x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
5 პროფესია, რომელიც უახლოეს 10 წელიწადში გადაშენდება
კაცობრიობა ყოველთვის ესალმება ახალ ტექნოლოგიებსა და მათი განვითარების გზებს, რადგან ისინი ამარტივებენ ადამიანის ცხოვრებას, კურნავენ დაავადებებს და უნარჩუნებენ ჩვენს პლანეტას ბუნებას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველას არ მოსწონს ინოვაციები, რადგან მათ გამო, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამსახური.



image


ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, უახლოეს 10 წელიწადში ეს 5 პროფესია გადაშენდება.




1. ტაქსის დისპეტჩერი (კონტროლიორი).image



გაიხსენე, ბოლოს როდის დარეკე ტაქსების ფირმაში ტელეფონით? ალბათ, ინტერეტით ან აპლიკაციით გამოიძახე. დღეს, ტაქსის გამოძახების პროცესის უმეტესი ნაწილი ავტომატიზირებულია: მგზავრობის ღირებულება, დრო მანძილამდე და ა, შ. ასე, რომ, დისპეტჩერი, რომელიც მგზავრობის ყველა დეტალს გვინმარტავდა, მალე საჭირო აღარ გახდება.






2. მოლარე. image


ამერიკის ბევრ დიდ სუპერმარკეტში უკვე თვითმომსახურების ქსელებია. მაგალითად, სიეტლში Amazon-მა გახსნა მაღაზია, სადაც არც მოლარე და არც კონსულტანტ-გამყიდველები არ მუშაობენ. დაყენებულია სპეციალური სენსორები, რომლებიც ახდენს თაროებიდან აღებული პროდუქციის კონტროლს და ყველაფერს აჯამებს მომხმარებლის მიერ ბარათით გადახდილი თანხის მიხედვით.






3. ფოსტალიონი. image


დღეს, ფოსტა გამოიყენება მხოლოდ ბიუროკრატიული შეტყობინებების გადასაცემად, ამიტომ ადვილი სავარაუდოა, რომ ამ პროფესიას არ აქვს არანაირი პერსპექტივა და შეიძლება მალე გადაშენდეს.






4. ავტობუსის მძღოლი.image


მეცნიერები სერიოზულად თვლიან, რომ მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლების პროფესია მალე გაქრება. მაგალითად Tesla-ს ახალი თაობის ავტომობილი გადაადგილებას ავტონომიურად ახდენს სპეციალური ხმოვანი სიგნალის მიხედვით. თუმცა, ჯერ სანერვიულო არაფერია, ჩვენამდე ეს ტექნოლოგია კიდევ დიდხანს ვერ მოაღწევს.






5. ბანკის თანამშრომელი. image


მეცნიერები ამბობენ, რომ ძალიან მალე ბანკის თანამშრომლების არსებობა საჭირო აღარ იქნება, რადგან მომხარებლები შეძლებენ მიიღონ სესხი ან სრულად გადაიხადონ ის ელექტრონული სერვისების საშუალებით.







4
690
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
690
  
2019, 2 დეკემბერი, 21:33
საქართველოს პარლამენტარებიც რომ მიყვნენ ვერა??????
2019, 28 ნოემბერი, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 27 ნოემბერი, 16:39
კი, ნამდვილად.
2019, 27 ნოემბერი, 16:36
ჩვენთან სანამ ეს მოხდება დიდი დრო უნდა კიდევ
0 1 4