x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ასე მგონია, ცალ კალოშიანებმა მის საფლავთან ახლოსაც რომ ჩაიარონ, იქედანაც ასწავლით რამეს" - ნინო მუშკუდიანი
image

არსამთავრობო ორგანიზაცია საუდაკი საკუთარ "ფეისბუქის' გვერდზე გია მაისაშვილზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


საოცრად დიდი კულტურა! საოცრად დიდი ქართველი თავის ღირსებით, რომელსაც ნამდვილად უნდა ეღვაწა სახელისუფლო სისტემით საქართველოსთვის, მაგრამ ვერ ავიტანეთ უმაღლესი რანგის ფიგურა: მოვკალით, მოვსპეთ, გავანადგურეთ და უკანასკნელად არცერთმა არ გავიღეთ თეთრი, რომ ბოლო წუთებში მას, უკანასკნელად მაინც ჩაესუნთქა ქართული მიწის ჰაერი. ყველა მიიკარგა, ხელისუფალნიც და საპატრიარქოც. დღეს, მისი სოფლად შობის დღეა და მისი სიტყვებით ვიტყვით: "გვიყვარდეს სამშობლო, უფალი, შვილები", ანუ ენა, მამული, სარწმუნოება!
სასუფეველი მის სულს! -საუდაკი


ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინო მუშკუდიანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


„გიორგობა თენდება საქართველოში… დღესასწაული და გია მაისაშვილის დაბადების დღე. უკვე მეორე წელია აღარ არის, მაგრამ სანამ გვახსოვს და ბუნებრივია, ყოველთვის გვემახსოვრება-გია ცოცხალია. აღარ მოვყვები იმაზე, რომ განათლებული და ჭკვიანი პატრიოტი იყო. არც იმას ვიტყვი, პოლიტიკიდან რომ სიმდიდრე არ მოუხვეჭია… რაღაცნაირი იყო, ლაღი და ბოღმისგან თავისუფალი. ერთ ლექციაზე, ლიდერების თვისებებზე გვესაუბრებოდა და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეზე. მე, მაგალითადო, მიშა სააკაშვილს დავასახელებდი, როგორც ლიდერს, უსხარტესი ტვინითო. გადაწყვეტილებებს იღებს წამებშიო. დავაყარეთ კითხვები, იმ გადაწყვეტილებებმა ბევრჯერ სავალალო შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა და ა.შ. არცერთი პასუხი არ გაუცია ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან და ზიზღით. ლექცია რომ დამთავრდა, მივედი და ვკითხე-ზუსტი ინფორმაცია მაქვს, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიშა დაგპირდათ, როგორც კანდიდატი, 1%ზე მეტს ვერ მიიღებდით და მართლაც 0, 77% დაგიწერეს. იმ საღამოს მიშას დაუბარებიხართ და უთქვამს, რასაც დაგპირდი, ისეც მოხდაო. გაეღიმა და კედელზე მიმაგრებული სარკისკენ გამახედა. შეხედე, მე და შენ საერთოდ არ ვგავართ ჭორიკანებს არა? სასტიკად არ გვიხდება ეს როლიო. ორივეს გაგვეცინა. მეც ვიცოდი, რომ ჩემი მოყოლილი ამბავი სიმართლე იყო. მანაც იცოდა, მაგრამ კრინტი არ დაძრა. აი, ასეთი იყო, უდიდესი შინაგანი კულტურის მატარებელი. ეს ბოლო დღეებია, პოლიტიკურ ვაკხანალიას ვადევნებ თვალს შორიდან. რა ტალახი, რა ჭორაობა, რა ჩასაფრებები, გინება, ცემა. როგორ აკლია დღევანდელ პოლიტიკას გია მაისაშვილი. კულტურული, რაფინირებული, არისტოკრატი პოლიტიკოსი. ასე მგონია, ცალ კალოშიანებმა მის საფლავთან ახლოსაც რომ ჩაიარონ, იქედანაც ასწავლით რამეს…“ – წერს ნინო მუშკუდიანი.

image

შეგახსენებთ, ქართველი პოლიტიკოსი, ეკონომისტი და საზოგადო მოღვაწე გიაორგი მაისაშვილი (დაბ.1962 წლის 24 ნომბერს)სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ 55 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ში2018 წლის 26 თებერვალს.

2
440
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
440
  
2019, 24 ნოემბერი, 12:43
გეთანხმებით...
2019, 24 ნოემბერი, 12:13
გია მაისაშვილი ყოველთვის სევდიანი ღიმილით მახსენდება... კეთილი, დიდი სულის მქონე, პატრიოტი... ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ამაში მისი საუბრების მოსმენითაც დარწმუნდებოდი! რამდენი ასეთი კარგი კაცი ვერ შევიფერეთ და კიდევაც ვართ ამ ვაკხანალიაში! ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს!!!
0 1 2