x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ჩოგბურთელი" დიდი მკერდით, რომლის საოცარმა თამაშმაც ინერნეტსივრცე დაიპყრო (ვიდეო)

image



ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში სკანდალური ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელმაც მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლები ერთხმად აალაპარაკა. საზოგადოებას, 2 წუთიანი ვიდეოს მთავარ გმირად მოდელი, ელიზაბეტ ენ პელაიო ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მოევლინა, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი ზომის მკერდის წყალობით მაყურებელი შოკში ჩააგდო.


image



ახლადგამომცხვარი "სპორტსმენი" გოგონა ჩოგბურთის თამაშის დროს არის გადაღებული, რომელიც თავისი სხეულის ყველაზე მთავარი "ღირსების" დემონსტრირებას მთელი თავისი დიდებულებით ახდენს. ერთგულმა ფანებმა საყვარელი მოდელის, ხილვა არა მხოლოდ ჩოგბურთის თამაშისას შეძლეს, არამედ შოუბიზნესის ცნობილი ვარსკვლავის სექსუალურ "სპორტსმენად" გარდასახვის საკმაოდ თამამი ფოტოებიც იხილეს.


image


მაყურებლებმა არაპროფესიონალი სპორტსმენის იმიჯი ორაზროვნად შეაფასეს. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ნანახით აღფრთოვანებულები დარჩნენ, აი ქალბატონებმა კი, ცნობილი "ჩოგბურთელი" კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, თამაშის ტექნიკაც დაუწუნეს და ასობით შეურაცხმყოფელი კომენტარიც არ დაიშურეს. მაყურებელთა უმრავლესობამ ვიდეორგოლი არც მეტი, არც ნაკლები პორნოგრაფიად შეაფასა.



image

საიმიჯო ვიდეორგოლი "YouTube" - ზე ორი დღის განმავლობაში მარტო 400 000-ზე მეტმა ადამიანმა იხილა. მოგვიანებით, როგორც აზიური გარეგნობის, ამერიკელმა მოდელმა განაცხადა, თავისი თამაშით მას სურდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა, რომ სპორტი - ჯანმრთელობის საწინდარია.



image


ელიზაბეტ ენ პელაიოს გული კვლავ თავისუფალია, მოდელი დღესდღეობით, ძირითადად 3 წლის ქალიშვილის ოლივიას, აღზრდით არის დაკავებული. ახლა კი გთავაზობთ იმ სკანდალურ ვიდეორგოლს, რომელმაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.






0
1323
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1323