x
მეტი
  • 18.01.2020
  • სტატია:98290
  • ვიდეო:343798
  • სურათი:460491
10 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელთა დახმარებით ნებისმიერ ინტერვიუზე მოხიბლავთ დამსაქმებელს
imageსაკუთარი თავის სათანადოდ წარმოჩენა მნიშვნელოვანი უნარია, განსაკუთრებით კი სამსახურის გასაუბრებებზე. დამქირავებლები მარტო პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას კი არ აქცევენ ყურადღებას, არამედ თქვენს თავდაჯერებულობის დონეს, საუბრის მანერას და ბევრ სხვა რამეს. თუმცა, უნარების გარდა, არსებობს ფსიქოლოგიური ხერხები, რაც დაგეხმარებათ, სამსახურთან დაკავშირებული ოცნებები უფრო სწრაფად და მარტივად აისრულოთ.






1. არ დანიშნოთ შეხვედრები ორშაბათს და პარასკევს.

ფსიქოლოგებმა და კადრების აყვანის აგენტებმა დაადგინეს იდეალური დრო გასაუბრებისთვის: სამშაბათი, დილის 10-დან 3 საათამდე. ამ დღეს და ამ დროს დამქირავებელზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენის ყველაზე მეტი შანსი გაქვთ. აი, რატომ: ორშაბათი ყველასთვის მძიმე დღეა და გამონაკლისი არც HR დეპარტამენტია. პარასკევობით კი ყველა შაბათ-კვირაზე ფიქრობს. ასე რომ, კვირის შუალედი უნდა გამოიყენოთ საკუთარი თავის წარმოსაჩენად, ოღონდ, ადრიან დილასაც ნუ შეარჩევთ.

image






2. შესაძლოა, შიშველმა ფეხებმა პირველი შთაბეჭდილება გააფუჭოს.

თქვენი სამოსის ფერი დიდ გავლენას ახდენს დამსაქმებელზე. მაგალითად, თუ ლურჯ ან ყავისფერ კოსტუმს ატარებთ, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული კანდიდატი ხართ. ერთადერთი ფერი, რომელიც თქვენს კანდიდატურას მაშინვე უკან დახევს, სტაფილოსფერია. თუმცა, ტანსაცმლის ფერის გარდა სხვა რაღაცებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.



არ დაგავიწყდეთ კოლგოტის შესახებ! კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ერთი შეხედვით მცირე დეტალს, სინამდვილეში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია დამსაქმებელზე. შიშველი ფეხების მქონე ქალებს გასაუბრებაზე, სამწუხაროდ, არასერიოზულად მიიჩნევენ.


კიდევ ერთი რამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ - ფსიქოლოგიურად მაღალი ადამიანი ლიდერისა და პროფესიონალის შთაბეჭდილებას ტოვებს. სტატისტიკურად, მათი ხელფასი დაბალ ადამიანებისაზე მეტიც კია.

image






3. გამოიყენეთ ჩაცმის ხერხები, რომლის დახმარებითაც ყველას დაუყოვნებლივ მოეწონებით.

ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი "პოზიტიური განმტკიცება", რომელიც ნიშნავს ადამიანის სურვილს, გააკეთოს სასიამოვნო საქმის კეთება. ამ ეფექტის გამოყენება თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ.


როცა სამსახურს ეძებთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე მკაცრი დამსაქმებელიც კი ქვეცნობიერად მეტად ენდობა იმ კანდიდატს, რომელთანაც საერთოს აღმოაჩენს, მაგალითად ჰობის, ჩაცმის სტილს, მუსიკას ან წიგნებს. მაშინაც კი, თუ სამსახურისთვის იდეალური კანდიდატი არ ხართ, ამ ხერხით დამსაქმებელთან ქულებს დაიწერთ.

image






4. არის სიტყვები, რომლებიც არასდროს უნდა თქვათ.

ზოგი სიტყვა კანდიდატისთვის წითელ დროშას ნიშნავს. ფსიქოლოგებმა სპეციალური კვლევაც კი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ საუბრისას ყოყმანი და ისეთი სიტყვების ხშირად გამოყენება, როგორიცაა ინგლისურში "like", სამსახურის მიღების შანსებს ამცირებს.


თუმცა, ეს წესი 30-40 წელს გადაცილებულ დამქირავებლებთან უფრო მუშაობს. ახალგაზრდა ბოსები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ თქვენი ლაპარაკის მანერას.

image






5. ღიმილმა შესაძლოა შთაბეჭდილება გააფუჭოს, მაშინაც კი, თუ პროფესიონალი ხართ.

დამქირავებლებს არ მოსწონთ ადამიანები, რომლებიც მუდამ იღიმიან. ეს ფსიქოლოგიურია. ადამიანი, რომელიც ხშირად იღიმის, სამწუხაროდ, არასერიოზულად აღიქმება.


ერთადერთი სამსახურის ტიპი, სადაც ღიმილს უპირატესობა ენიჭება, ადამიანებთან მუშაობაა (მაგალითად გაყიდვების კონსულტანტი). ყველა სხვა სამსახურში დამქირავებელი სერიოზული სახის მქონე ადამიანს ეძებს.

image






6. გამოიყენეთ ჭკვიანური ხრიკი, როცა თქვენი CV-დან გისვამენ კითხვებს.

დიდ კომპანიებში დამქირავებელს ბევრ კანდიდატთან უწევს შეხვედრა და გასაუბრებები მეტ-ნაკლებად ერთნაირია. მომავალი თანამშრომელი პასუხობს კითხვებს, რომლისთვისაც წინასწარვე იყო მზად. საბოლოოდ კი, დღის ბოლოს, დამქირავებლის თვალში ყველა ერთნაირია. თუმცა, არსებობს ერთი საიდუმლო.


გადაუხვიეთ მონოტონურ საუბარს და უთხარით, "მოდით, ისეთ რამეს გეტყვით, რაც CV-ში არ მიწერია". ეს ფრაზა დამქირავებლის ყურადღებას მიიპყრობს და თქვენს თავს განსხვავებულად დაანახებს.

image






7. სპეციალური საუბრის ტექნიკით პრივილეგიას მოიპოვებთ.

ყველა ადამიანს მოსწონს, როცა ყურადღებით უსმენენ. არც დამქირავებლები წარმოადგენენ გამონაკლისს. ფსიქოლოგები გირჩევენ, გამოიყენოთ ტექნიკა "უკუქცევითი მოსმენა". ეს კომუნიკაციის ერთ-ერთი სტრატეგიაა და 3 საფეხურს მოიცავს: გაიმეორეთ, დაეთანხმეთ და დაამატეთ. მოსმენისა და თავის დაქნევის გარდა, ადამიანს უნდა აჩვენოთ, რომ მისი ნათქვამი გაიგეთ. ქვევით ამის მაგალითს გთავაზობთ.


დამქირავებელი: "ჩვენ ისეთ ადამიანს ვეძებთ, რომელიც მზადაა, 8 საათი გაატაროს ოფისში ორშაბათიდან პარასკევამდე და ზოგჯერ შაბათ-კვირასაც. დამატებითი სამუშაო დღეებისთვის ანაზღაურება მეტი იქნება".

კანდიდატი: "სხვა სიტყვებით, ჩვეულებრივი სამუშაო კვირა მექნება ზოგჯერ დამატებითი სამუშაო დროით (გამეორება). ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს (დათანხმება). თუმცა, შემიძლია, სამუშაო პროცესი ისე წარვმართო, რომ შაბათ-კვირას მუშაობა არავის მოუწიოს (დამატება)."


ამ სტრატეგიის გამოყენებით მოლაპარაკებების ხელოვანი გახდებით. ის, ვისაც უკვე დაეთანხმეთ, უარს ვეღარ გეტყვით.

image





8. CV-ის ფოტო ცოტათი პროვოკაციული უნდა იყოს.

ქალები, რომლებსაც CV-ის ფოტოში დეკოლტე უჩანთ, 19-ჯერ მეტად იღებენ სამსახურს, ვიდრე სხვები. რა თქმა უნდა, ძალიან შორს არ უნდა წახვიდეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, თუ დამსაქმებელს არჩევანის გაკეთება მოუწევს ღილებით შეკრულ პერანგიანსა და დეკოლტიან კანდიდატებს შორის, ის ამ ბოლოს აირჩევს. ეს ხერხი ყველა სახის სამსახურისთვის მუშაობს, დაწყებული ბუღალტრიდან, დამთავრებული გაყიდვების აგენტით.

image






9. სახის ერთი მონაკვეთი განსაკუთრებულად იქცევს ყურადღებას.

როცა ადამიანს ვესაუბრებით, ქვეცნობიერად ყურადღებას ვაქცევთ მისი სახის "სამკუთხედს" - თვალებს, ცხვირს და ტუჩებს. ზედმეტი მაკიაჟი, ისევე როგორც მთლიანად უმაკიაჟო, გადაღლილი და უძინარი სახე, დამქირავებელზე კარგ გავლენას ვერ მოახდენს.

image






10. საბოლოო შედეგზე ისიც ახდენს გავლენას, თუ რას აკეთებთ, სანამ ინტერვიუს ელოდებით.

ინტერვიუს დროს თითოეულ დეტალს ექცევა ყურადღება: მაშინაც გაკვირდებიან, როცა გასაუბრებას ელოდებით. ექსპერტები არ გირჩევენ ლოდინისას მობილურზე საუბარს ან ყავის დალევას. თქვენ ხომ წარმოდგენა არ გაქვთ, როდის გამოჩნდება დამქირავებელი და დაგიძახებთ გასაუბრების ოთახში.


აჯობებს, ისეთი საქმე აკეთოთ, რომ მარჯვენა ხელი თავისუფალი გქონდეთ, რათა საჭიროების შემთხვევაში დამქირავებლისთვის ხელის ჩამორთმევა შეძლოთ. შეგიძლიათ, ლოდინის დროს მდივანს ესაუბროთ ან გაზეთი წაიკითხოთ.

image

ოდესმე თუ გამოგიყენებიათ ამ ხერხებიდან რომელიმე? გაგვიზიარეთ თქვენი წარმატების საიდუმლო კომენტარებში♥


p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.




ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ვუპასუხოთ ინტერვიუს 10 ყველაზე პოპულარულ კითხვას

image


2. სიტყვები, რომლებიც ხშირად გვერევა ერთმანეთში - დაიმახსოვრეთ განსხვავება!

image


3. რას ნიშნავს სინამდვილეში ცნობილი ბრენდების სახელები და ლოგოები

image

2
548
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
548
  
2019, 19 დეკემბერი, 2:47
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2019, 18 დეკემბერი, 18:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2