x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ყველაზე, ყველაზე» – სხვებისგან გამორჩეული 6 კუნძული

თუ ვინმე, დედამიწაზე არსებული კუნძულის დათვლას დაისახავს მიზნად, – ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება, რადგან დაახლოებითი მონაცემებით, ჩვენს პლანეტაზე 500 000-მდე კუნძულია. მაგრამ, ასეთი მრავალრიცხოვნების და მრავალფეროვნების მიუხედავად, ყოველთვის არის – «ყველაზე, ყველაზე»... და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ კუნძულებს წარმოგიდგენთ:



ყველაზე დიდი — გრენლანდია ( Grønland, დანია)


image


ყინულის საფარის სიმაღლე, რომლითაც მსოფლიოში უდიდესი კუნძული არის დაფარული, შეიძლება, 4000 მეტრს აღწევდეს. ხოლო, ტემპერატურა – 60 °C-მდე დაეცეს. ასეთი ყინვები, უფრო ხშირად, კუნძულის ცენტრალურ რეგიონში იცის. ამიტომ, მოსახლეობა მხოლოდ მის სანაპირო ზონაში ცხოვრობს.


image




ყველაზე პატარა — ბიშკოპ-როკი (Bishop Rock, დიდი ბრიტანეთი)


image


ინგლისის სანაპიროებთან მდებარე კუნძული, რომლის ფართობი 0, 0006 კვ. კმ-ია, ყველაზე პატარა განაშენიანებული კუნძულია. მისი ფართობი მთლიანად, 1858 წ. აგებულ შუქურას უკავია.


image




ყველაზე ახალგაზრდა — Суртсей (Surtsey, ესპანეთი)


image


ეს კუნძული იმით არის გამორჩეული, რომ ზუსტად არის ცნობილი მისი «დაბადების დღე». 1963 წლის 14 ნოემბერს, ესპანეთის სანაპიროებთან წყალქვეშა ვულკანი ამოფრვა, ხოლო ლავის გაციების შემდეგ კუნძული წარმოიქმნა.


image




ყველაზე უცნაური — მადაგასკარი (Madagascar, მადაგასკარის რესპუბლიკა)


image


კუნძული, რომლის არსებობის შესახებ, იგივე სახელწოდების, ნახატი ფილმის წყალობით, ბავშვობის ასაკიდან ყველამ იცის, დაახლოებით, 160 მლნ. წლის წინ შეიქმნა. იმის გამო, რომ ასე დიდი ხნის მანძილზე, დანარჩენი სამყაროსგან სრულ იზოლაციაში იყო და მის პარალელურად ვითარდებოდა, იქ ისეთი სახეობის მცენარები და ცხოველები არის შემორჩენილი, რომლებიც მსოფლიოს სხვა კუთხეებში, დიდი ხნის წინ გადაშენდა.


image




ყველაზე «მარტოხელა» — ბუვე (Bouvetøya, ნორვეგია)


image


უკაცრიელი კუნძული, რომელიც 2000 კმ-ზე მეტი მანძილით არის დაშორებული აფრიკის და ანტარკტიდიდან, 93% ყინულით არის დაფარული. ხოლო, შტორმების, ყინულოვანი ტალღების და ძლიერი ქარების გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ვინმესთვის მიმზიდველი გახდეს.


image




ყველაზე «კუნძულოვანი» — პოინტი (Point, ფილიპინები)


image


ფილიპინების ყველაზე დიდ კუნძულზე – ლუსონზე, მდებარეობს ტბა ტალა, რომლის შიგნით, ვულკანური კუნძულია (Volcano Island), ამ უკანასკნელის კრატერში არის ტბა, ხოლო, ტბაში, – კიდევ ერთი ვულკანური კუნძული – კ. პოინტია ამოზრდილი.


imageimageimageimageimageimageimageimage







1
254
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
254
  
2019, 15 დეკემბერი, 1:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1