x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალს ნორმალურად სიარული არ შეუძლია 13 ზომის ბიუსტის ზომის გამო და მისი ზომების შესამცირებელი ოპერაციისათვის ფულს აგროვებს

image 26 წლის ინგლისელმა ქალმა დატფორდიდან-ელის უისკინმა გამომცემლობა " Kentlive.news "-ს უამბო თავის პრობლემებზე, რომელსაც მას უქმნის 13 ზომის ბიუსტი. გოგონები ათასობით დოლარს ხარჯავენ პლასტიკურ ოპერაციებში ბიუსტის ზომების გასადიდებლად, ელისი კი ფულს აგროვებს ოპერაციისათვის რათა ბიუსტის ზომა შეიმციროს.
მისი თქმით მას უჭირს გადაადგილება, რადგან დიდი ზომის ბიუსტის გამო მალე იღლება, ხოლო ზურგის არეში მძიმე ბიუსტის გამო მუდმივად გრძნობს ტკივილს, თან 2 წლის გოგონას ხელში დაჭერას დიდხანს ვერ ახერხებს.
image ელისმა გამომცემლობას უამბო, რომ ექიმებმა გამოკვლევების მიუხედავად ვერ დაადგინეს მიზეზი თუ რატომ მოიმატა სრულიად მოულოდნელად კატასტროფულ მოცულობამდე მისმა ბიუსტმა. უამრავი ქალი შეგნებულად იდიდებს მკერდს, ელისი კი თვლის, რომ მისი ბიუსტის ზომა არანორმალურია და გახსნა ანგარიში, სადაც მსურველები ჩარიცხავენ ფულს რათა მან შესძლოს ოპერაციის ხარჯების დაფარვა.
თავის მხრივ ელისი მზადაა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გადასცეს მისი ბიუსტის ნაწილი საჭირო მასალად, სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულებისთვის ან მკერდის აღდგენის მსურველებისათვის.
image ექიმებმა გააფრთხილეს ელისი, რომ თუ მეორე შვილს გააჩენს, მკერდზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ უკვე ვეღარ შესძლებს ბავშვის ძუძუთი კვებას.
მიუხედავად ამისა ელისი საჭირო თანხის შეგროვების შემთხვევაში მზადაა დაუყოვნებლივ გაიკეთოს ოპერაცია ბიუსტის ზომის შესამცირებლად.



0
587
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
587