x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ დავიცვათ სმარტფონები თაღლითებისგან!
მთელი ოცი საუკუნის მანძილზე ცდილობდა მსოფლიოს ქვეყნები გამოეგონებინათ მოწყობილობა, რომლითაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში დაამყარებდნენ კონტაქტს. კავშირგაბმულობის კომუნიკაციიდან ბოლოს ფიჭვურმა კავშირმა მოიკიდა ფეხი ფართოდ და პირველად 1989 წელს ფირმა Motorola-მ დაიწყო მობილური ვერსიის წარმოება, რომელმაც წლებთან ერთად განვითარება განიცადა. ბოლო ოცი წლის მანძილზე კი ძალიან დაიხვეწა მისი ფუნქციები და მოხმარების მრავალმხრივობა. გარდა საუბრისა პლანეტის ნებისმიერ წერტილში ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტისთვის, როგორც ფოტო თუ ვიდეო კამერა და სხვა უამრავი... მწარმოებლები ყოველ ახალ მოდელზე კი გვპირდებიან სულ უფრო გაუმჯობესებულ ფუნქციებს, რომლებშიც სოლიდურ თანხებსაც კი ვიხდით, მაგრამ მისი ფასის მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ტელეფონი მალე გვიფუჭდება, მიზეზი კი შეცდომებია, რომლებსაც არასწორი გამოყენებით ვუშვებთ. ამიტომ, რა სამუშაოც არ უნდა შევასრულოთ, მთავარ პრიორიტეტად მაინც უსაფრთხოების ნორმები რჩება. რაც ნიშნავს ზიანისა და სხვა არასასურველი შედეგებისგან დაცვას.



image


მსოფლიოში ყველას და ყველაფერს სჭირდება უსაფრთხოება, სმარტფონებსაც კი. სმარტფონებს ვიყენებთ ზარებისთვის, ჩატებისთვის, თამაშებისა და სხვა დანიშნულებებისთვის, მაგრამ უსაფრთხოებაზე ფიქრი აბსოლუტურად გვავიწყდება და საერთოდ ვერ წარმოვიდგენთ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის.


სწორედ დღევანდელ სტატიაში გაგიმხელთ რამდენიმე კოდის არსებობას, რომლის კომბინაციის აკრეფის შემდეგ თქვენს სმარტფონებს დაიცავთ თაღლითებისგან.




*#21# - ამ კომბინაციის მეშვეობით, გაიგებთ, ხდება თუ არა თქვენს ტელეფონზე ზარების გადამისამართება. აკრიფეთ მოცემული და დაეწერება ეკრანზე თუ სად მისამართდება თქვენი ზარები. თუ ერთხლ მაინც გითხოვებიათ ახობლისთვის ან უცხოსთვის ტელეფონი, შეიძლება, რომ ეს ფაქტი იყოს რისკის შემცველი, ამიტომ გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ საფრთხე არ გემუქრებათ.




*#62# - ეს კომბინაცია გიჩვენებთ თუ სად ხდება ზარების გადამისამართება მაშინ, როდესაც თქვენი ტელეფონი დაკავებულია.




##002# - ამ კომბინაციის აკრეფით, შეგიძლიათ გამორთოთ ყველა სახის გადამისამართება, რომელიც ოდესმე ყოფილა კონფიგურაციაში თქვენს ტელეფონში. კოდი უნივერსალურია და ძალაშია ყველა სმარტფონისთვის.




*#06# - ამ კომბინაციით გაიგებთ IMEI-ს (საერთაშორისო მობილური ტექნიკის იდენტიფიქატორი). ამის ცოდნის მეშვეობით შეძლებთ იპოვოთ ტელეფონი იმ შემთხვევაში, თუ ის მოგპარეს. ამ დროს მობილურ ოპერატორს ავტომატურად გადაეცემა ცნობა, რომ ტელეფონი ჩართულია, მიუხედავად იმისა ტელეფონში სხვა სიმ-ბარათი თუ ჩადეს.







იხილეთ აგრეთვე:



image



0
57
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0