x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მერლინ მონროს ცხოვრების 20 წესი
image


ყველასთვის ცნობილმა მსახიობმა და ჰოლივუდის სექს–სიმბოლომ, მერლინ მონრომ მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. ის მხოლოდ სექს–სიმბოლოდ კი არა, გასული საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, მისი, არც თუ ისე, მარტივი ცხოვრების შესახებ. მართალია, მსახიობი თითქმის 60 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისი ცხოვრებისეული პრინციპები დღესაც აქტუალურია:

ისწავლეთ მეგობრობა და მათი პატივისცემა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ რთულ სიტუაციაში, მეგობრები უფრო მალე დაგეხმარებიან, ვიდრე ოჯახის წევრები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისინი თქვენზე, ყველაფრის მიუხედავად იზრუნებენ.


მე მინდოდა, დიდი მსახიობი გავმხდარიყავი, ამ სიტყვის სრული გაგებით და მინდოდა – ბედნიერე ვყოფილიყავი, რამდენადაც ეს იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ, რა არის ბედნიერება?


ძაღლები არასდროს მკბენენ, — მხოლოდ ადამიანები.


მერლინად ყოფნა არასდროს მდომებია — ასე მოხდა. მერლინი — ნიღაბია, რომლის ქვეშ ნორმა ჯინა (ნორმა ჯინა ბეიკერი — მერლინ მონროს ნამდვილი სახელია) იმალება.


სხეული იმისთვის არსებობს, რომ მისი ცქერით დატკბნენ და არა იმიტომ, რომ ქსოვილში «გამოახვიონ».


ჩემი ქმრის შვილები იძულებულები იყვნენ, ჩემი დიდების ტვირთი ეზიდათ. ხანდახან, ჩემს შესახებ პრესაში ათას სისაძაგლეს კითხულობდნე... მე კი განვიცდიდი და იმაზე ვფიქრობდი, ზიანს ხომ არ ვაყენებდი მათ ამით. მათ ვეუბნებოდი: ნუ დუმხართ, უმჯობესია ამის შესახებ მკითხოთ... და მე, ყველა კითხვაზე, გულწრფელად ვპასუხობდი.


ჰოლივუდი – ადგილია, სადაც 1000 $ კოცნაში და 50 ცენტს – სულისთვის გიხდიან. მე ხშირად მიხდება პირველის უარყოფა და იმისთვის ბრძოლა, რომ მეორე მივიღო.


მარტოობა არ მტვირთავს. თავს კარგად ვგრძნობ, როდესაც მარტო ვარ. მომწონს კიდეც, – ეს დასვენების კარგი საშუალებაა.


ადამიანები სასაცილოები არიან. ისინი კითხვებს გაძლევენ და როდესაც გულწრფელად პასუხობ, შოკში ვარდებიან. ერთხელ მკითხეს: «რას იცვამთ, როდესაც დასაძინებლად წვებით? საღამურს, თუ პიჟამას?» ვუპასუხე: «სუნამოს – Chanel № 5». იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. არ მინდოდა მეთქვა, რომ შიშველი ვწვები, მაგრამ… ეს სიმართლეა.


წარმატება ხიზილალასავით არის, ბევრს თუ შეჭამ, შეიძლება გულიც აგერიოს.


image


მე პრობლემა მაქვს — ყოველთვის ვაგვიანებ. შეიძლება, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ქედმაღლობის გამოვლენაა, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი პირიქით არის. თუ სადმე მივდივარ, მინდა კარგი წარმოდგენა გავმართო, ან იმის მაქსიმუმი გავაკეთო, რასაც ჩემგან ითხოვენ – ეს კი, მოსამზადებლად, დიდ დროს მოითხოვს.


ფილმში გადაღების დროს, ყოველთვის პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. თუნდაც, მხოლოდ პატარა, ეპიზოდური როლის შესრულებისას. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ბილეთში ფული ტყუილად არ გადაიხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა მისცე მათ, რაც შეგიძლია, როგორც მსახიობს.


მსახიობები ბევრად უფრო მოცხვები არიან, ვიდრე ამის წარმოდგენა თქვენ შეგიძლიათ. ყოველ ჩვენგანში ცენზორი ზის, რომელიც აკონტროლებს, თუ რა დონემდე შეგვიძლია «თავის აშვება». ვფიქრობ, რომ ადამიანების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ჩვენი ერთადერთი სამუშაო — მაყურებლის წინაშე გამოჩენაა. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ძალიან რთულია — მის მიღმა, უდიდესი ბრძოლაა. პირადად მე, არასდროს ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში და ყოველთვის ბრძოლა მიწევს.


ართურ მილერი (ამერიკელი მწერალი, პულიცერის პრემიის ლაურიატი, მერლინ მონროს III ქმარი) არასდროს დაქორწინდებოდა ჩენზე, უბრალოდ, სულელი ქერა რომ ვყოფილიყავი.


ხუმრობის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ არ მინდა, რომ მისი ობიექტი ვიყო.


მხოლოდ ის, რომ ერთხელ წარუმატებლობა იწვნიეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში წარუმატებელნი იქნებით.


სიყვარული და სამუშაო — ერთადერთი ღირებული რამეებია ცხოვრებაში. სამუშაო კი — სიყვარულის თავისებური ფორმაა.


არ არსებობს ქალი, რომელსაც სუნამო არ უყვარს, — არსებობენ ქალები, რომლებმაც საკუთარი სურნელი ჯერ ვერ იპოვეს.


დაგვიანება — იმის რწმენას იძლევა, რომ ვიღაც გველოდება. სწორედ შენ და სხვა არავის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის შეუცვლელი ხარ.


კარგი ადამიანი ვარ, – მაგრამ ანგელოზი არა. ცოდვას ჩავდივარ – მაგრამ, დემონი არ ვარ. მე უბრალოდ პატარა გოგო ვარ, დიდ სამყაროში, რომელიც სიყვარულის პოვნას ცდილობს.


imageimageimageimageimageimageimage







0
263
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0