x
image
მაია 24
8 ფილმი, რომელიც ფსიქოლოგიით დაინტერესებულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ
image



ფსიქო/ Psycho


გენიალური ჰიჩკოკი! პირველი ფსიქოანალიტიკური თრილერი! ბავშვობაში მშობლების მიერ დამახინჯებული ფსიქიკა, სერიული მკვლელები… ახალგაზრდა კლერკი ფულს გაიტაცებს და ერთ მოტელს შეაფარებს თავს… მენეჯერს ფსიქიურად დაავადებული დედა ჰყავს… ქალი აბაზანაში შედის შხაპის მისაღებად და უცებ… სცენა, რომელმაც მსოფლიო შეძრა… ფროიდის მიმდევრებმა მოტელი ამგვარად დაჰყვეს – ზემოთ სართული, სადაც დედა ცხოვრობს – სუპერეგოა, სართული, სადაც ის კლიენტებს იღებს – ეგო, ქვემოთ, სარდაფი კი – ID.



კრავთა დუმილი


ფსიქიატრიის მეცნიერებათა დოქტორი და ამავდროულად კანიბალი ჰანიბალ ლექტერი. სერიული მკვლელის ფსიქოლოგია და ფსიქიკური გადახრების მთელი კასკადი: ისტერიული პიროვნული აშლილობა, იდენტურობის დისოციაციური აშლილობა, თეატრალიზებული აშლილობა, ტრანსვესტიტული ფეტიშიზმი, ტრანსექსუალიზმი… მოკლედ, ფსიქოლოგებისთვის ძალიან, ძალიან მსუყე მასალა. ვიცი, რომ ნანახი გაქვთ! უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა ნახოთ!




ობობა/The spider


შიზოფრენიით დაავადებული დენის კლეგს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მშობლიურ ქალაქში გზავნიან, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა მოათავსონ. ეს ცენტრი სწორედ იმ რაიონშია განთავსებული, სადაც მან ბავშვობა გაატარა. მოგონებები ცოცხლდებიან, იარები იხსნებიან, ყველაფერს ფანტაზიები ერთვება და ტრავმები ბრუნდება.. ბავშვობის ტრავმები. ფროიდიზმი ქრონბერგის პერსპექტივიდან.



ანტიქრისტე/Antichrist


უმძიმესი ფილმი, რომელიც სწორედ ამ სიმძიმის გამო აკრძალულია ბევრ უცხოურ საიტზე, თუმცა ქართველები გულმაგრები ვართ და შეგიძლიათ მოიძიოთ. წყვილს სექსის დროს ბავშვის გამოღვიძება გამოეპარებათ და ბავშვი ფანჯრიდან ვარდება. ცოლი ჭკუიდან ირყევა ფსიქოტერაპევტი ქმარი კი მის განკურნებას ცდილობს – იგი მიჰყავს ტყეში, აგარაკზე. ცოლს ტყის საშინელი ფობია აქვს.



ჩვეულებრივი ადამიანები/Ordinary people


ოთხი ოსკარის, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის და უამრავი პრიზის მფლობელი უბრალოდ გენიალური ფილმი. ეს რობერტ რედფორდის სადებიუტო ნაშრომია, რომლის გამოსვლის შემდეგ ფსიქიატრებისგან სამადლობელ წერილებს იღებდა. ფილმი ურთიერთობებზეა, საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე, სინანულზე და იმაზე, თუ როგორ აისახება ეს დანაკარგი ადამიანის ფსიქიკაზე. გარდა ამისა, ფსიქიატრიის უდიდეს მნიშვნელობასაც ესმება ხაზი.



პიანინოს მასწავლებელი/Piano teacher


სადომაზოხისტური მიდრეკილებების მქონე პიანისტი ქალის ისტორია, რომელიც ტირან დედასთან ერთად ცხოვრობს. გოგონა იმდენად ვერ იტანს მას, იმდენად უნდა საკუთარი თავის "დედისგან" გამიჯვნა, მისგან დიფერენციაციას "მამად" გახდომით ცდილობს. ეს არის ყველაზე რთული ქეისი ფსიქიატრიაში. ფილმი, რომელზეც ბევრი უნდა იფიქრო.



აპოკალიფსი ახლა/APOCALYPSE NOW


ადამიანის ყველაზე ბნელი მხარის შედეგი - ომი. სრული სიგიჟე და აბსურდულობა. კოპოლას ომის ფსიქოლოგია და მისი ეფექტი ადამიანის ფსიქიკაზე. მორალის მსხვრევა და დიალოგები, რომლებიც გაიძულებენ იფიქრო, ბევრი იფიქრო.



არ იყურო/Don’t look now


ჰიჩკოკური ფილმია. საკმაოდ მძიმე. დაღი, რომელსაც ჩვენს ფსიქიკას საყვარელი ადამიანის სიკვდილი ასვამს. ცოლ-ქმარი საყვარელ გოგონას კარგავს, იგი აუზში იხრჩობა, თუმცა როგორც მათ ატყობინებენ კავშირზე გამოსვლას ცდილობს…




ასევე ნახეთ:


20 საოცარი ფილმი, რომელიც შეიძლება ნანახი არ გქონდეთ



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
1475
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0