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს.


1
574
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
574
  
2019, 28 ნოემბერი, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1