x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134367
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
აფხაზეთში შესაძლოა ქართული ენის სწავლება აკრძალონ
image

ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაძლოა ქართული ენის სწავლება აიკრძალოს.ამის შესახებ გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიმ გაზეთ НУЖНАЯ ГАЗЕТА-თან ინტერვიუში განაცხადა:



"ისინი მუდმივად ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში ეს ეხება განათლებას და ჯანდაცვას, ისინი შეღავათებს აწესებენ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც საშუალო სკოლა დაამთავრეს აფხაზეთში, ჩვენს რაიონში, იმიტომ, რომ შევიდნენ საქართველოს უმაღლეს საწავლებლებში.

მადლობა ალეკო ალექსეევიჩს - ახლა გალის რაიონის მაცხოვრებლები უფასოდ ირიცხებიან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სოხუმის ღია ინსტიტუტში. გარდა ამისა, ჩვენ ვიძლევით სტიპენდიებს- 5 ათას რუბლს იმ წარმატებულ სტუდენტებზე, ვისაც არ ჰყავს ერთ-ერთი მშობელი. ქართულმა მხარემ რეაგირება მოახდინა ჩვენს ქმედებებზე, როდესაც გამოაცხადა უფასო მისაღები გამოცდები აფხაზეთის რეგიონიდან და მნიშვნელოვნად შეამცირა მისაღები გამოცდების მოთხოვნები.


160 მოზარდი წავიდა საქართველოში სასწავლად, ტყვარჩელისა და გალის რეგიონიდან, 30-მა კი აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებები აირჩია. რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციის ყველა ჩვენი მცდელობა იბლოკება საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებებით. ჩვენ სხვა ღონისძიებას მივმართავთ: იმ რაიონებში მცხოვრებთა უმრავლესობას, რომლებიც საქართველოში ირჩევენ სწავლას, აქვთ ბინადრობის უფლება და კანონის თანახმად, პირებს, რომლებსაც აქვს ბინადრობის უფლება და არ ცხოვრობენ აფხაზეთში ექვს თვეზე მეტს, ჩამოერთმევათ ეს უფლება. გვინდა ვუთხრათ უფროსკლასელებს, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ საქართველო სასწავლებლად, მაგრამ 6 თვის შემდეგ მათ ჩამოერთმევათ აფხაზეთში ცხოვრების უფლება და აქ ჩამოვლენ, როგორც უცხოეთის მოქალაქეები, ვიზით. ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რაზეც იძულებული ვართ წავიდეთ.

და მეორე ღონისძიება, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს განხილვას – ჩვენ შევწყვეტთ ქართული ენის სწავლებას სკოლებში. ჩვენი კანონი და კონსტიტუცია არ ავალდებულებს ჩვენს ქვეყანას იზრუნოს ქართულ ენაზე. ეს იყო ჩვენი ქვეყნის კეთილი ნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ მეგრელები, რომლებიც ფლობენ მეგრულ ენას, ქართული ენის ნაცვლად შეგვიძლია ვასწავლოთ მეგრული ენა. ვფიქრობ, ჩვენი მეცნიერებათა აკადემია დაგვეხმარება ამ ამოცანის გადაჭრაში. მაგრამ ეს საკითხი განხილვას საჭიროებს. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომელებიც ორიენტირებულნი არიან საქართველოში სწავლაზე. არავის ავიწროებს მათ ისწავლონ ქართული ენა, მაგრამ სახელწიფო სკოლებში ჩვენ არ ვართ ვალდებული ვასწავლოთ ქართული“ – განაცხადა ნადარაიამ.

გალის დე-ფაქტო ხელმძრვანელმა ისუბრა აგრეთვე აფხაზ პაციენტებზე, რომლებიც საქართველოში მკურნალობენ და საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობაზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ " ქართული საქონლის ყიდვით, აფხაზები დააფინანსებენ საქართველოს არმიას, რომელმაც „ხვალ შესაძლოა ესროლოს აფხაზებს“.


0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0