x
image
_K_
Mediator image
როგორ მოვაწყოთ საძინებელი ოთახი ფენ შუის მიხედვით
imageფენ შუი, ნივთების განლაგების უძველესი ჩინური ხელოვნება, ისეთივე პრინციპებზეა დაფუძნებული, რაზეც სხვა თერაპიები, მაგალითად აკუპუნქტურა (ნემსით ჩხვლეტის რეფლექსოთერაპია). ფენ შუის მიზანია, გარემოში "ქი" (სიცოცხლის ძალის ენერგია) მაქსიმალურად გაზარდოს.


საძინებელ ოთახში ნივთების განლაგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადგილას ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებთ - გძინავთ, ამიტომაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ის კარგად იყოს მოწყობილი. საძინებელი ოთახი, რომელიც ფენ შუის მიხედვით არ არის მოწყობილი, კავშირს ვერ ამყარებს მასში მცხოვრებ ადამიანებთან. უკეთესი ძილისა და სასიყვარულო ურთიერთობისთვის კარგი იქნება, თუ სტატიაში მოცემულ ფენ შუის რჩევებს გაითვალისწინებთ და შესაბამისად მოაწყობთ ოთახს.






დაიწყეთ საწოლით

საწოლის დასადგმელად იდეალურია ისეთი ადგილი, საიდანაც მასში მწოლიარე მდგომარეობაში შეძლებთ საძინებლის კარის დანახვას, თუმცა, მის პირდაპირ ხაზზე არ იქნებით. ფენ შუის მიხედვით, კარის დანახვა ისე, რომ მასთან არც ძალიან ახლოს იყოთ და არც ძალიან შორს, უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებას განიჭებთ, რაც უკეთესად დაძინებაში გეხმარებათ.


ამასთანავე, საწოლის ფეხი კარისკენ არ უნდა მიუთითებდეს. ამას "კუბოს პოზიცია" ეწოდება. ამ დროს საწოლი ოთახის ცენტრში, მთავარ "ბილიკზეა" და მთავარ დაბრკოლებასაც ქმნის. თუ ამ პოზიციის თავიდან არიდება შეუძლებელია, დადგით სატერფული, მაღალი სკამი ან მაგიდა საწოლის ფეხთან, როგორც "დამცავი ზონა", თუმცა, არ დაფაროთ კარის ხედი.



საწოლის თავი კედელთან უნდა იყოს, მაგრამ არა ფანჯრის ქვეშ, რადგან ასე შეიძლება "ქი" ოთახიდან გავიდეს, რაც მშფოთვარე ძილს გამოიწვევს. ასევე, აჯობებს, თუ საწოლის თავს არ მოათავსებთ დეკორატიული განათების ან ჭერის ვენტილატორის ქვეშ, ეს არც ჯანმრთელობისთვისაა კარგი და არც ურთიერთობისთვის. თუ საწოლის გადაადგილება გამორიცხულია, გთავაზობთ, დაკიდოთ ბამბუკის ფლეიტა (სპეციალური ფენ შუის მოწყობილობა) განათებაზე ან ვენტილატორზე, რათა მისი ნეგატიური ეფექტი შეამციროთ.


თუ ოთახში ორ ადამიანს სძინავს, ორივესკენ თანაბარი ადგილი უნდა იყოს, რათა ორივე მათგანს შეეძლოს ადვილად დაწოლა და ადგომა.image





მოიშორეთ ან დამალეთ ელექტრონული მოწყობილობები

მიიჩნევა, რომ ტელევიზორი, კომპიუტერი, სავარჯიშო მოწყობილობები ან სამუშაო კუთხე საძინებელ ოთახში მშვიდ ძილში ხელს გიშლით, სიფხიზლესთან ასოცირდება და თქვენგან ენერგია მიაქვს. თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ, მაქსიმალურად ეცადეთ, დამალოთ ასეთი ნივთები. მაგალითად, ჩასვით ტელევიზორი კარადაში ან გადააფარეთ მსუბუქი ნაჭერი.

image





დაასუფთავეთ არეულობა

ფენ შუის მიხედვით, არეულობა ნეგატიურ აურას ქმნის ოთახში. ის გზას უღობავს "ქის" მოძრაობას, აფერხებს ძილს, და ზოგადად - ცხოვრებაში ხელს გიშლით, წინ წახვიდეთ.


თვალისთვის შეუმჩნეველი არეულობაც უწესრიგობაა. არ გამოიყენოთ საწოლის ქვეშ სივრცე ზედმეტი ნივთების შესანახად და პერიოდულად კარადის შიდა ნაწილიც გაწმინდეთ და დაალაგეთ. "გაცხრილეთ" ტანსაცმელი, რომელსაც არ იცმევთ. ღამით გარდერობის კარი დახურეთ. კომოდებიც მუდამ ორგანიზებული გქონდეთ და არ დადოთ მასზე გროვად წიგნები.

image





გადააადგილეთ სარკეები

ფენ შუის მიხედვით, თუ კარგად არ გძინავთ, ამაში "დამანაშავე" შეიძლება თქვენს საძინებელ ოთახში განთავსებული სარკე იყოს. მიიჩნევა, რომ სარკე ენერგიას იწოვს, რამაც შეიძლება მოუსვენრობა და გადამეტებული ფიქრები გამოიწვიოს.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ ჩამოკიდოთ სარკე საწოლის პირდაპირ. ფენ შუის კონსულტანტების თქმით, ამან შეიძლება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში მესამე პირის შემოჭრა გამოიწვიოს და ღალატს მისცეს ბიძგი.

image





ფრთხილად შეარჩიეთ ხელოვნების ნიმუში

ნებისმიერი სურათი, რასაც საძინებელში კიდებთ, უნდა იყოს შთამაგონებელი, დამამშვიდებელი, ან განიჭებდეთ ამაღლებულ განწყობას. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი მსგავსი სურათის/ნახატის დასაკიდებლად საწოლის მოპირდაპირე კედელია, რადგან ეს იქნება პირველი რამ, რასაც გაღვიძებისას დაინახავთ და ბოლო რამ, რასაც ოთახში შუქის ჩაქრობის შემდეგ დაძინებამდე დაინახავთ.


არ დაკიდოთ სევდიანი და გამაღიზიანებელი სურათები საძინებელში, ასევე ნახატები და ფოტოები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანია: ეს მარტოსულობას განასახიერებს. გარდა ამისა, სჯობს, თავიდან აირიდოთ სურათები, სადაც მთავარი თემა ტბა, ჩანჩქერი ან მდინარეა. სახლის სხვა ოთახებში წყალი ფულთან ასოცირდება, მაგრამ საძინებელში ის ფინანსურ ან სასიყვარულო დანაკარგს ნიშნავს.

image





გააორმაგეთ

საერთოდ, სცადეთ, ყველა ნივთი ორი გქონდეთ. წყვილებს ორი იდენტური სანათი უნდა ჰქონდეთ, რომლებიც საწოლის თითოეულ მხარეს იქნება განთავსებული. სჯობს, ნებისმიერ ნივთს, რომელსაც იყიდით, ჰქონდეს ოვალური ან მრგვალი ფორმა და არა - წამახვილებული და კუთხოვანი.

image





აირჩიეთ დამამშვიდებელი და დაბალანსებული ფერები

ფენ შუის მიხედვით, თბილი ფერები კანის ტონის ფერებთან ასოცირდება, როგორიცაა კრემისფერი, ატმისფერი, ბეჟი, ყვითელი, მარჯნისფერი, კაკაოსფერი. ეს ფერები საძინებელი ოთახის კედლებისთვის იდეალურია, რადგან დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.


ასევე, ცისფერი, მწვანე და ლავანდისფერი დამამშვიდებელ ფერებად მიიჩნევა და კარგ ძილში გეხმარებათ. მაგრამ ზედმეტად ბევრი ცივი ფერი, როგორიცაა ნაცრისფერი, ლურჯი ან მძიმე თეთრი, დასვენების პროცესს ხელს უშლის. კარგი იქნება, საძინებელ ოთახში ფერებს თუ შემდეგნაირად დააბალანსებთ: 50% თბილი ფერები, 50% კი ცივი ფერები (ცისფერი, მწვანე და ლავანდისფერი).imageimageimageimageimageimage










ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ დავზოგოთ ადგილი პატარა ბინაში - 17 გენიალური იდეა

image


2. 13 იდეა პატარა სააბაზანოების მოსაწყობად

image


3. 18 საოცარი საბავშვო ოთახი, რომელშიც უფროსებიც სიამოვნებით იცხოვრებდნენ

image


0
199
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0