x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
რატომ არ ჩავიდა სტალინი დედის დაკრძალვაზე საქართველოში

image



1937 წლის ზაფხულში, დიდი ტერორის დროს, საქართველოში გარდაიცვალა იოსებ სტალინის დედა, ეკატერინა ჯუღაშვილი. სახელმწიფოს მეთაური, რომელიც წერილებში ათას წელ სიცოცხლეს უსურვებდა დედას, თბილისში მის დაკრძალვაზე არც კი მისულა.


ეკატერინა (კეკე) ჯუღაშვილი არ გამოირჩეოდა კარგი ჯანმრთელობით. 1902 წელს, სტალინმა დაწერა, რომ მისი დედა ძალიან ახველებდა. მარტოობაც არ უწყობდა ხელს ხანდაზმული ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას. კეკე თბილისში ყოფილი სამეფო გუბერნატორის სასახლეში ცხოვრობდა, მისი ოჯახის სხვა წევრებისგან იზოლირებული იყო. 30-იანი წლების დასაწყისში იგი შვილს კრემლში ეწვია, მაგრამ დარჩენა არ მოისურვა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.


”მას არ უნდოდა კრემლში ნესტიან მიწაზე ყოფნა, ” - თქვა ლავრენტი ბერიამ. მისი პროგნოზი რამდენიმე წლის შემდეგ განხორციელდა: ეკატერინა ჯუღაშვილი მძიმედ დაავადდა პნევმონიით. 79 წლის ქალი გარდაიცვალა. ქალი, რომელმაც მე –20 საუკუნის ერთერთი ყველაზე დიდი დიქტატორი დაბადა. ექიმებმა გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კარდიოსკლეროზი დაასახელეს.





image



იმ დროს, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სტალინმა შეიარაღებული ძალების გრანდიოზული წმენდა დაიწყო. იმ დღეების ვითარება, რასაც ყველა საბჭოთა მოქალაქე განიცდიდა, კარგად არის გადმოცემული დრამატურგ ალექსანდრე გლადკოვის დღიურში:


”ყველგან საუბრობდნენ ტუხაჩევსკის, რუდზუტაკის ეიდემანის, კრესტინსკის, კარახანის, როზენგოლცის და სხვების დაპატიმრებებზე.” პრავდას ” გამოცემაში გაჟღერდა მოწოდება -” დაუნდობლად გაანადგურე და გაათავისუფლე ქვეყანა ტროცკისტულ მემარჯვენე ჯაშუშებისგან." სიტყვა ჯაშუშები მიუთითებდა სავარაუდო დანაშაულის განსაკუთრებული ხასიათის შესახებ, ე.ი. მხედველობაში ქონდათ სამხედროები და დიპლომატები.


იმავე დღეს, სტალინმა განიხილა საკითხი წითელი არმიის მაღალი სარდლობის შეთქმულების თაობაზე ეჟოვთან, მოლოტოვთან და კაგანოვიჩთან. სწორედ ამ შეხვედრაზე განისაზღვრა ბრალდებულების შემადგენლობა "ანტისაბჭოთა ტროცკისტული სამხედრო ორგანიზაციის" საქმეში.


ამ ფონზე, ხალხთა მამის პირადი ცხოვრების მოვლენას შეიძლება დამახინჯება მოეხდინა დღის წესრიგისა, რომელიც მას ძალიან სჭირდებოდა. სტალინმა მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება - კეკეს სიკვდილი საჯაროდ გამოცხადდა საქართველოში, ხოლო სხვა რესპუბლიკების მაცხოვრებლებს არ უნდა სცოდნოდათ ამის შესახებ. ოფიციალურად არავის უთქვამს სამძიმარი სტალინისთვის. ლიდერს მთავარი საკითხი უნდა გადაეწყვიტა - დაკრძალვაზე დასწრებულიყო თუ არა.




image



” პატარა სოსოს ფოტოსურათი ყოველთვის გულთან ახლოს მაქვს. ის იქნება ადამიანი, ვინც ჩემს საფლავზე იტირებს. ის მე მიგზავნის ტკბილ სიზმრებს." ამ სიტყვებით, 1935 წელს კეკე ჯუღაშვილმა დაასრულა მისი მოგონებების მცირე რვეული. თუმცა, სტალინის დედის სურვილს აღსრულება არ ეწერა.


1937 წლის 8 ივნისს ეკატერინა ჯუღაშვილი (გელაძე) დაკრძალეს თბილისის მთაწმინდის პანთეონში, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეების დაკრძალვისთვის. ცერემონია მართლმადიდებლური წესის მიხედვით ჩატარდა, მაგრამ ბოლოს ორკესტრმა დაუკრა ინტერნაციონალური. კუბო მიქონდათ ლავრენტი ბერიას და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ოფიცრებს, მათ თან მიყვებოდათ სახალხო თავდაცვის კომისარი კლიმენტი ვოროშილოვი. თავად იოსებ სტალინი მხოლოდ სიმბოლურად იყო წარმოდგენილი . საფლავზე მიიტანეს გვირგვინი, რომელზეც ქართულად იყო წარწერა - "ძვირფას და საყვარელ დედას შვილისგან იოსებ ჯუღაშვილისგან." სტალინმა შვილებს - იაკობს, ვასილს და სვეტლანასაც არ მისცა უფლება, რომ წასულიყვნენ ბებიასთან გამოსამშვიდობებლად.


როგორც ჩანს, ამ საქციელის მიზეზი მხოლოდ ის არ იყო, რომ სტალინმა მნიშვნელოვანი საკითხების გამო ვერ დატოვა მოსკოვი. სულაც ავიაციას შეეძლო განეხორციელებინა სწრაფი ფრენა თბილისამდე და უკან. საინტერესოა ისტორიკოს ედუარდ რაძინსკის ვერსია - რომ სტალინს ეშინოდა რეპრესირებულთა შურისძიებისა.


სავარაუდოდ, მართლები არიან ისინი, ვინც სტალინის საქციელში ხედავენ, მისი დედისადმი ნამდვილ დამოკიდებულებას. როგორც სვეტლანა ალილუიევა ამბობდა, მამამისს ეშინოდა დედისა. ამდენი წლის შემდეგაც მან ვერ აღმოფხვრა ის შიში, რომელიც ბავშვობიდან დარჩა, როდესაც კეკე უმოწყალოდ სცემდა სამაგალითო ვაჟს, როგორიც მან მას 1935 წელს უწოდა. ან იქნებ სტალინს რცხვენოდა იმისა, რომ დედის მთავარი იმედი არ გაამართლა და არ გახდა მღვდელი?

0
3759
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
3759
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0