x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ იბრძვის ან რა მოსაზრებით მაჟორიტარული არჩევნების წინააღმდეგ

image საქართველოში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების თაობაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ კრახი განიცადა, რამაც ოპოზიციურ პარტიებში აგრესიული პროტესტი გამოიწვია და აღნიშნული პარტიები და მათი მხარდამჭერები აგრესიული ბლოკირების რეჟიმზე გადავიდნენ ანუ გასაგები ენით, რომ ვთქვათ ცდილობენ ხელი შეუშალონ საკანონმდებლო და აღმასრულებენ ორგანოებს მუშაობაში.
"ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატმაც დატოვა პარტიის რიგები პროტესტის ნიშნად, ერთმა ქალბატონმა დეპუტატმა კი დეპუტატობაზეც თქვა უარი და სადეპუტატო მანდატი გაიუქმა.
"მარადმწვანე" პოლიტიკოსების რამდენიმე წარმომადგენელმა კი "აღმოაჩინა", რომ თურმე "ქართული ოცნება" ძალიან ცუდი პარტიაა და მათ რიგებში ყოფნა კი დანაშაულია.
და ვინ ამბობს ამას? ადამიანები, რომლებიც მათი "ბეგრაუნდიდან" გამომდინარე ვერასდროს მოხვდებოდნენ პარლამენტში, რომ არა "ქართული ოცნების" წევრობა.
ერთი ისეთი დეპუტატიც აყვირდა, რომელიც პარლამენტში შესვლამდე რკინის ჭიქით სვამდა ჩაის ინტერვიუს დროს საკუთარ ბინაში, ახლა კი ლამის სასახლეში ცხოვრობს.
უმადურობა დიდი ბოროტებაა, თუმცა ამასაც თავი გავანებოთ და რეალურ პრობლემაზე ვისაუბროთ-რატომაა ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარული არჩევნების კატეგორიული წინააღმდეგი?
პასუხი ერთია-მათი პლინტუსზე დაბლა დასული რეიტინგი. ვინ უნდა მისცეს ხმა ბატონ ბაჩუკი ქარდავას-"ედპ"-ს ლიდერს, რომელიც პეტერბურგის პროკურორის თანაშემწე იყო და რუსეთიდან "ამოდიოდა მისთვის მზე" ან ვინ უნდა მისცეს ხმა ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც სსრკ-ს ზეობის ხანაში მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით სტრატეგიული მიმართულების სექტორის ხელმძღვანელი იყო და რუსეთ-საქართველოს ომის მერეც დიდხანს რუსეთის მოქალაქის პასპორტს ატარებდა!
ბევრს არ აწყობს თუნდაც ოპოზიციიდან ავტორიტეტული, ეროვნული აზროვნების დეპუტატების ხილვა საქართველოს პარლამენტში და ეს მშვენივრად განმარტა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ბატონმა დავით სუხიაშვილმა:
imageimage ამიტომაც საჭიროა არჩევნებამდე არ დავუშვათ ქვეყანაში არეულობა, ხოლო არჩევნებზე ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება.

ბატონი დავით სუხიაშვილის სქრინების წყაროა:
http://geworld.ge/


0
123
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
123