x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოხუმში ქართველ "კანონიერ ქურდებთან" კოლფლიქტში მყოფი ორი აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტი- "კანონიერი ქურდი" ჩაცხრილეს რესტორანში

image ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალურ სამყაროში ძალიან დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, რაც გუდაუთელმა აფხაზმა კრიმინალებმა გალში მცხოვრები ქართველი კრიმინალების შევიწროება დაიწყეს, ამ პროცესს სათავეში აფხაზი "კანონიერი ქურდი", გუდაუთელი 52 წლის რაულ ბარცბა ("პიზა") ჩაუდგა, რომელმაც "ნათლულები, კანონიერ ქურდები" ასტამურ შამბა ("ასტიკი") და ალხაზ ავიძბა ("ხასიკი") ამოიყენა გვერდით და გალელი "კანონიერი ქურდებისგან საერთოს" გადაბარება მოითხოვა, გალელი "კანონიერი ქურდები" უარზე დადგნენ და ომი გარდაუვალი იყო თუმცა გალელი "კანონიერი ქურდის" კახბერ ფარფალიას ერთი ზარი გახდა საკმარისი, რათა "საერთო" "პიზასთვის" გადაეცათ და ომი აერიდებინათ კრიმინალურ სამყაროში.
"პიზა", რომელიც აფხაზურ ძალოვნებთან დაახლოებული პირია თვლის, რომ აფხაზეთის კრიმინალურ სამყაროში პირველი სიტყვა აფხაზს უნდა ეკუთვნოდეს, სწორედ ამ მოსაზრების გამო მას კონფლიქტი აქვს რამდენიმე "კანონიერ ქურდთან", განსაკუთრებით კი გაგრელ, ქართველ "კანონიერ ქურდთან" ნიკოლოზ დგებუაძესთან, იგივე "ნიკა გაგრინსკისთან".
სწორედ ამ დაპირისპირების გამო "პიზას" ჯიპს დღემდე უცნობმა პირებმა ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს გაფრთხილების ნიშნად.
"პიზამ" არ მოისვენა და თავისი საქმიანობა იგივე მეთოდით გააგრძელა, რასაც გუშინ სოხუმში, რესტორან "სან-რემოში" "პიზას ნათლულების" და მისი ასე ვთქვათ "მარჯვენა ხელების", "კანონიერი ქურდების" ასტამურ შამბას ("ასტიკი") და ალხაზ ავიძბას ("ხასიკი") ჩაცხრილვა მოჰყვა.
მათთან ერთად მძიმედ დაიჭრა ოფიციანტი გოგონა, რომელიც დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამმა ნიღბიანმა ქილერმა 80-ზე მეტი ტყვია გაისროლა "კანონიერი ქურდების" მიმართულებით, რა დროსაც სრულიად შემთხვევითი ადამიანებიც დაიჭრნენ.
ქილერების დამწვარი მანქანა ძალოვნებმა სოხუმის დეპოში იპოვეს.
აფხაზი ძალოვნების ვარაუდით ქილერებს შეეძლოთ თავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისათვის შეეფარებინათ, ენგურის გადასასვლელი გაურკვეველი ვადით იქნა ჩაკეტილი.
საინტერესოა ვინ გაუსწორდა "პიზას" უერთგულეს კრიმინალურ ავტორიტეტებს, გალელი კრიმინალები თუ "პიზას" მიერ საქმის გასარჩევად მოწვეული "ნიკა გაგრინსკის" მხარდასაჭერად ჩამოსული ნადირ სალიფოვი ("გული"), რომელმაც "პიზას" შეუთვალა: შენი დღე აუცილებლად დადგებაო.

შარშან "პიზას" გაფრთხილების ნიშნად ყუმბარმტყორცნით ჯიპი აუფეთქეს.
image

0
575
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
575