x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
2020 წლის გაზაფხულის 7 მთავარი მოდური ტრენდი
imageდიზაინერებმა 2020 წლის გაზაფხულის სეზონისთვის საინტერესო კოლექცია შემოგვთავაზეს. ვალენტინომ, მარინა მოსკონემ, პიერ მოსმა და ჩალაიანმა აქცენტი თეთრი ზედის ვარიაციებზე გააკეთეს. პროენზა შოულერისთვის, მაგლერისთივს, მაიკლ კორსისთვის და დიონ ლიისთვის კი მთავარი თეთრეულის სტილში გადაწყვეტილი წვეტიანმხრებიანი პიჯაკი იყო. "ეიფორიის" ეფექტი იგრძნობოდა ივ სენ ლორანის, რალფ ლორენის, ადამ ლიპსის და ლატას კოლექციებში, რომლებმაც საღამოს ლუქები შემოგვთავაზეს.


სტატიაში წარმოგიდგენთ 2020 წლის გაზაფხულის 7 მთავარ ტრენდს.






1. ხელნაკეთი

სეზონზე დიდი ყურადღება ექცევა ტანსაცმელს, რომელიც ხელით შექმნილს ჰგავს. დიზაინერებმა აქტიურად გამოიყენეს ფაბრიკანტთან შერეული კუსტარული მოტივები, ნაქარგი თოკები და ჩახლართული ნაქსოვები.

image






2. შემობრუნებული, ახლებურად დანახული კლასიკა


დიზაინერებმა ახალი სიცოცხლე აჩუქეს კლასიკურ ტანსაცმელს - სპორტულ შარვალს, ჯინსებს, ბამბის ჟაკეტს, პოლოს მაისურს და საზღვაო ტანსაცმელს.

image






3. გარდაქმნილი თეთრი პერანგი

კლასიკური, თეთრი პერანგი ყოველთვის იყო ქალის გარდერობის აუცილებელი ნაწილი, თუმცა, ამ სეზონზე დიზაინერებმა ის უჩვეულო ჭრილებით, ნაკეცებით, ტექსტურით და დეკორატიული ელემენტებით დატვირთეს.

image






4. მაღალი დონის ბრწყინვალება

დიზაინერებმა სადა სილუეტის სამოსი გააფორმეს ბზინებით, მეტალებით და ბრჭყვიალებით, რითაც დახვეწილი და თვალისმომჭრელი კაბები შექმნეს.

image






5. გაბერილი მკლავები

გაბერილი მკლავები არაერთი დიზაინის კოლექციაში გამოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ ის სეზონის უდავო ტრენდი იქნება.

image






6. დიდი ზომის, თამამი ყვავილები

საკითხავია, ყვევილების პრინტი არის თუ არა ინოვაცირი? ალბათ, ამ სეზონზე სიახლე ისაა, რომ სამოსზე უფრო დიდ, თამამ, მოცულობით ყვავილებს შენიშნავთ.

image






7. წვეტიანი პიჯაკი

ეს კლასიკური პიჯაკის ახლებური ვერსიაა. ზოგმა დიზაინერმა, მაგალითად მალგერმა, დიონ ლიმ და პროენზა შოულერმა გარისკეს და ტრადიციულ პიჯაკს ქალის თეთრეულის დეტალები, მსუქბუქი ქსოვილები და კორსეტები დაამატეს.

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. რომელს უფრო უხდება? - ცნობილი დიზაინერების კაბები მოდელებსა და სელებრითებზე

image


2. როგორ შევუხამოთ ფეხსაცმელი ნებისმიერ ტანსაცმელს

image


3. რომელ სუნამოებს ირჩევენ ყველაზე წარმატებული ქალები

image

6
652
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
652
  
2019, 23 დეკემბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 23 დეკემბერი, 13:56
მართლაც, რააა, წაიღეს ტვინი(( თანაც რა სახელებს ირქმევენ))))))
2019, 22 დეკემბერი, 0:51
ოეეეეეეეეეეეეეეე ადმინ ამ სირებს რატომ არ ბლოკავთ??????
2019, 21 დეკემბერი, 3:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 21 დეკემბერი, 0:20
ტრენდი ახალი ქართული სიტყვაა ხო?????
2019, 20 დეკემბერი, 11:30
ამის დიზაინერს სინდისი არ აქვს?)))
0 1 6