x
image
_K_
რომელს უფრო უხდება? - ცნობილი დიზაინერების კაბები მოდელებსა და სელებრითებზე
imageპოდიუმის მოდელები იდეალური პროპორციებით გამოირჩევიან - ისინი მაღლები არიან და გრძელი ფეხები აქვთ. მიჩნეულია, რომ დიზაინერების შექმნილი ტანსაცმელი ასეთ ფიგურაზე უფრო ლამაზი ჩანს, თუმცა, საინტერესოა, სიმართლეა თუ არა ეს?


სტატიაში წარმოგიდგენთ 20+ პოდიუმის კაბას, რომელიც ცნობილმა მომღერლებმა და მსახიობებმა ჩაიცვეს. ბოლოს კი თქვენ თავად გადაწყვიტეთ, რომელს უფრო უხდება ის - იდეალური სხეულის ფორმების მქონე მოდელს თუ ჩვეულებრივი ფორმების მქონე სელებრითს?






1. კრისტიან დიორი / ჯენიფერ ლოურენსი

მსახიობმა (და მისმა სტილისტმა) კარგად იცის, რა არის მოდა. ბიუსჰალტერის ადგილის ოდნავ შეცვლამ და ქამრის დამატებამ კაბა უფრო გლამურული გახადა.

image






2. კრისტიან დიორი / ჯენიფერ ლოურენსი


ცნობილი კაბა, რომელსაც მსახიობი ოსკარის აღების დროს ატარებდა, მოდელზე უფრო უღიმღამოდ გამოიყურება. ასევე, კარგია, რომ ჯენიფერმა გადაწყვიტა, მსგავსი თავსაბურავი არ გაეკეთებინა.

image





3. რალფ & რუსო / პენელოპე კრუზი

პენელოპე კრუზი ერთ-ერთი იმ სელებრითთაგანია, რომელსაც წარსულში მოდასთან დაკავშირებული "ჩავარდნები" არ ჰქონია. ეს თამამი კაბა მსახიობზეც ისევე კარგად გამოიყურება, როგორც მოდელზე.

image





4. თიერი მაგლერი / კიმ კარდაშიანი

კიმი ცნობილია თავისი სავსე ფორმებით, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაბის ზედა ნაწილი მასზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე გამხდარ მოდელზე.

image





5. ჟან-პოლ გოტიე / კიმ კარდაშიანი

თითქოს ეს კაბაც მეტად ეროტიკულად გამოიყურება კიმის ტანზე. თქვენ რომელი უფრო მოგწონთ?

image





6. მარკიზ ალმეიდა / რიანა

მომღერალი ცნობილია მოდისადმი სიყვარულით. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ერთი შეხედვით უცნაური სამოსი მასზე საკმაოდ მოდურად გამოიყურება. თქვენ ჩაიცმევდით ამ იასამნისფერ ბეწვის პალტოს?

image





7. კრისტიან დიორი / რიანა

ეს ექსტრავაგანტული მოსაცმელი მომღერალზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. გვეთანხმებით?

image





8. ჯამბატისტა ვალი / რიანა

რიანას ეს ცნობილი კაბა მოდელზე რთულად საცნობია. თქვენი აზრით, რომელს უფრო უხდება?

image





9. რალფ & რუსო / ჯენიფერ ლოპესი

მიმზიდველი ჯეილო არასდროს ყოფილა ცნობილი სიგამხდრით. ქვევით მოცემული ლუქი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კაბები გამხდარ მოდელებზე ყოველთვის უკეთესად არ გამოიყურება.

image





10. გუჩი / სელმა ჰაიეკი

ეს მიმზიდველი მექსიკელი მსახიობიც არასდროს გამოირჩეოდა სიგამხდრით და თავისი ფორმებით ამაყობს კიდეც. ის განსხვავებული დიზაინის ტანსაცმელს ირჩევს და გაბედულად იცმევს კაბებს, რომლებიც პირველად გამხდარ მოდელებზე გამოჩნდა.

image





11. ზუჰეირ მურადი / ქრისი თეიგენი

ქრისი სხეულის ფორმებით გამორჩეულია ჰოლივუდში. შეხედეთ, როგორ უხდება მას ეს თეთრი კაბა.

image





12. ჯულიენ მაკდონალდი / კრისტენ რიტერი

ამ შემთხვევაში მსახიობის ფორმები ახლოსაა მოდელისასთან, მაგრამ განსხვავებული პომადის ფერითა და ფეხსაცმლით, კრისტენზე კაბა მაინც სხვანაირად გამოიყურება.

image





13. ზუჰეირ მურადი / ნიკოლ კიდმანი

ნიკოლი მაღალია და მოდელთან ახლოს მყოფი ფორმები აქვს, მისი წელი მოდელისაზე წვრილიც კი არის. თქვენი აზრით, ეს კაბა ვის უფრო უხდება?

image





14. მარკ ჯეიკობსი / რიტა ორა

მომღერალს კაშკაშა და მოულოდნელი ტანსაცმელი მოსწონს. ეს ბუმბულებიც კი მას განსაკუთრებულ იერს სძენს.

image





15. ზუჰეირ მურადი / კეტრინ ზეტა-ჯონსი

მსახიობი ყოველთვის ამაყობდა საკუთარი ქალური ფორმებით. 50 წლის ასაკშიც კი ის ისევ იცმევს გახსნილ კაბებს და მოდელზე უკეთესადაც გამოიყურება.

image





16. ოსკარ დე ლა რენტა / მარგო რობი

ამ ლამაზმა მსახიობმა მოახერხა, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი კაბა ნამდვილ ჰიტად გადაექცია.

image





17. შანელი / მარგო რობი

მარგოს თამამი და "მყვირალა" კაბების არჩევაში ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს.

image





18. ალექსანდრე ვატიე / ლუსი ლიუ

მსახიობმა კაბას მეტი შარმი შესძინა. თქვენი აზრით, რომელს უფრო უხდება?

image





19. ბალმეინი / ქეითი პერი

ქეითის ძალიან მოსწონს უცნაური კაბები. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს ერთი შეხედვით სასაცილო კაბა წითელ ხალიჩაზე ასეთი ეფექტური იქნებოდა?

image





20. ბალმეინი / ბიონსე

ბიონსე საკმაოდ თავდაჯერებულია და ექსტრავაგანტული კაბების არჩევას არ ერიდება.

image





21. ბალმეინი / ბიონსე

მართალია, მომღერლის ფიგურა მოდელისგან რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მას ეს კაბა ნაკლებად უხდება.

image


თქვენი აზრით, ეს კაბები მოდელებს უფრო უხდებათ თუ სელებრითებს? გაგვიზიარეთ♥





ასევე დაგაინტერესებთ:


1. რომელ სუნამოებს ირჩევენ ყველაზე წარმატებული ქალები

image


2. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


3. არასტანდარტული გარეგნობის მოდელები, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს

image


1
1671
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1671
  
2019, 28 ნოემბერი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1