x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა ყველაზე სახიფათო დღე ექიმთან ვიზიტისთვის
image

რუსეთის ჯანდაცვის კომიტეტის საგამომძიებლო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ბასტრიკინის ინფორმაციით, ექიმები ყველაზე ხშირად შეცდომებს პაციენტების მიმართ ორშაბათ დღეს უშვებენ, ამის შესახებ იუწყება გამოცემა Baza.

საგამომძიებლო კომიტეტმა შეისწავლა 143 ინციდენტი, რომელიც 2016-2017 წლებში მოხდა, აქედან 78% დასრულდა პაციენტის გარდაცვალებით, რომელიც ექიმის გაუფრთხილებლობით მოხდა, ამის გარდა აღიძრა საქმეები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაზე, გულგრილობაზე და უარი სამედიცინო დახმარებაზე.

საქმეების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ექიმები შეცდომას ძირითადად ორშაბათ დღეს უშვებდნენ(30%), ამის გარდა ინციდენტების უმეტესობა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ხდებოდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ შეცდომას ძირითადად უშვებდნენ ქალაქელი ექიმები(73%), სოფლის ექიმების შეცდომა მხოლოდ 27%. იყო, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ექიმების შეცდომების აბსოლუტური უმრავლესობა 94%-საბიუჯეტო სამედიცინო დაწესებულებებზე მოდის.

მსგავსი დასკვნა ჯანდაცვის უწყებას დაეხმარება აღმოფხვრას ხარვეზები სამედიცინო სფეროში და სწორად წარმართოს პოლიტიკა.



0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0